#60922839 · 27 Dec 2023, 20:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (leica @ 27 Dec 2023, 19:07 ) | ყველანაირად აზრს მოკლებულ და უსიცოცხლო უშინაარსო სახელში |
რათა ვიო? ნუგზარი ნუგეშის ზარიდან მოდის. ადრე ომიანობა რომ იყო, მოგეხსენება სიღნაღში აფარებდა ხალხი თავს გარშემო სოფლებიდან. ხოდა სიღნაღი ისეთ ადგილზეა, მთელი ალაზნის პირი ჩანს ვიდრე კავკასიონამდე, საიდანაც ძირითადად ლეკები გადმოდიოდნენ. ხოდა დათქმა იყო, სიღნაღის სამრეკლოზე მთელი დღე იჯდა კაცი და გაჰყურებდა მიდამოს, თუ მშვიდობა იყო, დღეში სამჯერ, 3-3 ზარი უნდა ჩამოეკრა წყნარად. მაგ ზარს რომ გაიგებდა, ხალხი ერთმანეთს ეუბნებოდა - ნუგეში, ვიო, მშვიდობააო და არხეინად აგრძელებდა მინდორში მუშაობას. ამიტომ მაგ სამ ზარს ნუგეშის ზარს ეძახდნენ. მერე მარტივად სათქმელი რომ ყოფილიყო, ნუგზარი დაარქვეს და მერე იმ ზარის მრეკავ კაცსაც ნუგზარი შერჩა სახელად. მოგვიანებით ნუგზარის ბიჭმა თავის შვილს დაარქვა პაპის სახელი და ასე გამრავლდნენ ნუგზარები.
--------------------
ქართველი თუ ხარ, ცეცხლს შენობით ელაპარაკე! მ.ფ.
როცა ერთბაშად ვაგონიდან შორს, ცისკიდურზე ჩემი სამშობლოს მთები გამოჩნდნენ - ჰოი, რარიგად მევიწროვა მაშინ საყელო! ტ.ი.
ჩაფაან ყორე
|