ფეხბურთს რომ ვუყურებ და მერე აქაურ სისტემას, გასაგებია რამდენად შტერების ხელშია რაგბი.
ჯერ ისევ ამ უაზრო ტესტებს გვათამაშებენ და ხალხი არ ყიდულობს ბილეთებს, მაშინ როცა ლუქსემბურგზეც კი ტაციაობა იყო.
უაზრობაა ჩვენთვის კარგად ნაცნობ, მაგრამ მასებისთვის უცნობ ცხრაზღვასიქითა კუნძულელის ჩამოსვლაზე 100 ლარი + მგზავრობა და სასტუმრო გადაიხადოს, თან ისე რომ არავითარი ტურნირის ფორმა არ ჰქონდეს. ყველა სხვა სპორტიდან გადმოსახედით, ეს არის ამხანაგური თამაში, მიუხედავად იმისა რომ ჩვენს ტესტს ვეძახით და ა.შ.
პროფებში, ეს სისტემა აღარ უნდა იყოს. 2026-ში იწყება ის ერთა თასის მაგვარი ტურნირი და იმედია ცოტა აზარტს მისცემს ხალხისთვის, თორემ ფაქტია რაგბი ყველგან კარგავს მაყურებელს და ავსტრალიის ჩემპიონატიც მგონია რომ ნახევრად ცარიელ სტადიონებზე იქნება
მერე კიდევ, მგონი კერლინგშიც კი ტარდება ევროპის ჩემპიონატი და ამათ კიდევ, 2024-შიც ისევ ვერ ჩაატარეს ევროპის ჩემპიონატი.
რამხელა აუდიტორიას და წარმოდგენას გვაკარგვინებენ ეს ჩემისები, რამხელა პოტენციალის ევროპის დონეზე განვითარებისთვის და რა ბანძ ტურნირებს აწყობენ ამ რაგბი ევროპაზე.