WhitePepperაი მერამდენედ უნდა იმეორო, ეს აბსურდი?
რომ ამერიკის პრეზიდენტი რუსეთის აგენტია და პუტინს მთელი ამერიკის სპეცსამსახური ჯიბეში უზის?
ამეეებს სერიოზულად წერ?
ტრამპი მის პირველ ვადაში ყველაზე მეტად ანტი-რუსი იყო ამერიკის 21-ე საუკუნის პრეზიდენტებს შორის საქმით
კერძოდ:
ტრამპის დროს(პირველ ვადაში):
1. პუტინს ერთი სანტიმეტრით არ წაუწევია წინ არსად
2. მოხსნა უკრაინას იარაღზე ობამას დაწესებული ემბარგო და მიაწოდა უკრაინას ლეტალური იარაღი
3. ევროპას მოუწოდებდა გადაჭერით რუსული მილები და ნორდ-სტრიმი დაასანქცირა
4. ირანს დაადო ყველაზე მძიმე სანქციები(აიათოლა სულს ღაფავდა) და მოკლა ყველაზე გავლენიანი სამხედრო გენერალი(რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე)
5. ჩინეთს დაადო ყველაზე მძიმე ტარიფები (რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე)
6. ევროპას აკაჩავებდა გაზარდეთ თავდავის ხარჯებიო და მან აიძულა სავალდებულო “2% ნატოს წესდებაში” ჩაედოთ
7. სირიაში პუტინის ვაგნერი გადაბუგა და რუსეთს აახია ნავთობის/გაზის საბადოები. ასადს დააყარა ტომაჰავკები და გაუნადგურა ქიმიური იარაღის წარმოება
8. მოლდოვაში პრო-რუსი ოლიგარქი პლახატნიუკი დაასანქცირა და მოიყვანა პრო-დასავლელი სანდუ
9. ნავთობის ფასი დაწია საშუალოდ 20-30 დოლარით და დიდი შემოსავლები დააკარგვინა პუტინ/აიათოლას
10. ბელარუსში წკიპზე გადარჩა ლუკაშენკო ამოყირავებას და დაადო მძიმე სანქციები
11. 60-მდე რუსი დიპლომატი გააძევა ამერიკიდან და დახურა რუსეთის 2 საკონსულო
და ა,შ
და ეს კაცია რუსეთის აგენტი?

პუტინმა კი ყველა ბენეფიტი მიიღო ობამა/ბაიდენის დროს
მათ შორის ირანმაც
ჩამოგიწერო ეხლა ობამა/ბაიდენის დროს რა სარგებლები მიიღო პუტინმა?
და მერე შევადაროთ თუ ვინ არის “აგენტი”?
This post has been edited by DIDGORI-GEO on 22 Jun 2025, 13:00