ეგ არაფერში არ გამოგადგება თუ შენი პროფესია არ გამოაესპანურე. ანუ, თუ აქ არ აიღე შენი დიპლომის ესპანური ვალიდაცია. თან ენას უნდა სხლავდე.

თუ სამედიცინო ესპანური არ იცი ქართულ დიპლომს რა აზრი აქვს.
საქართველოშივე ჯობია გამოიყენო შენი დიპლომი.
..
მაგრამ საერთო ჯამში იგივეს გეტყვი რასაც ვეუბნები ჩემს გარშემო ხალხს..
თუ ძალიან ახალგაზრდა არ ხარ, ან რაღაც უკიდურეს მდგომარეობაში არ ხარ ჯობია არ წამოხვიდე. იმიტომ რომ ბევრი წელი დაგჭირდება სანამ დალაგდები. და შეიძლება ამ ბევრი წლის მანზილზე ბევრჯერ ჩაიქნიო ხელი და დაიღალო და დაბრუნდე სახლში. ბევრი მინახავს ასეთი.
..
მაპატიე, ცოტა ნეგატიური პოსტი გამომივიდა, მაგრამ დღეს ასეთი მდგომარეობაა.