irakliunitedგამარჯობა,
მე გლოვოს კურიერი ვარ, ეპიდემიის აფეთქებამდე აქტიური კურიერი ვიყავი და თუ საღამოს 10 საათის შემდეგ რამე გამოგიძახებია შეიძლება შენთანაც ვარ ნამყოფი. შეიძლება მშიოდა კიდეც, მაგრამ საკვები მიმქონდა მომხმარებელთან და ღიმილით ვუუბნებოდი: გემრიელად მიირთვით!.. საპასუხოდ უბრალო ღიმილი მაინც რომ მიმეღო, მაგაზეც კი მადლობას ვიხდიდი. აქვე ვიტყვი რომ ეს არასდროს არ ყოფილა ყალბი ღიმილი, რადგან მართლა მიხაროდა იმაზე ფიქრი თუ როგორ გაახარებდა მას ჩემი (საკვების) დანახვა. ამას ვწერ რადგან ყველას გონია რომ კურიერები დღეს ყველაზე მდიდრები არიან. აქვე გეტყვით რომ მშიერს არაერთხელ ჩამიბარებია შეკვეთა და მე არვარ ერთადერთი კურიერი რომელსაც მშიერს უწევდა, უწევს და მოუწევს მუშაობა.
1. საკუთარ და ოჯახის ჯანმრთელობას საფრთხეში აგდებენ და არავინ უფასებს, (+ სასაცილოა მაგრამ დაკეტილია ყველა საპირფარეშო, ამიტომ კურიერს უწევს მოთმენა სანამ ბედი არ გაუღიმებს და სადმე უღრან ტყესთან არ მოხვდება ან სახლში არ წავა)
2. ყოველდღე დიდი რაოდენობით შეკვეთაა სასურსათო მაღაზიებში სადაც რიგების გამო კურიერებს თითქმის ერთ საათიანი ლოდინი უწევთ.
3. რესტორნებში შეზღუდული რაოდენობით მუშაობს ხალხი და ყველა პროდუქტს აგვიანდება მინიმუმ 30 წუთი რომ გამზადდეს და კურიერმა წაიღოს. (ამდენი ხანი მაშინ არ იყო საჭირო როცა პიკის საათში, ხალხით სავსე რესტორანში შედიოდა შეკვეთა)
4. გაგიკვირდებათ და ამ საგანგებო სიტუაციის ფარგლებში, კურიერზე არ არის გამოყოფილი დამატებითი ბონუსი. (მხოლოდ ის ბონუსია რომელიც აქამდეც აქტიური იყო და აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კვირაში 120+ შეკვეთას შეასრულებ, რაც თითქმის შეუძლებელია, მიზეზს ქვემოთ დავწერ)
ანუ რომ შევაჯამოთ, გამოდის რომ კურიერები გადიან სამსახურში, იმის განცდით და შიშით რომ ისინი არ დაინფიცირდნენ და არ დააინფიცირონ მათი ახლობლები და ოჯახის წევრები და ცდილობს რომ ფრთხილად იყოს ყველგან. ფაქტია რომ უამრავი შეკვეთაა მაგრამ, დღეს შეკვეთის შესრულებას იმაზე 3-4 ჯერ მეტი დრო ჭირდება ვიდრე კარანტინამდე ჭირდებოდა (სწორედ ამიტომ გახდა მიუწვდომელი, ბონუსის აღება 120 შეკვეთაზე), ხელფასი კი იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენ შეკვეთას შეასრულებ, ამიტომ რეალურად დღეს კურიერები იმისთვის არიან გარეთ და იგდებენ თავს საფრთხეში რომ საკვების და საწვავის ფული იშოვონ და არა მილიონები (არა რა, ვერა, თორემ არავინ იტყვის მილიონზე უარს). სხვა კომპანიებში არვიცი მაგრამ გლოვოში ასეა.
მხედველობიდან არ გამოგვრჩეს ის ფაქტიც რომ, მომხმარებლების 99%-ს გადახდის მეთოდად ყველამ მიუთითა ბარათი და ქეშით თითქმის არავინ იხდის, რათქმაუნდა ეს შედარებით უსაფრთხოა კურიერის ჯანმრთელობისათვის, მაგრამ ის კურიერები რომლებსაც თავი დღიდან დღემდე გაჰქონდათ (როცა მომხმარებლისგან მოცემული ქეში გაქვს დაგროვილი, ყოველ დღე შეგიძლია შენი გამომუშავებული თანხა აიღო) ფაქტიურად მშიერები დარჩნენ და დამიჯერეთ ასეთი დღეს ბევრია, ვინც შეძლო და სადმე ფული ისესხა, ორ კვირაში ჩაერიცხება ხელფასი და ამოისუნთქავს.
დღეს ყველა შენსავით ფიქრობს, რომ კურიერები 2000 და 3000 ლარს შოულობენ, ეს მაშინ იყო როცა დელივერი სერვისი ფეხს იდგამდა და მთელს ქალაქს 100 კურიერიც არ ყავდა (შესაბამისად მოთხოვნა დიდი იყო კურიერებზე და ტარიფიც მაღალი). ლოგიკურია რომ ამის გამო კურიერმა დაკარგა ის რაც ყველაზე მეტად ახარებს, "ჩაი". მიზეზი მარტივია: ქეშით არ იხდიან და გლოვოში შეუძლებელია ბარათით მიუთითო და დაუტოვო კურიერს "ჩაი", ვინც ქეშით იხდის ის ფიქრობს რომ ზედმეტად ბევრი იშოვა კურიერმა. არ იფიქროთ რომ ამაზე საყვედურს გამოვთქვამ, პირიქით არ მომწონს ქურიერი რომ ჩაის ითხოვს და ელოდება ყველა შეკვეთაზე

უბრალოდ ფაქტს ავღნიშნავ, ისედაც უჭირს ყველას და ზედმეტი არამგონია ვინმეს ჰქონდეს.
ძალიან ბევრის წერა მომიწია, მოკლედ მინდოდა დამეწერა მაგრამ აზარტში შევედი. მე თვე ნახევარია არ მიმუშავია და მადლობა ღმერთს გამომიჩნდა სხვა ალტერნატივა და არ მიწევს ახლა გარეთ შეშინებულს სიარული, მაგრამ ვინც ახლა მუშაობს, დამიჯერეთ რომ მათ ეს ძალიან სჭირდებათ, ძალიან ეშინიათ და განიცდიან, ფრთხილობენ და ცდილობენ რომ პროდუქტი მალე ჩაგაბარონ ასე რომ როცა მოგიტანენ შეკვეთას გთხოვთ უბრალოდ გაუღიმეთ მაინც და მადლობა უთხარით.