

ჩემო მეგობრებო, მინდა მოვყვე ჩემი გამოცდილებისა და ისტორიის შესახებ, რომელზეც აქაც დავპოსტე და რომელიც თითქმის 2 წლის მანძილზე გადაწყვეტილების პროცესში იყო.
პრეისტორიას მიმაგრებული ფოტოებიდან მიხვდებით, მერე იყო ჩემი პრინციპულობა. The rest is history....
დიდი მადლობა იმ მოსამართლეს, რომელმაც სამართლიანობა და პრინციპულობა ბოლომდე შეინარჩუნა. ყუთი თავისი გარეგანი დაზიანებითა და დაზიანებული ლეპტოპი იყო ნივთმტკიცება. მე რა თქმა უნდა ვერ წარვადგენდი ვერანაირ მტკიცებულებას თუ როგორი მიიტანეს იქ. მე მქონდა შედეგი და ფაქტად ის გარემოება, რომ მომიწია განბაჟების გადახდაც, წონის საფასურიც და შემღცა დაზიანებული ნივთI. ინექსს შეეძლო ერთI მესიჯით, მეილით, 1 ზარით მოეწოდებინა ინფორმაცია, როგორც ამას იუესეი და ფოსტალონი აკეთებს, რომ დაზიანებულია შეფუთვა და რა ვქნათ, გავხსნათ, არ გავხსნათ, გამოვუშვათ თU გავაბრუნოთ უკან :? ამით ავირიდებდი უამრავ ხარჯსა და დროის ფლანგვას. მაგრამ ინექსმა პირდაპირ, საჩუქრად მომართვა დაზიანებული ყუთით დაზიანებული ნივთI.
იყო ნოტარიუსის ხარჯი, იყო სარჩელის შეტანის ხარჯიც. იყო თარჯიმნის ხარჯიც, რომ ეს ქვითრები და დოკუმენტები ქართUლად ყოფილიყო, რადგან თავდაპირველი სარჩელი დაუარდა.. ყველაფერი წესებში და პირობებში გაწერილი ვერ იქნება, არსებობს ისეთI შემთხვევები რომელსაც რობოტულად ვერ წარმართავ და ადამიანური გონიერება სჭირდება, რომ წარმართო შესაბამისად პროცესი. ერთ მხარეს არის ორგანიზიაცია თავისი წესებითა და პირობებით, მეორე მხარესაა საბაზრო წესები და ჩვეულებები, რომელსაც დრო ანვითარებს და ასევე პატიოანი მომხმარებლების მოლოდინი. დიახ ეს მოლოდინი იყო ჩემი მხრიდან ის, რომ თუ ასე გახეული და დაზიანებული გარეგნული ზიანით მივიდა ამანათი, ეცნობებინათ ჩემთვის, ხოლოდ თუ მთელი მიიღეს და შემდეგ დააზიანეს მაშინ აიღონ შესაბამისი პასუხისმგებლობა. ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ყოველგვარი შეთანხმებისა და წიანსწარ ცნობის შესახებ აძვირებენ მომსახურების პირობებს, არ იზიარებენ მომხმარებლების აზრს. კი ბატონო, გააძვირეთ, თუ არ მაწყობს არ გამოვიწერ, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ისევ საბაზრო ტრადიციებით და ჩვეულებებით არის განპირობებული?! არ შეიძლება მხოლოდ გაბატონებულად, მხოლოდ ორგანიზაციის პერსპექტივიდან ხედავდე საქმიანობას. ძალიან კარგი ოპერატორები და ფრონტში მომსახურე თანამშრომლები ჰყავთ, ვერცერთზე აუგს ვერ ვიტყვი, პირიქით, კარგის მეტი არაფერი მეთქმის, მაგრამ ფაქტია, რომ მენეჯმენტს მხოლოდ მოგების მაჩვენებელზე აქვს გათვლა გაკეთებული და ერთეული კლიენტების პოზიცია, აზრი და დამოკიდებულება არ აინტერესებს. ვთვლი, რომ საკმაოდ ლოალური კლიენტების ბაზის წევრი ვარ, რადგან 1000ზე მეტი ამანათი და მრავალწლიანი ურთიერთობა მაკავშირებს ამ ორგანიზაციასთან.
13 დეკემბერს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ჩემი მოთხოვნა. ინექსს დაეკისრა $180 და ასევე სარჩელის თანხის ნაწილიც (50 ლარი იყო ჯამში) . ახლა, რატომ 180 დოლარი, როდესაც სარჩელი მქონდა შეტანილი 380 დოლარზე.
პრობლემა იყო ის, რომ თანხის ანაზღაურების ნაწილში, მომიწია მთლიანი ღIრებულების დაფიქსირება, რადგან ვერ ვაკეთებდი ექსპერტის შეფასებას, კერძო კომპანიამ 1 თვე და 400 ლარი მომთხოვა, ხოლო სამხარაულმა 2 თვემდე დრო და დასკვნაში მხოლოდ ზიანის შეფასების დაწერის ალტერნატივა მომთხოვა, არ ეწერებოდა შეკეთების ხარჯი და სხვა საჭირო ინფორმაცია. ღირებულება აქაც საკმაოდ სოლიდური. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, სასამართლოს პირველივე სხდომაზე, მოსამართლემ იკითხა, შეგვეძლო თუ არა რამეზე შეთანხმება სხდომის დაწყებამდე და რამე განახლებული პოზიციით ხომ არ ვიყავით წარდგენილი. 1.5 წელია იყო გასული და რა თქმა უნდა ყველანაირი ცეცხლი განელებული იყო. ცივ გონებაზე პირველივე წინადადება დავიწყე იმით, რომ ე.წ. ჩარჩო ლეპტოპის კი იყო დაზიანებული, მაგრამ ხელით რაც შევძელი ჩავაჯინე და აღარ წარმოადგენდა დისკომფორტს. რჩებოდა მხოლოდ გატეხილი ეკრანი- ამ ყველაფრიდაან გამომდინარე ვითხოვდი 380 დოლარის ნაცვლად ამ ეკრანის ღირებულების დაფარვას. ინექსის პოზიცია დარჩა უცვლელი და უარი განაცხადეს ნებისმიერი ხარჯის ანაზღაურებაზე. იქ იყო კიდევ რამდენიმე დეტალი, რითაც ვფიქრობ, ვერ გამოჩდნენ ყოჩაღად საქმესთან მიმართებაში, მაგალითად - სხდომაზე იყვნენ ისეთI პიროვნებები, რომელთაც მხოლოდ სურათი ჰქონდა ნანახი და რეალურად ნივთის მდგომარეობა, ყუთის ზიანი და სრული შეფუთვის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. ასევე არ ჰქონდათ ინფორმაცია თუ ვინ იღებდა ამის შესახებ ინფორმაციას და რა წესით, რომ არ ანაზღაურებულიყო მომხმარებლის მოთხოვნა. ამ და სხვა მიზეზებმა განაპირობა მოსამართლის გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. რასაც რა თქმა უნდა სრულად ვიაზრებ, არ მაქვს პრეტენზია და პირიქით, ამ გადმოსახედიდან ვთვლი, რომ სამართლიანია. ჩემ ირგვლივ ისეთები ხდება, რომ ყოველგვარი სამართლიანობის ზეიმის მოლოდინი გამქრალი მქონდა.
მინდა, რომ ყველამ ბოლომდე იბრძოლოს საკUთარი მიზნისთვის. თუნდაც დამარცხდეს ამ ბრძOლაში. დამიჯერეთ ღირს ეს დააგროვოთ ეს გამოცდილებები ცხოვრებაში. რადგან რაც არ გვკლავს- გვაძლიერებს. ჩემთვის დიდი გაკვეთილი იყო ეს ყველაფერი. პირველად შევეხე მსგავს სისტემას და ზოგადი ინფორმირებისთვის საკმარისზე მეტი დავაგროვე.
13 დეკემბერი კიდევ დიდხანს დარჩება ჩემს მეხსიერებაში.
რა თქმა უნდა გასაჩივრების უფლება აქვთ. მაგრამ მე ამ შედეგითაც ჩემი წილი გამარჯვება დავაგემოვნე.
მადლობა ყურადღებისთვის
This post has been edited by somnambuli on 15 Dec 2023, 12:20
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
ვინც თვლის, რომ საკმარისი არის საკმარისი, მას ყოველთვის აქვს საკმარისი. :)