''ზაურევნაზე'' გამახსენდა–მამამისი, ზაურ ბოლქვაძე, ერთადერთი და ისიც ოფიციალური იუმორისტული ჟურნალის მთავარი რედაქტორი იყო, ცეკა–ტეკაში მიღებული და სსრკცეკაკაპაესესისგან დაფასებული. სოციალისტური დიადი სამშობლოს მტრებს ებრძოდა ფიწლით, ბავშვობიდან მახსოვს ეგ კომიქსები.დდ ისე, ცუდი კაცი არ იყოო ამბობენ, მაგრამ ეგენი ყველანი კარგები იყვნენ 90–იანი წლების სამოქალაქო ომამდე, მერე ვნახეთ, რაც იყვნენ. რას ვერჩით ამ ქალს–რაც ასწავლეს, ისაა. აქ შაირებზე მიდგა საქმე და ერთ მარგალიტს მეც გავიხსენებ მისი შემოქმედებოდან, თანაც, გასაკვირად აქტუალურია დღეს: ''დაშლილ–დანგრეულ ტრამპლინზე დგას ძია სემი ატომით და დიდი ჩინეთისაკენ სურს გააკეთოს ნახტომი. ვინ დაანებოს სხვის ბაღში დაკრიფოს სხვისი ხეხილი, თუ გადახტება, თვითონვე დარჩება თავგატეხილი.''
This post has been edited by Chatterbox on 7 Oct 2022, 11:57