forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (52) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> System of a Down, VOL 2
Alix
Fictional character


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 44237
წევრი No.: 131210
რეგისტრ.: 12-May 11

გამოგზავნილია: 20 Oct 2011, 14:53  #27932108      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
წინა თემა:

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


user posted image

System of a Down. (შემოკლებით System, ან SOAD) არის ამერიკული როკ ჯგუფი, რომელიც 1994 წელს ჩამოყალიბდა გლენდეილში, კალიფორნია. ჯგუფის წევრები არიან .სერჟ ტანკიანი (წამყვანი ვოკალი), დარონ მალაქიანი (ვოკალი და გიტარა), შავო ოდაჯიანი (ბასი), და ჯონ დოლმაიანი (დრამი). ჯგუფმა 1998 წლიდან ხუთი ალბომი გამოსცა. თანამედროვე როკ რადიოს წამყვანი ხმები რამდენიმე გრემის ნომინაციით იყვნენ წარდგენილნი და ერთხელ დაჯილდოვდნენ კიდეც. 2006 წელს ჯგუფში მომხდარი უთანხმოების გამო მისი თითოეული წევრი ცალკეულ პროექტებზე მუშაობს.

ისტორია

ჯგუფის დაარსება:

ჯგუფის ისტორია იწყება 1993 წლიდან, როდესაც ლოს-ანჯელესის ხმისჩამწერ სტუდიაში სრულიად შემთხვევით ერთმანეთს ორი ადამიანი შეხვდა, სერჟი და დარონი. მათ ერთმანეთი გაიცნეს და მალევე დაასკვნეს, რომ ორივეს ერთი წარმომავლობა ქონდათ. როდესაც გაირკვა რომ მათ ერთნაირი მუსიკალური გემოვნება ქონდათ გადაწყვიტეს რომ ახალი სომხური დიასპორა შეექმნათ. ვოკალისტი სერჟი იყო, გიტარისტი დარონი, ხოლო დრამერი ანდრანიკ ხაჩატუნიანი, ესეც აგრეთვე სომეხი. ჯგუფს კი SOIL დაარქვეს.

იმ დროს ჯგუფი ძალიან მოეწონა ვინმე შავო ოდაჯიანს, რომელიც ბანკში მუშაობდა და თავისუფალ დროს გიტარაზე უკრავდა. ჯგუფში იმ დროს უკვე იყო გიტარისტი და შავოს უნდოდა მათი მენეჯერი ყოფილიყო ან მათი პიარისათვის ემუშავა. 1995 წელს ჯგუფში უთანხმოება მოხდა, დრამერი წავიდა, მის ნაცვლად ჯონ დოლმაიანი მოვიდა, ხოლო შავო ბასისტი გახდა. ჯგუფს ორი ახალი წევრი შეემატა და გადაწყვიტეს სახელი შეეცვალათ. ჯგუფს System of a Down დაარქვეს. დარონმა დაწერა პოემა Victims of a Down, ამ სახელწოდებიდან გამომდინარე დაარქვეს ჯგუფს სახელიც, მაგრამ სერჟმა სიტყვა „Victim“ შეცვალა „System“ით.

user posted image

კარიერა:

ჯგუფის პირველი კონცერტი გაიმართა ლეგენდარულ კლუბში „Roxy“, ჰოლივუდში. შავო იხსენებს, რომ ამ კონცერტმა მათი ცხოვრება, როგორც მუსიკოსების, შეცვალა. „ორგანიზატორებმა მოგვცეს ერთი დიდი შეკვრა ბილეთები, რათა გაგვეყიდა, მაგრამ ჩვენ ორჯერ მეტი გავყიდეთ. ამის შემდეგ ჩვენ მოგვაქციეს ყურადღება ისეთმა ჯგუფებმა როგორებიცაა: Manhole, Human Waste Project და Engines Of Aggression“.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ New-Metal ჯგუფის პოპულარობაზე ჟურნალ-გაზეთებმაც მოახდინა გავლენა. ისინი წერდნენ ახალ ჯგუფზე, რომელიც „კლუბების ამფეტქებლად“ მოიხსენიებოდა. ჟურნალმა „Hits“ System of a Down წლის საუკეთესო ჯგუფად აღიარა.

ჯგუფი სცენაზე ყოველთვის ენერგიული იყო, მაყურებელიც იმუხტებოდა მათი ენერგიით. ერთხელ მათ კონცერთზე შემთხვევით მოხვდა რიკ რუბინი, რომელიც American Recordings-ის თავკაცია. კონცერტზე იგი მეგობარმა, გაი ოზერმა მიიყვანა, რომელიც Maverick Records-ის ბოსია. შავო იხსენებს, რომ იმ საღამოს ჯგუფით რუბინი აღფრთოვანდა. რიკ რუბინმა ჯგუფს კონტრაქტის გამოფრემა შესთავაზა, მაგრამ ჯგუფისგან უარი მიიღო. ჯგუფმა აგრეთვე სხვა კომპანიებს უთხრა უარი კონტრაქტზე. რიკი მაინც აგრძელებდა მათ კონცერტებზე სიარულს, როგორც ჩვეულებრივი ფანი, სერჟმა უთხრა მას, რომ კონტრაქტი სხვა კომპანიასტან გააფორმეს, მაგრამ რიკს ეს არ არელვებდა და იცდიდა, როდის გააფორმებდა ჯგუფი მასთან კონტრაქტს.

რიკ რუბინის მოლოდინმა გაამართლა, ძალიან მალე ჯგუფი American Recordings-ის ფრთის ქვეშ მოექცა. რიკი იყო ჯგუფის პირველი ალბომის „SYSTEM OF A DOWN“-ის პროდიუსერი. 1998 წელს ალბომი ჩაიწერა და მზად იყვნენ პუბლიკისათვის წარედგინათ.

არ შეიძლება არ აღინიშნოს ჯგუფის შესრულების მანერა სტილი, მთლიანობაში ეს როკია. ჯგუფის მუსიკა უნიკალირია თავის განხრაში. ჯგუფის მუსიკაში ჰარდროკიდან დაწყებული ჯაზიტ დამთავრებული თითქმის ყველა ელემენტი შეიმჩნევა. მათი მუსიკა მრავალფეროვანია. ცნობილია, რომ შავო და დარონი ბავშვობაში ჯგუფ Kiss-ის ფანები იყვნენ. სერჟი კლასიკურ როკს უსმენდა, როგორებიცაა: Billy Joel, Cgris de Burgh, Abba, Earth, Wind and Fire, Bee Gees და ა.შ. ჯგუფის პირველი ალბომი ძალზედ პოპულარული აღმოჩნდა. მაგრამ ალბომის ამ წარმატებას რეკლამებს უნდა უმადლოდნენ. ჯგუფი მალე პოპულარულიც გახდა, ისინი ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის კლუბებში ყოველთვის უკრავდნენ, პოპულარობაში ესეც დაეხმარათ. მელე მათ შესახებ მთელმა ამერიკამ შეიტყო. ცოტა ხანში კი ევროპაშიც პოპულარულები გახდნენ.

ჯგუფის სიმღერები განსაკუტრებულია, სიმღერებს სერჟი და დარონი წერენ. მათ დიდი ფანტაზიის უნარი გააჩნიათ. ისინი ძირითადად პოლიტიკური დატვირთვის მქონე ტექსტებს წერენ. სერჟი ამბობს, რომ ისინი მძიმე ჯგუფად მიიჩნევიან. მათ შეუძლიათ ნებისმიერ რამეზე იმღერონ, აგრეთვე სიყვარულზეც. ჯგუფის წევრებისათვის მთავარია თავისუფლება ეკლესიის ინტერესიბან გამომდინარე, ეს მათი ლირიკებიდანაც ჩანს.

user posted image

დისკოგრაფია:

System of a Down (1998)
Toxicity (2001)
Steal This Album! (2002)
Mezmerize (2005)
Hypnotize (2005)


user posted image

საინტერესო ცნობები:

ჯგუფის ყველა წევრი წარმოშობით სომხეთიდანაა, მაგრამ შავო ოდაჯიანის გარდა არავინ დაბადებულა თავის ისტორიულ ქვეყანაში. შავოს მშობლები კი დიდი ხნის წინ გადავიდნენ ამერიკაში სამუდამოდ საცხოვრებლად. სერჟ ტანკიანი და ჯონ დოლმაიანი კი საერთოდ, ლიბანში დაიბადნენ. მხოლოდ დარონ მალაკიანის მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ მათი შვილი ამერიკაში უნდა დაბადებულიყო.

რესურსები ინტერნეტში:

ოფიციალური საიტი

user posted image user posted imageuser posted image user posted image
Glorfindel
Leanaí ar nádúr


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14278
წევრი No.: 45442
რეგისტრ.: 1-November 07

გამოგზავნილია: 20 Oct 2011, 17:06  #27934289      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Alix

ყოჩაღ!

ჩემი ფავორიტი სიმღერა დავაფიქსიროთ = ))



--------------------
- the green man of the woods, who brings life to the dawning spring. You are the deer in rut, mighty Horned One, who roams the autumn woods, the hunter circling round the oak, the antlers of the wild stag, and the lifeblood that spills upon the ground each season. - To Cernunnos
Hypnotize
რა ვართ ადამიანნი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 231
წევრი No.: 119971
რეგისტრ.: 23-August 10

გამოგზავნილია: 20 Oct 2011, 19:43  #27936479      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
ახალ თემას გილოცავთ ძმებოოოოოო!





http://www.youtube.com/watch?v=_6q5qinAdQM&feature=feedf


ეს ისე მართალია თლად კაი ქავერი არაა მარა სასაცილოა biggrin.gif you want to დან პროსტა ტიპი რახმებს გამოცემს იკაიფეთ! biggrin.gif

პ.ს სკარსები და სერჟი რატო არ გაურიეთ ახალ თემაში spy.gif

This post has been edited by Hypnotize on 20 Oct 2011, 19:45


--------------------
All the broken glass reminds me home..

სულ გამოყლევდნენ..
melodyman/
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16978
წევრი No.: 122321
რეგისტრ.: 10-October 10

გამოგზავნილია: 20 Oct 2011, 19:47  #27936523      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მაგარი თემაა


QUOTE
ჩემი ფავორიტი სიმღერა დავაფიქსიროთ






--------------------
ვუყურებ ვთქვათ ამერიკულ ან ინგლისურ ფილმს და მამთქნარებს, ვუყურებ რუსულს და მითრევს, რატომ? © Xoshgeldi
Alix
Fictional character


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 44237
წევრი No.: 131210
რეგისტრ.: 12-May 11

გამოგზავნილია: 20 Oct 2011, 19:53  #27936613      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი


war.gif
akosta
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8238
წევრი No.: 120956
რეგისტრ.: 12-September 10

გამოგზავნილია: 20 Oct 2011, 22:42  #27939324      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Alix
საღოლ კარგათ გაგიფორმებია თემა biggrin.gif smile.gif wink.gif ......................................................
Alix
Fictional character


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 44237
წევრი No.: 131210
რეგისტრ.: 12-May 11

გამოგზავნილია: 20 Oct 2011, 22:47  #27939404      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE (akosta @ 20 Oct 2011, 22:42 )
Alix
საღოლ კარგათ გაგიფორმებია თემა biggrin.gif smile.gif wink.gif ......................................................

სპ დსმა, ეხლა იაქტიურეთ biggrin.gif
akosta
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8238
წევრი No.: 120956
რეგისტრ.: 12-September 10

გამოგზავნილია: 21 Oct 2011, 04:35  #27943370      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ავოოოოოოოეეეეეეეეეეეეე biggrin.gif .............
true_blood
#3Peat


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15773
წევრი No.: 126005
რეგისტრ.: 15-January 11

გამოგზავნილია: 21 Oct 2011, 11:15  #27944418      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ახალ ალბომზე არაფერია ხო ჯერ? მომიტევეთ ჩემი უვიცობა mo.gif

This post has been edited by true_blood on 21 Oct 2011, 11:15


--------------------
http://www.last.fm/user/trueee_blood
Alix
Fictional character


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 44237
წევრი No.: 131210
რეგისტრ.: 12-May 11

გამოგზავნილია: 21 Oct 2011, 14:30  #27946760      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE (true_blood @ 21 Oct 2011, 11:15 )
ახალ ალბომზე არაფერია ხო ჯერ? მომიტევეთ ჩემი უვიცობა mo.gif

მე როგორც ვიცი ჯერ-ჯერობით არაფერი... მეც მაინტერესებს და დაწერეთ დანმდვილებით ვინც იცით smile.gif
Alix
Fictional character


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 44237
წევრი No.: 131210
რეგისტრ.: 12-May 11

გამოგზავნილია: 24 Oct 2011, 20:16  #27996180      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი


user.gif
akosta
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8238
წევრი No.: 120956
რეგისტრ.: 12-September 10

გამოგზავნილია: 24 Oct 2011, 21:41  #27997417      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Alix
მახსოს პირველად რომ მოვუსმინე ჩოპ სუეის რადიოში გაუშვეს მაშინ სად იყო კომპი და მობილური biggrin.gif გაგოჟებული და შოკში ვიყავი არ ვიცოდი თU როგორ გამეგო რა ჯგუფია მერე ტელეში გაიჩითა ევრიალსი მაესტრო რომ იყო მაგაგ ცვეტში ხოდა მანდ ვნახე soad is სახელი biggrin.gif ..................
Alix
Fictional character


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 44237
წევრი No.: 131210
რეგისტრ.: 12-May 11

გამოგზავნილია: 24 Oct 2011, 21:43  #27997433      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE (akosta @ 24 Oct 2011, 21:41 )
Alix
მახსოს პირველად რომ მოვუსმინე ჩოპ სუეის რადიოში გაუშვეს მაშინ სად იყო კომპი და მობილური biggrin.gif გაგოჟებული და შოკში ვიყავი არ ვიცოდი თU როგორ გამეგო რა ჯგუფია მერე ტელეში გაიჩითა ევრიალსი მაესტრო რომ იყო მაგაგ ცვეტში ხოდა მანდ ვნახე soad is სახელი biggrin.gif ..................

აუ რა დრო იყო ისე user.gif love.gif
akosta
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8238
წევრი No.: 120956
რეგისტრ.: 12-September 10

გამოგზავნილია: 24 Oct 2011, 22:01  #27997700      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
აუ რა დრო იყო ისე

ჩვენთვის ძაან ცუდი systemebi კი მაგარს გრიალებდნენ მაგ დროს biggrin.gif

..........
Alix
Fictional character


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 44237
წევრი No.: 131210
რეგისტრ.: 12-May 11

გამოგზავნილია: 24 Oct 2011, 22:04  #27997753      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE (akosta @ 24 Oct 2011, 22:01 )
ჩვენთვის ძაან ცუდი systemebi კი მაგარს გრიალებდნენ მაგ დროს biggrin.gif

ეხლა კი პირიქითაა gigi.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (52) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0265 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]