ბოლო 1 წე;ში იმდენ სამოტივაციო "სფიჩს" ვუსმინე...ქართულ ბაზრზე იმდენი პოდკასტი აღმოვაჩინე სადაც "გადამდგარი" და ფსიქოლოგია/ფილოსოფია/მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და მსგავს მ იმართულებებში გადაბარგებული კიდევ უამრავი ადამიანი აღმოვაჩინე... მივხვდი რომ დავიღალე და უკვე მაერორებს მათი დანახვისას...
თუმცა კი ვისწავლე და შევიმეცნე რაღაც-რაღაცეები...და ახლა იმ ეტაპზე გადავბარგდი, როცა სიბრძნეები მაგრად მკიდია..პრაქტიკული და რაციონალური ყოველთვის ვიყავი, თუმცა ეს არაა მიზეზი რის გამოც "დავიკიდე" თეორიული სწავლებანი...
დღეს ბიბლუსში უამრავ წიგნს ვუყურებდი და მეღიმებოდა...ისტორიული წიგნები არც არასოდეს მიყვარდა, შემდეგ რომანები გადავიყვარე, განსაკუთრებით ის რომანები და ამბები, სადაც ძველ დროზე, ომიანობაზე, გაჭირვებაზე ან თუნდაც შუა საუკუნეებში ვითარდებოდა მოვლენები...ამათ შემდეგ ფენტეზი-ფსიქოლოგია-ფილოსოფია იყო და თან აღმაფრთოვანებდა...ამის შემდეგ შთამაგონებელი/მრავლისმეტყველ სათაურიანი წიგნები მიზიდავდა... დღეს კი შევედი და ყველა ამ ჟანრს ჩამოვუარე, ასტრიდ ლინდგრენის ბულერბიელი ბავშვები (ჩემს ბავშვობაში იმ წიგნზე ბიუელბიუელი ბავშბები ეწერა) ვიყიდე. წიგნს 9-10 კლასი აწერია
ახლა დავფიქრდი და რეგრესია თუ პროგრები?
რაც არ უნდა იყოს ... უცებ მივხვდი რომ აღარ ვიბრძვი... აღარ ვარ ბრძოლის "მოუდში"... გადავედი "სიამოვნების" მოუდზე და ეს გაცილებიტ სასიამოვნო ყოფილა

იცხოვრე რომ მოჰყვე?
არააა... იცხოვრე, რომ იცხოვრო
* * *
როგორ გამიტეხეს ძილი

ეს გოგო...რავი მიერეკება და ჩემი ხასიათიც იცის და ... როგორც უნდა... მე თუ დავკარგავ, ისიც დამკარგავს
ცალმხრივი არაფერი ვარგა
მე გავეშვი
This post has been edited by Aleqto on 13 Sep 2025, 22:05
“ბერძნული სიტყვაა... შეუპოვარი”
wall user