ჩამოვიდა ჩემი Fusion - ი, წინა კვირას, 13 სექტემბერს.
Caucasus auto import - ით მომყავდა.
გაგიზიარებთ გამოცდილებას.
24 მაისს მოვიგე აუქციონზე და 1 კვირაში უკვე პორტში იყო, მაგრამ ჩაიტვირთა 7 ივლისს.
Maersk - ით მოდიოდა და ჩატვირთვის შემდეგ 3 გემი გამოიცვალა:
https://www.maersk.com/tracking/MIEU0019205 - აქ შეგიძლიათ ნახოთ ზუსტად თარიღები.
თავიდან ეწერა 26 აგვისტო შემოსვლა, მერე გადაინაცვლა 5 სექტემბერზე, მერე 4 -ზე საბოლოოდ კი 9 ში შემოვიდა და 13 ში გახსნეს.
მანქანა ტრანსპორტირებისას დამიზიანდა, არვიცი ნორმალურია თუ არა, მაგრამ წინ, უკან და ჭერზეც დაზიანებები აქვს ისეთი, რომ შესაღები ხდება ყველა ვარიანტში.
ფოტოები ნახეთ სპოილერში: (ეს ის ფოტოები და შედარებებია, რაც დაზღვევის დეპარტამენტს გადავუგზავნე)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
საბარგულის და უკანა ბამპერის დაზიანება:

სპოილერის დაზიანება:

წინა ბამპერის დაზიანება:

ჭერის დაზიანება:

ასე რომ არ დაზიანებულიყო 100% ით იდეალური მანქანა იქნებოდა.
არვიცი ვისი ბრალია, Maersk - ის თუ Caucasus - ის მაგრამ ფაქტია, რომ ვიზარალე.
გავუგზავნე დაზღვევის დეპარტამენტს Caucasus - ში დეტალური აღწერა და ვნახოთ როდის და რამდენად შეაფასებენ.
(მივიღებ რჩევებს მათგან ვისაც გქონიათ შეხება დაზღვევასთან)
შემდეგში სხვა კომპანიას ჩამოვაყვანინებ და მაგასაც გაგიზიარებთ. მეც შევადარებ და რომლითაც უფრო კმაყოფილი დავრჩები მაგას ვურჩევ ყველას.
* * *
ძალიან გული დამწყდა ამ დაზიანებების გამო. ამერიკის ფოტოებში ჩანს როგორიც არის, ერთი ნაკაწრიც კი არ აქვს. კარი, კრილო და პერედოკი ყველაფერი ფერში მქონდა ნაყიდი, მივაყენებდი და 5 დღეში მანქანა იქნეობდა მზად. მაგრამ ....
ისიც დამიწერეთ თუ შეგიძლიათ დაახლოებით რა თანხას უნდა ველოდო თქვენი გამოცდილებით?
This post has been edited by maxoooooo on 19 Sep 2022, 13:03