უჩა აბაშიძის ფეისბუქ პოსტი. >
https://www.facebook.com/cyb.mcloud ეს მისი ფბ.
ფეისბუქზე გაპიარებულია და მაინტერესებს, ცოტა პესიმისტური პოსტია. რას ფიქრობთ რამდენად სწორია.
უჩა აბაშიძე :
რა ხდება უკრაინის ომში ბოლო დღეებია და რას "ვხედავ" მე დამატებით
ესეიგი ხდება ოდიოზური ტერმინი "ოპერატიული პაუზა"
რომელიც რეალურად გამოწვეულია ერთის მხრივ ამინდის ისე სწრაფად და ისე საშინლად გაუარესებით, რო ზოგი უკრაინელი შეთქმულების თეორიებს ქმნის რო რუსებს ამინდის მანქანა აქვთო
მეორეს მხრივ იმით, რო დაზვერვებმა ბევრი ინფორმაცია მოიტანა და დიდწილად "შეწირვის" გაგრძელებას დიდი აზრი აღარ აქვს
და მესამეს მხრივ იმით რო გამოჩნდა რუსები, როგორ იმოქმედებენ რომელიმე მიმართულებაზე მიწოლისას და უკრაინამ გადაწყვიტა რო საარტილერიო დუელების რესურსი ჯერ ამოწურული არ არის და ძირითადად მაგას აწვებიან ამ ეტაპზე
ანუ საარტილერიო ცეცხლი არ გაჩერებულა ეს დღეებია, უშუალო ფრონტზეც და სიღრმეშიც და რუსებში დიდ დანაკარგებს თვითონ რუსებივე ადასტურებენ
აქვთ ტრაგედიები და პანიკები
რას ვხედავ უკრაინის ქცევაში დადებითს:
1. გაიაზრეს როგორ იმოქმედებს რუსეთი თავდაცვაში სწრაფი რეაგირებისთვის, Ka-52-ებით, რაც ძალიან სწორი და ჯანმრთელი თავდაცვის ტაქტიკაა თუ გყავს ვერტმფრენები და რაც ბოლო 6 თვე პრაქტიკულად არ ხდებოდა და ამიტომ ცოტა მოულოდნელობა იყო უკრაინელებისთვის
ამ ფონზე რუსებმა, ჩემი აზრით, დიდი შეცდომა დაუშვეს რო დადეს ვიდეოები Ka-52-ებიდან სროლის, როგორც უკრაინელებმა დაუშვეს შეცდომა ომის დასაწყისში - ბაირაქტარის ვიდეოებს რო დებდნენ სამარიაჟოდ.
ჯობდა რუსებს დაედოთ პროსტა დაზიანებული უკრაინული ტექნიკის სურათები და რამე ტყუილები ელაპარაკათ რო "ვანიამ, ნიჩაბით და გრანატით" გააჩერა
შედეგად უკრაინა გონს მოეგო, წამოწიეს ჰაერ-საწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები (რამაც "მოაშიშვლა" ქალაქები და კორპუსებზე დაცემულმა შახედებმა იმატა) - მარა სამაგიეროდ ბოლო 4 დღეში უკვე დადასტურებულად მესამე Ka-52 ჩამოაგდეს უკრაინელებმა. (ომამდე იწარმოა რაღაც 120 ცალი, რამდენი მუშაობს იქედან უცნობია, თითქოს ჩამოგდებული/დაზიანებულია უკვე 50-ზე მეტი)
მოკლედ მე დავინახე რო უკრაინის საფრონტე ჰაერიდან თავდაცვამ ცოტა გამოიღვიძა
2. ვხედავ ძალიან ფრთხილ მოქმედებებს უკრაინისგან და აშკარა "მოდი გავჩერდეთ და დავფიქრდეთ რა ვისწავლეთ"-ს, რაც ძალიან კარგზე მიუთითებს(შეიძლება დასავლელი ოფიცრობის დახმარების შედეგია, ანუ იმათმა უთხრეს ეხლა დაატორმუზეთ და დაფიქრდითო, მარა მაინც)
3. ვხედავ რუსული რეზერვების "სისუსტეს" და იმას რო შეიარაღბა და ჭურვები მართლა აკლიათ, იმიტო რო დაცვაში უკვე ჩაერთო უუუუმოძველებულესი ტექნიკა, ხოდა კი - ეგეც ისვრის, მარა ბევრად არაზუსტად და სუსტად, ხოდა ძველ ტექნიკას ბრძოლაში კაი ცხოვრებისგან არ რთავენ.. ამიტომ მე ვხედავ რო "აქვს ზღვარი რუსების დაცვის გამძლეობას", რომელიც ჯერ ახლოს არაა, მარა აქვს
4. მაგრამ ასევე, ვხედავ უკრაინელი პოლიტიკოსების "ამოქოქილ ნარატივს" რო არაფერს აზრი არ აქვს ავიაციის გარეშე (რაც ნაწილობრივ პრინციპში სიმართლეა, აზრი როგორ არ აქვს, მარა დანაკარგები მეტი იქნება და fail_ის შანსიც მეტი) - რაც ჩემთვის მიუთითბს იმაზე რო თუ F16-ების deal 100%-იანი იქნება, დავუშვათ სექტემბერსი მოწოდება(რაც ნიშნავს რო ნოემბრამდე არ იფრენენ მისიებზე) - უკრაინელი ესტებლიშმენტი ყველაფერს იზამს რო "გაწელოს" კონტრ შეტევის ვალდებულება და "მიათრიოს" იქეთ წლის ზაფხულამდე რეალურად
(ანუ ზამთარში შეტევა არ იქნება, შემოდგომის შუაში შეტევის დაწყებას აზრი არ აქვს, თუ იწყებ ეხლა უნდა დაიწყო მოკლედ ან აღარ დაიწყო, იმიტო რო აგვისტოში დაწყებას, ბარემ F16-ებს დაელოდე და მერე დაიწყე, და F16-ები რო ჩამოვა - მერე უკვე გვიანია და ტყუილად დაკარგავ ხალხს და ტექნიკას ტალახის და სიცივის გამო და ბარემ დაელოდე იქეთ წელს...)
მოკლედ - ჩემი აზრით, ეხლა ეგ "ყანყალი" მიდის, ერთის მხრივ "ცოტა მაინც შევუტიოთ" - თორე დემორალიზაცია, თორე კიდე 1 წელი სანგრების სათხრელად, თორე ნელ-ნელა ისინიც აწარმოებენ კაცო რაღაც ტანკებს და ა.შ.
მეორეს მხრივ - რუსეთში კიდე უფრო დიდია დემორალიზაცია და დრო კიდე უფრო "უჭამთ" ძირს, მეორეს მხრივ "რაღა უნდა დანაღმონ, ყველა მინდორი დანაღმულია", მეორეს მხრივ - რასაც აწარმოებენ, იმდენი ტანკი მაინც ფეთქდება თვიდან თვემდე არტილერიით
ხოდა რასაც მე "ვისმენ" - ამ ორი აზრის ბრძოლა მიდის ერთმანეთში, ერთი თვლიან რო "სრულად მომზადებულები რო ყოფილიყვნენ" - ავიაციიანად, ერთ დარტყმაში გაჭრიდნენ, და ერთ შეტევაში დაასრულებდნენ ომს
მეორე სასტავი თვლის რო უნდა იყოს ერთი, ორი, სამი კონტრ შეტევა და ყველაფერი დაბრუნდება ნელ-ნელა და ამასობაში აიკრიფება გამოცდილება და ასე უფრო სწორია (მარა დიდი დანაკარგებიც)
მეც მეორე ვარიანტს ვემხორები, პირველი ვარიანტი უსაშველოდ რისკიანია და ცოტა მეოცნებეობაა
მეორე ვარიანტი ბევრად "მიწაზე დაშვებულია" და რა თქმა უნდა უამრავ ტკივილს შეიცავს, მარა ბოლოს გაწყდება რუსული დაცვა როცა იქნება და მუდმივად რაღაცის ლოდინში, ამასობაში ბოლოს და ბოლოს დაეხმარება ვინმე რუსებს რამეში და სუ ამოტრიალდება მოცემულობა
მარა პირველი სასტავიც მართალია რო "შეცდომის უფლება არ გვაქ" - რო თუ შეტევა ძაან გაფეილდა, ეხლა - მაშინ ეს "სიტუაციის ამოტრიალება" მოახლოვდება და შეიძლება მეორე და მესამე შეტევის შანსებიც აღარ დარჩეს და იქნებ ის 1 შეტევა რისი შანსიც ოდესმე მოგვეცემა, მაშინ გვექნა როცა წარმატების ყველაზე მეტი შანსი გვექნებაო
მაინც, გავიმეორებ - არ შეიძლება დაცდა ჩემი აზრით, იმიტო რო ეგენი აპრავებენ "სამი თვე რა გახდაო"
და სინამდივლეში ეგ იქნება ზუსტად 1 წელი, არანაირი სამი თვე, კალაძე რო გვატყუებს ხოლმე ეგეთი ტყუილია ეგეც
3 თვეში მოვა, 5 თვეში იფრენენ, მერე ცუდი ამინდი, სიცივე, მერე დაიბომბება რაღაც, დაზიანდა 1/3 რაოდენობა F16-ები, ახლიდან ლოდინი, მერე რასპუწიცა, მერე ის, მერე ეს და 2024-ის ზაფხული იქნება უკვე
ჩემი აზრით მაინც გაგრძელდება ეხლა შეტევა, მეტი მძიმე ტექნიკის ჩართულობით, ბევრად მეტი ჰაერ-საწინააღმდეგო საშუალებებით და ბევრად "ნაბიჯ ნაბიჯ" (იმიტო რო 3 დღეში 19 კილომეტრზე შევარდნის უზრუნველყოფა ვერ მოხდა და 9 კილომეტრის უკან გამოსვლა მოუწიათ, ხოდა არაა საჭირო ეგრე სიჩქარე, სუ გასავლილია 80-90კმ ზაფხულის ბოლომდე, it's ok რო დღეში იყოს მხოლოდ 500 მეტრი)
რეალურად გატყუებთ
ეგ ეგრე არ გამოვა, არსად არ გამოვა "ნელა ფოფხვით" შეტევა, ყველაფერს მანდ გადმოისვრიან რუსები
უკრაინას "ვალდებულება აქვს" ეხლა, ოპერატიული მართვის "ვირტუოზობა" - ან ვერაფერს ვერ მიაღწიოს
ანუ აუცილებლად უნდა აკეთოს დარტყმის მიმართულებების ცვლილებები, რეზერვების სწრაფი გადასროლები, შეტევის "შეჩერების მომენტის" სწორი გამოცნობები და სხვა მიმართულებაზე მიწოლები
სხვანაირად ძალიან დიდი რისკია მარტო იმაზე დაყრდნობა, რო რუსული თავდაცვა "გაწყდება" შუბლი-შუბლზე მიწოლით
მოკლედ აი ეგრე, ამ პაუზის დროს - ვხედავ კარგ პროგრესს გადააზრებაში და ვხედავ იმას რაც კარგია, მტერთან მოდებაში მოსვლა რო ეგრევე ცვლის გეგმებს და რო უნდა აღიარო ეს გეგმების შეცვლა
მარა ეს გეგმების შეცვლა იქნება სრულიად კონტრ-შეტევის გადადება, თუ იქნება ტაქტიკის დაზუსტებები მხოლოდ და გაგრძელება, ვნახავთ