საინტერესო კვლევაა, დანარჩენიც ამოვწეროთ:
1 თვე ტყლამპის გამეფებიდან, 2443 გამოკითხული,
ამომრჩევლები, რომლებიც უფრო ოპტიმისტურები არიან საით მიდის ქვეყანა ახალ ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით:ეს გრაფიკია, რომელიც აჩვენებს რო:
რესპებში: იანვარში მოიმატა 62% მდე და ინაუგურაციის მერე დავარდა ისევ 48% მდე
დემებში: იანვარში 33% -მდე დავარდა და ინაუგურაციის მერე პირიქით მოიმატა 42% მდე
დამოუკიდებელ ამომრჩეველებში დიდი არაფერი მომხდარა 10% იყო საშუალოდ
იგივე ტრენდი ფიქსირდება
ეკონომიკა კარგ გზაზეა თუ ცუდზე, რესპები ოპტიმისტურად იყვნენ იანვარში და ინაუგურაციის მერე იმედგაცრუებაა, დემებში პირიქით.
იგივე მოხდა 2 დან 1 ადამიანში ვინც ამბობს რომ 2021 წლის მერე ეკონომიკა ასეთი ძლიერი არ ყოფილა
პირადად შენი ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდება თუ უარესდება?დემების 51% ფიქრობს რომ უარესდება
რესპების 45% ფიქრობს რომ უმჯობესდება
ტრამპს პირველი თვე 52% მხარდაჭერა აქვსდემების - 19% და რესპების 33% ჯამში 52%
თუმცა შიგნით
რესპებში 89% მომხრეა და 9% მოწინააღგმდეგე
დემებში 18% მომხრე და 78% მოწინააღგმდეგე
მერე მანდ დემოგრაფიული ჩაშლებია მარა წერა მეზარება, ჩანს რომ 50+ ასაკის თეთრი კაცებია ტრამპისტების მხარდამჭერი ძირითადად
ტრამპი ბაიდენს ჯობნის იმავე წელთან შედარებით მონაცემებში, დაახლოებით 10% ყველა მონაცემში, როგორიცაა ეკონომიკა, საგარეო საქმიანობა, იმიგრაცია, ინფლაცია და ა.შ. მაგალითად 45% მოსწონს რასაც აკეთებს ტრამპი ინფლაციის მიმართულებით, თუმცა ბაიდენს 34% ჰქონდა, ამასთან ტრამპს ინფლაციის გარშემო ჯერჯერობით არაფერი გაუკეთებია.
თავის პარტიას ეთანხმება 51% რესპებისა, მაშინ როცა დემებს ეთანხმება 36% (ეს ისაა, რაც იყო გადმოწერილი იმ ტვიტში მხოლოდ)
კიდე ბევრი რამეა ჩაშლილი, დაბლა გადმოვწერ რაღაცეებს:
გამოკითხვა აჩვენებს რომ იგივე საკითხებია პრიორიტეტში ამომრჩევლისთვის რაც დაფიქსირდა ეგზიტპოლებში:
1. ინფლაცია/ფასების ზრდა
2. იმიგრაცია
ეკონომიკა, სამუშაო ადგილები, ჯანდაცვა, კორუფცია ... კიდე ბევრი რამე
ვნახოთ სადაა ქართველების ტრაკმცველების საყვარელი საკითხები სინამდვილეში, ე.წ. კულტურული ომები, ვოუქები და ტრანსები:
პოლიტკორექტულობა, რასობრივი პრობლემები, დაქენსელება და ა.შ. ყველაზე დაბალ ადგილებზეა, აშშ-ს ამომრჩეველის მხოლოდ რამდენიმე პროცენტს აინტერესებს ეს საკითხი
უცნაური ისაა რო საგარეო საქმეები, ამ კულტურულ ომებზე კიდე უფრო დაბლაა.
კიდე ბევრი შიდა აშშ ს პრობლემებია ცალკე გამოკვლელული, ისრაელი-ჰამასის საკითხზე, თითქმის ყველა მოვლენაზე 80% მხარდაჭერა აქვს ისრაელს, თუმცა აშშ-ს თვის ღაზას "გადაცემაზე" ასევე მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებაა 80%
უკრაინაზე ჩავსქროლავ:
72% არ სურს უკრაინამ გააგრძელოს ომი და უნდათ რო დათანხმდეს ზავს
60% ეთანხმება ტრამპის მოლაპარაკებების დაწყებას
59% არ ეთანხმება იმ ფაქტს რომ უკრაინა არ ჩართეს მოლაპარაკებებში
55% არ ეთანხმება იმ ფაქტს რომ ევროპელები არ ჩართეს მოლაპარაკებებში
57% არ ეთანხმება უკრაინის მხრიდან ტერიტორიულ დათმობას
66% ფიქრობს რომ უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიიღოს კონკრეტულად აშშ-სგან თუ ზავს დათანხმდა61
61% ფიქრობს რომ უკრაინამ უნდა გადაიხადოს აშშ-ს დახმარება მინერალებიდან შემოსავლის ნახევარზე გაყოფით
69% ფიქრობს რომ თუ უკრაინა გაუყოფს აშშ-ს 50/50 შემოსავალს მინერალებიდან, მაშინ აშშ-მ უნდა შესთავაზოს უსაფრთხოების გარანტიები
63% ფიქრობს რომ რუსეთი სხვა ქვეყნებსაც დაესხმება თავს თუ უკრაინისგან მიწები მიიღო
თქვენ თვითონ თუ გინდათ ნახოთ აქაა:
https://harvardharrispoll.com/wp-content/up...2025_vFinal.pdf