შეიძლებოდა თუ არა ნაპოლის სპალეტიზე უფრო კვალიფიცირებული მწვრთნელი ყოლოდა?
რა თქმა უნდა, შეიძლებოდა.
არის თუ არა ლუჩიანოს კვალიფიკაცია ხვიჩას განვითარებისთვის და ზედა ლეველზე ასასვლელად საკმარისი?
ჩემი აზრით, აბსოლუტურად საკმარისია.
სლუცკის და რუსეთის დონისთვის კვარა ცალსახად გადაზრდილი იყო, იტალიაში კი ჯერჯერობით, ნურას უკაცრავად.
ჩვენი, დივანზე წამოგორებული ექსპერტებისგან განსხვავებით, მელოტი ქოუჩი ადგილზე ხედავს ხვიჩას პოტენციალს და მის მაქსიმალურად გამოყენებას ცდილობს.
სპალეტის არასოდეს უთქვამს დრიბლინგზე არ წახვიდე, ან კარში არ დაარტყაო. სპალეტი ეუბნება, სანამ კარში დაარტყამ, შეაფასე იქნებ გადაცემა ჯობდესო.
სპალეტი გუნდის შედეგზეა პასუხისმგებელი და რა გასაკვირია შეტევასთან ერთად ხვიჩას დაცვაში მოვალეობის მოხდის მიზნით ჩამოსვლა კი არა, რეალურად მუშაობა მოთხოვოს?
ბუნებრივია, მას არ უნდა რომ ეს მოხდეს შეტევაში ხვიჩას ეფექტურობის გაუარესების ხარჯზე.
რა არის საჭირო ამისთვის?
შესანიშნავი სტამინა და ფიზიკური მომზადება.
ატყობთ თანდათანობით ხვიჩას მოედანზე ყოფნის დრო როგორ გაეზარდა?
გამოდის, რომ რაღაცეები დაუმატებია, არა?
ახლა, ერთი წუთით წარმოიდგინეთ ისეთი კვარა, როგორიც ლუჩიანოს უნდა რომ ის იყოს,
ეს არის:
დრიბლიორი,
გოლეადორი,
მოედნის მთელ პერიმეტრზე გადაადგილებადი,
ასისტების გენერატორი,
დაცვის რეალურად დამხმხმარე.
აი ასეთი კვარას მიღებისკენ მიისწრაფვის ლუჩიანო და რაღა დაგიმალოთ, მასეთი კვარას ხილვა მინდა მეც.
რაც შეეხება ნაპოლის.
მარტო მწვრთნელმა არა მას გუნდმაც ხელი უნდა შეუწყოს. სხვანაირად არაფერი გამოვა, რადგან ფეხბურთი არ არის ინდივიდუალური სახეობა, აქ ბევრი რამე კვარას პარტნიორებზეა დამოკიდებული.
იგივე, პოლიტანოს გოლი რომ არ გაეტენა, ან მილანს მოეგო, ხვიჩას თამაში შესაძლოა უარყოფითადაც შეფასებულიყო, ხოლო იმ ორი კაცის პირველი ტაიმის შემდეგ გამოცვლა, მილანის მწვრთნელის გენიალურ მიგნებად.
ჰოდა,
არის კი ნაპოლი გუნდი, რომელიც ხვიჩას სუპერ სტარად აქცევს?
ჩემი აზრით, ამ ეტაპზე, ცალსახად არის.
ნაპოლის სიძლიერე იმაში გამოიხატება, რომ როცა ზელეს და ანგისას თამაში არ გამოდის, თავს იგიჟებენ ლობოტკა და რუი.
ლორენცო და ლოზანო გაიმაზება?
პოლიტანო და კიმი ივარგებენ.
ოსიმენი დაიმტვრევა?
სიმეონე, ან რასპადორი გაიტანს.
ყველა ვარიანტში, გუნდი სტაბილურად საკმაოდ მაღალ დონეზეა გასული.
სტაბილურობა კი კარგად მოგეხსენებათ, კლასის ნიშანია.
თუმცა, მაინც ვთვლი, რომ კვარა დღეისათვის ისეთ დიდ გუნდებში სათამაშოდ, როგორიც იგივე მილანი, რეალი და ბაიერნია ჯერ მზად არ არის.
თუ ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს, 2-3 წლის შემდეგ, სპალეტის, ნაპოლისა და ჩვენი - ფორუმ.ჯის ექსპერტთა ჯგუფის

დახმარებით, ბაზარი არაა, რეალის, მილანის ან ბაიერნის შვიდიანია.
This post has been edited by VoK on 19 Sep 2022, 14:52
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...