Facebook-ში ამსწინათ წავაწყდი ასეთ ისტორიებს თუ რისი გადატანა უწევთ საქართელოს მოქალაქეებს, რომ მექსიკიდან ამერიკაში მოხვდნენ, აი ზოგოერთი მათგანი:
„უკვე შუაღამე იყო. ფაქტობრივად გადმოგვყარეს, ახლა გაიქეცითო. უდაბნო იყო, ღამე, სადღაც შავად ხეები მოჩანდა, გვითხრეს იმ ხეებამდე უნდა მიაღწიოთო. ქვიშაში გავრბოდით, ბიჭებიც კი ისეთი შეშინებული იყვნენ. იმ ხეებთან წყალი დაგვხვდა, ერთმა ხის ტოტით სიღრმე შეამოწმა, არ არის დიდი წყალიო და შევედით. მდინარიდან სველები ამოვედით, არ ვიცოდით კედლისკენ რომელ მხარეს უნდა წავსულიყავით, ბოლო არ ჩანდა. უზბეკი ოჯახი წამოგვეწია და იმათ გავყევით. კედელთან რომ მივაღწიეთ, ყველა ვტიროდით“.
„დაგვხსნეს და გადაგვიყარეს ყველა ზონარი ჰუდიდან, ქურთუკიდან, ფეხსაცმლიდან. მე ალერგიის წამლები მქონდა და ისიც გადამიყარეს. სადღაც მიგვიყვანეს, ბანაკივით იყო, კარავი, დიდი კონსტრუქციებით. მოსაცდელში დაგვსვეს და ფოლგები მოგვცეს, რომ თავი სიცივისგან დაგვეცვა. მერე გვიან მივხვდი, ზონრებს იმიტომ გხსნიან, რომ იქ თავს რამე არ დაუშავო.“
„ვიცოდი, რომ რთული იქნებოდა, მაგრამ ასეთს არ ველოდი. ვტიროდი, ოფიცერთან მივედი, ვეხვეწებოდი ჩემს ქვეყანაში მინდა დაბრუნება-მეთქი. ძალიან უსუსურად ვგრძნობდი თავს, არარაობად. არ ვიცი, გახსენებაც არ მინდა, ჩემი თავი მეცოდება.“
„დაახლოებით 20 კვადრატში ალბათ 80 ადამიანი შეგვყარეს. ორი უნიტაზი იყო, წყალი გვწყუროდა ძალიან და ოფიცერს რომ ვთხოვდით, გვეუბნებოდა უნიტაზში მოდისო. მე და ერთი ქართველი გოგო, ქუთაისელი, რომელიც იქ გავიცანი, უნიტაზთან მოვხვდით. როგორია, ყველა მოდის და შენს თავზე ისაქმებს. მაგრამ ვერ გაინძრევი, ვერსად ვერ წახვალ.“
„უკვე ვფიქრობდი როგორ გადამეჭრა ვენები კბილებით. ძალიან ცუდად ვიყავი. ჩემი ოცნების ქვეყანაში ვიყავი და ისეთი დასტრესილი და განადგურებული, არაფერი აღარ მინდოდა. დაბრუნებაზე ვფიქრობდი. იქ გრძნობ რომ არავინ ხარ, არარაობა, მარტო.“
არც კი ვიცი, თუ რა სასჯელს იმსახურებს ის ხელისუფლება, რომელმაც ხალხი ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანა: შეანელა ეკონომიკა, კიდევ უფრო გაამყარა ოლიგოპოლიები ქვეყანაში, საბანკო სისტემა რომელიც მნიშვნელოვან როლს უნდა ასრულებდეს ქვეყნის წინსვლაში, სინამდვილეში მუხრუჭია (რადგან არ არის გამიჯნული ერთმანეთისაგან საცალო და საინვესტიციო ბანკინგი). ხელისუფლების მიერ გატარებული კურსის გამო მკვეთრად შემცირებულია პირდაპირი საგარეო ინვესტიციები, ფინანსური ინსტიტუტებიდან, განვითარებულია მარტო საბანკო სექტორი, არ არსებობს (და ეჭვი მაქვს ხელოვნურად ფერხდება საფონდო ბირჟის განვითარება, რომელმაც ეკონომიკაში გრძელ ფული უნდა გააჩინოს) და რა თქმა უნდა დამოუკიდებელი სასამართლოს არ არსებობა.
სამწუხარო კი ის არის, რომ ოპოზიციაშიც არავინ არ ჩანს, ვინც ამას გააკეთებს
წავედი, ისევ ჯობია მექსიკა - ამერიკის ვარიანტს მივაწვე, მანდ უფრო მეტი შანსია მე მგონი