#61311193 · 4 Jun 2024, 10:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
PAINKILLER
QUOTE | მე 1 მეტრიან ნერგებსაც სარზე ვაბამ, 2 მეტრიანი როგორ დატოვე ისე.... |
არ იცის ჩვენსკენ მასეთი ქარი. არასოდეს მიმიკრავს ნერგები სარებზე - ამ ბოლოს დავიწყე და ისიც უფრო თოვლის შიშით. წლეულსაც გაცილებით უფრო ძლიერი ქარი იყო რამდენჯერმე და იმას არ მოუტეხია.
QUOTE | შეიძლება, სცადე მაინც |
მგონი, არა აქვს აზრი და გადავჭრი მაინც... ფოთლები არაა მომჭკნარი, მაგრამ ეხლა რომც ავაკრა და შეხოტრცდეს, ის ადგილი ყოველთვის რისკი იქნება. გადავჭრი და დაველოდები, ისევ თუ ამოიყრის. da_to
QUOTE | ჩემი ეზო ამაზონის ჯუნგლებს გავს |
გინდა იხილო ნამდვილი ჯუნგლები? მაშინ მესტუმრე გურიაში. ოღონდ იჩქარე, სანამ სანახევროდ მაინც გამითიბია. ბალახის გადაწვენა ერთია, თუმცა ეგეც ცუდი საცელავია; კიდევ კარგი, სათანადო ცელის პირები მაქვს - ზებიდან დავუშვებ და აქუცმაცებს, მაგრამ მაყვალი და ეკალ-ბარდი კიდევ უფრო საშინელებაა. თან თოვლმა ხომ დააწვინა, უკვე წამოდგა ფეხზე და ზოგან ჩემზე მაღალია - ჯერ თხილები უნდა გავთიბო და მერე ეგეთი ადგილებია პირველი სამიზნე. არადა, ის ცელის პირი მაგასაც ძირიანად ფხეკავს და ზრდას აჩერებს. Master_NickQUOTE | გვიან კი არის მაგრამ მაინც უნდა შეწამლო. თუ რამე დაავადებები აქვს მცენარეს მაინც მოუხდება, შეწამლე ორჯერ 10 დღიანი ინტერვალებით. |
გუშინ შევწამლე და ერთს კიდევ შევასხურებ. მაგრამ აქეთ, დასავლეთში მიჭირს მაგ წამლების შოვნა - აქტელიკს და ნუტრივანტს ვერ ვშოულობ.
QUOTE | პროფესიის შეცვლაზე ვფიქრობ და ამ საქმეს სერიოზულად მინდა მოვკიდო ხელი. |
კარგი იდეაა. წარმატებები. პ.ს. წავედი ეხლა საცელავად. გუშინ ცელვისას 2 ვარდი მივაყოლე. თან რა ვარდები: სტაფილოსფერი მხვიარა სალიტა და თეთრი გერმანული შნივალცერი. თუმცა ამოიყრის ორივე.
--------------------
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი. "ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი. "ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".
|