და ისე ჩვენში რომ დარჩეს, რატომ არ უნდა შემოხაზო ქოცები ?
-სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია
-ტელევიზიები.. სამი ვსესაიუზნი ტელევიზია აქვს ოპოზიციას, სოციალური ქსელები...
-ბიძინა დროს ვინმეს მილიარდები ეშოვნოს არ მახსენდება, დამაკმაყოფილებელი დისციპლინა აქვს და თავზე გაჯმის უფლებას არავის აძლევს
-აგერ ევროკავშირის სტატუსიც მივიღეთ
-პლიუს ამას ოცნების დროს ნელ-ნელა ჩვენ გამოვდივართ იმ ილუზიიდან რომ ვიღაც ღმერთკაცი (მიშა) უნდა მოვიდეს.. ბიძინა, ამ ასე ვთქვათ
ფუნქციონერებით აშენებს სახელმწიფოს და ნერგავს გუნდური თამაშის პრინციპს, სადაც გამართული სახელმწიფო სტრუქტურები, კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება,
სტაბილურობა და მოსაწყენი ბიუროკრატიაა განვითარების საწინდარი და არა ზეადამიანი, რომელიც ყველას მაგივრად მუშაობს და ყველას მაგივრად მიათრევს ქვეყანას წინ
-ბიძინა ევოლუციონერია და არა რევოლუციონერი..
ვისაც ჰგონია რომ ეს ყველაფერი 2024 წლის დამსახურებაა, ძალიან ცდებით..
2 წლის წინ აზერბაიჯანში ვიყავი რამდენიმე თვით მივლინებაში, ჩემი კოლეგები ვინც იყვნენ პოლიტიკაზე ვერ საუბრობდნენ შინაურულ გარემოშიც კი,
მახსოვს ერთმა რაღაც თქვა, მგონი ოპოზიცია არ არსებობსო თუ რაღაც ეგეთი და დანარჩენებმა კინაღამ ჩაწიხლეს, რას შვები გვღუპავო ? ნაცების დროს რომ
ხალხი ტელეფონებს თიშავდა და შეშინებული იყო, ეგ გამახსენდა..
აქ რა თქმა უნდა მთავარი ის კი არაა, რეალურად ეგრე პრესავდა / პრესავს ალიევი იქნებოდა თუ მიშა ხალხს, არამედ ის, რომ ხალხშია იმის განცდა რომ თუ რაღაცას
იტყვი ხელისუფლებაზე, ვიღაც გისმენს და ამის გამო მწარედ დაგსჯის. როდესაც ხალხში ეგეთი განცდაა, იქ განვითარება და პროგრესი გამორიცხულია, თავისუფლების
გარეშე წესიერი სახელმწიფო ვერ შეიქმნება...
პლიუს ამას ვუყურებ რა ოპოზიციას, შთაბეჭდილება მრჩება რომ ესენი ხელისუფლებაში მოუშვა იგივეა, მაიმუნი რომ დასვა კომპიუტერთან..
ეს არ არის 2003 წელი, როდესაც შევარდნაძის ჩაბანძებულ პარტია / ხელისუფლებას, 100 თავით აღემატებოდნენ მაშინდელი ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე რევოლუციონერები.
დღეს ოცნების კოლექტიური IQ მგონია რომ აღემატება ოპოზიციის კოლექტიურ IQ-ს და ეს არის გულდასაწყვეტი.
იყო დრო როდესაც ნაცებს ჰყავდათ მიშა, ბენდუქიძე, ბოკერია, ადეიშვილი და სხვა გიგანტები..
2012 წელსაც კი არ ყოფილა არჩევანი ისეთი ცალსახა, როგორიც ახლაა..
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი