ვისაც ეგონა, რომ ხერსონის ან ხარკოვის ოპერაციის მაგვარი მარტივი წინსვლა იქნებოდა ეხლა ან სამხედრო თემა არ იცის ან განძრახ ავრცელებს ნიჰილიზმის დასათესაც პესიმისტურ სცენარს
ხერსონის და ხარკოვის ოპერაციებისაგან რადიკალურად განსხვავდება ეს შეტევა
ხერსონში რუსებს ურთულესი მომარაგების ლოჯისტიკა ჰქონდათ და ამიტომ მოუწიათ სწრაფი გასვლა
ხარკოვის დროს კი ცოცხალი ძალის მწვავე დეფიციტი ჰქონდათ, არც თავდაცვის ხაზები ჰქონდათ მოწყობილი და არც ფსიქოლოგიურად იყვნენ მზად თავდაცვისათვის (კიევში განცდილი ფიასკოც ახალი მომხდარი იყო)
ზაპაროჟიეს თავდაცვისათვის კი 8 თვე ემზადებოდნენ და იყენებენ მათ ხელში არსებულ ყველა შესაძლებლობას
ამ ფონზე კი უდიდეს შავ საქმეს აკეთებს ლეოპარდ-ბრედლის დუეტი
შუბლით ასკდებიან ყველაზე გამაგრებულ უბნებს და უამრავი სამხედროს სიცოცხლე გადაარჩინეს
შეტევის მიუხედავად(როგორც წესი შეტევაში მეტია დანაკარგი), უკრაინელები რუსებს გაცილებით დიდ დანაკარგებს აყენებენ ტექნიკის ნაწილშიც და მეთოდურად ფიტავენ რუსულ ყველაზე ელიტარულ მექანიზირებულ თუ ცალკეულ(ვედევე და გრუ) ნაწილებს
მიდის არტილერიის, ჰსთ-ს და რებ სისტემების გამოვლენა/განადგურება ინტენსიურ რეჟიმში
ხდება ზურგში არსებული საწყობებისა და ლოჯისტიკური კვანძების განადგურება და ა,შ
არის მეთოდური წინსვლა და რუსების თავდაცვითი ხაზების ეტაპობრივი მოშლა
ახლოვდება კულმინაცია და წესით აუცილებლად მოხდება ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე მაინც მექანიზირებული გარღვევა
და რაც ყველაზე მთავარია, უკრაინრლებს ამ დრომდე შეტევისთვის დაგროვილი ძალის 80% კვლავ არ გამოუყენებიათ
ამ ფონზე კი წუწუნი “რატო ხარკოვივით მარშით არ მიდიან” ან “რატოა ნელი ტემპი”
რბილად რომ ვთქვა საკითხის აბსოლუტური უცოდინრობაა ან უარეს შემთხვევაში რაც ზევით დავწერე
შედეგებს და “საშემოდგომო წიწილებს” დავითვლით სექტემბრის ბოლოს
ლოგიკურად შეტევის ყველაზე ცხელი ფაზა აგვისტო-სექტემბერში იქნება
ასე, რომ მხოლოდ მოთმინებაა საჭირო
უზარმაზარი შავი სამუშაო კეთდება ეხლა, მინიმალური დანაკარგების ფონზე
რაშიც დასავლური ტექნიკის ლომის წილია
ამ შეტევის მთავარი გმირები არიან
ჰაიმარსი, ლეოპარდი, ბრედლი
ღმერთი იყოს უკრაინის, ამერიკის და ევროპის მფარველი
როგორმე ისინი ბევრად უკეთ ხედავენ და აანალიზებენ სიტუაციას
და არამგონია ჩვენზე ნაკლებად უნდოდეთ წარმატება
This post has been edited by DIDGORI-GEO on 28 Jul 2023, 00:11