ონლაინ სერვისები მაქვს საზღვარგარეთ ჩვენს თანამოქალაქეებთან და ხშირად ვერ ვრიგდები კლიენტებთან.
ხან ისინი არ მენდობიან (მესმის კიდეც მათი) ხან პირიქით თვითონ არ მიხდიან, ან ნაწილს მიხდიან, ან მახვეწნინებენ და იკარგებიან.
მოკლედ რისი გაკეთება შეიძლება რომ დაზღვეულად (ორივე მხარე თუ არა მე მაინც რომ დავიზღვიო თავი, რადგან რეალურად მე ვრისკავ) გავაგრძელო საქმე?
აქ გამოცდილი ხალხი პოსტავთ, იქნებ გქონდეთ რამე აზრები