დავიდ ვილია
მარად ასტურიელი მოზარდი

        
ჯგუფი: Moderators
წერილები: 139005
წევრი No.: 101362
რეგისტრ.: 1-October 09
|
#60160673 · 6 Mar 2023, 13:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე, ფერმერი, რომელიც ვცდილობ გავაძლიერო ჩემი სოფლის მეურნეობა და ამისათვის მინდა მოვიპოვო შვეიცარული გრანტი - ძლიერი სოფლის მეურნეობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ჩემი პროექტის დაფინანსებას მინიმუმ 20%-ით, ვარ თუ არა აგენტი? რა თქმა უნდა არა, მაგრამ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, მე მომიწევს აგენტად დარეგისტრირება და თუ კი, მე მექნება ხელისუფლებისგან განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია, ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული სუბიექტ-ობიექტები მე მომაკერებენ სამშობლოს მოღალატის და აგენტის იარლიყს.
მე, სტუდენტი, რომელიც ვაწარმოებ კვლევას "დიდგორის ომის" შესახებ და კვლევის სრულყოფილებისთვის საჭირო ტექნიკური სამუშაოებისთვის მჭირდება ფინანსები, რომლის მინიმუმ 20%-ის მოპოვებას ვცდილობ ბრიტანული გრანტით - ომების ისტორიის კვლევის შესახებ, ვარ თუ არა აგენტი? რა თქმა უნდა არა, მაგრამ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, მე მომიწევს აგენტად დარეგისტრირება და თუ კი, მე მექნება ხელისუფლებისგან განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია, ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული სუბიექტ-ობიექტები მე მომაკერებენ სამშობლოს მოღალატის და აგენტის იარლიყს.
მე, იურუსტი, რომელიც ვცდილობ შევქმნა ორგანიზაცია, რომელიც უანგაროდ დაიცავს იმ ადამიანების უფლებებს სასამართლოში, რომელთაც არ აქვთ სახსრები დაიცვან საკუთარი სამართლებრივი უფლებები სასამართლოში და ამისათვის მჭირდება ფინანსები, რომლის მინიმუმ 20%-ის მოპოვებას ვცდილობ ფრანგული გრანტით - თანასწორი უფლებების შესახებ, ვარ თუ არა აგენტი? რა თქმა უნდა არა, მაგრამ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, მე მომიწევს აგენტად დარეგისტრირება და თუ კი, მე მექნება ხელისუფლებისგან განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია, ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული სუბიექტ-ობიექტები მე მომაკერებენ სამშობლოს მოღალატის და აგენტის იარლიყს.
მე, ბუნების დამცველი, რომელიც ვცდილობ გადავარჩინო ჩემს სოფელში არსებული უნიკალური და ენდემური ხის ჯიშები, რომლის გადასარჩენად აუცილებელი სამუშაოების გასაწევად საჭირო ფინანსების მისაღებად მინდა მოვიპოვო შვედური გრანტი - მრავალფეროვანი ტყის დაცვის შესახებ, ვარ თუ არა აგენტი? რა თქმა უნდა არა, მაგრამ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, მე მომიწევს აგენტად დარეგისტრირება და თუ კი, მე მექნება ხელისუფლებისგან განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია, ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული სუბიექტ-ობიექტები მე მომაკერებენ სამშობლოს მოღალატის და აგენტის იარლიყს.
აღნიშნულის ჩამოთვლა უსასრულოდ შემიძლია, მაგრამ მაგალითებს აზრი არ აქვს, თუ კი, ზოგადად პოზიციას არ ვიზიარებთ, რომ როდესაც ჩვენი სახელმწიფოს არჩეული კურსის წარმომადგელები, ანუ ის ხალხი ვისთანაც ერთად გვსურს ცხოვრება და თავის დამკვიდრება, ისევ და ისევ საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ-ეკონომიკური სიძლიერისთვის, გვეუბნება, რომ ამ კანონს არაფერი აქვს კავშირი ევროკავშირთან და აშშ-სთან, მეტიც აღნიშნული კანონით ილახება ადამიანის უფლებები და ეწინააღმდეგება ევროპული ინტეგრაციის გზას,
სპეცსამსახურებში არსებობს ასეთი ტერმინი, რომ ყოფილი აგენტები არ არსებობენ და დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლების დიდი ნაწილი, პოტენციურად თავისივე მიღებული კანონით იქნებიან აგენტები, რადგან ისინი, ერთ დროს, ოპოზიციაში ან არასამთავრობო სექტორში მოღვაწეობისას ფინანსდებოდნენ სწორედ რომ დასავლური გრანტებით,
გჯერათ ვინმეს, რომ აგენტი თავისი თავის გამოსავლენად საჭირო კანონპროექტს მიიღებს? რა თქმა უნდა არა, ხოლო ვინც იჯერებს ან ბრმადმადიდებელია ან უბრალოდ აწყობს რუსული კანონი, საკუთარი ინტერესებისა და პოლიტიკური შეხედულებებიდან გამონდინარე(ანუ, პრო-რუსია).
აღარაფერს ვამბობ, რუსულ კანონში არსებულ უამრავ მავნე ბანალურ ქვეპუნქტზე, მათ შორის საზოგადოებრივი დასმენების შესახებ,
და ასევე, თუ კი თქვენი ქართველი ნათესავი, რომელიც წლების წინ, თავისი შვილების სარჩენად, საქართველოდან უცხოეთში სამუშაოდ გაემგზავრა, დღეს უკვე უცხოეთის მოქალაქეა და ფულს გიგზავნით, ხოლო თქვენ საქართველოში ჩართული ხართ პოლიტიკურ საქმიანობაში, რუსული კანონის მიხედვით თქვენ გახდებით უცხოეთის აგენტი.
აქვე, დავამატებ იმას, რომ დღეს საპარლამენტო კომიტეტმა, სახელისუფლებო დეპუტატების უარის თქმის საფუძველზე არ განიხილა კანონპროექტი, რომელიც ითვალსიწინებდა საქართველოში, რუსეთის გავლნების და ინტერესების შეზღუდვას.
და ბოლოს, აშშ-ში აგენტების შესახებ კანონი მიღებულ იქნა მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინა პერიოდში, მტრების, ნაცისტური გერმანიისა და საბჭოთა კავშირის გავლენების შესაკავებლად და გასაკონტროლებლად, ხოლო საქართველოში, ვიღებთ კანონს, რომლითაც უნდა გამოვავლინოთ, ვითომდა ჩვენი პარტნიორების და მოკავშირეების აგენტები,
რა თქმა უნდა, ეს გახლავთ სრული მარაზმი და აბსურდი, დასავლეთიდან წამოსული თანხები გრანტის სახით, ისედაც საჯაროა და მისი გამოთხოვა ნებისმიერი მოქალაქისთვის, მითუმეტეს ხელისუფლებისთვის მარტივად არის შესაძლებელი,
თუ კი, რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახური გადაწყვეტს საქართველოში მისი აგენტებისთვის ფინანსების მიწოდებას, რა თქმა უნდა ეს არ იქნება ღია გზებით, რომელიც თურმე უნდა დაადგინოს ახალმა კანონმა, მაგალითად როგორც ეს ხდება საქართველოში არსებული პრო-რუსული ჯგუფების შემთხვევაში, რომელღაც აქვთ ფინანსები, მაგრამ ვერ დაუმტკიცებ, რომ ფული რუსეთიდან მიიღეს, რადგან რუსული სპეცსამსახურებს აქვთ არხები, რომლის მეშვეობითაც ხდება საქართველოში ფულის უსაფრთხოდ შემოდინება(სამწუხაროდ ამას არ ვებრძვით)
განსხვავებით დასავლური გრანტებისგან, რომლებიც ისედაც საჯაროა და ვითომდა მის გამოსავლენად საჭირო აგენტების კანონის მიღება, საჭიროა მხოლოდ განსხვავებული აზრის ჩასახშობად, პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისთვის სახელწმიფოს მოღალატის იარლიყის მისაკრავად და ევროინტეგრაციის გზის შესაფერხებლად, როგორც ეს აწყობს და მოხდა რუსეთში, სწოოოოოორედ ამიტომ არის ეს კანონი - რუსული!
This post has been edited by დავიდ ვილია on 6 Mar 2023, 13:56
|