პოლიტიკა
22.05.2020 / 00:25აა
მაიკ პომპეო - რუსეთმა უარი თქვა, დაეშვა სადამკვირვებლო ფრენები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, რითაც ცდილობდა, ყალბი პრეტენზია განეცხადებინა, რომ ეს ტერიტორიები დამოუკიდებელი სახელმწიფოებია
რუსეთმა უარი თქვა, დაეშვა სადამკვირვებლო ფრენები რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან, აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან" თავისი საზღვრის გასწვრივ 10-კილომენტრიანი კორიდორის ფარგლებში, და ამგვარად ცდილობდა, ყალბი პრეტენზია განეცხადებინა იმის შესახებ, რომ ეს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც „ღია ცის შეთანხმებიდან“ აშშ-ის გასვლის გადაწყვეტილებას ეხება.
მაიკ პომპეოს განცხადებით, ხვალ ამერიკის შეერთებული შტატები „ღია ცის შეთანხმებას“ დეპოზიტარებს და ყველა მონაწილე სახელმწიფოს ოფიციალურად შეატყობინებს შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილების შესახებ და 6 თვის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები შეთანხმების მონაწილე მხარე აღარ იქნება.
“რუსეთი ხელშეკრულებას წლების განმავლობაში აშკარად და მუდმივად არღვევდა სხვადასხვა გზით. მიუხედავად იმისა, რომ ღია ცის ხელშეკრულება ნდობის აღდგენისკენ ისწრაფვოდა, რუსეთი მუდმივად ისე იქცეოდა, თითქოს თავისუფლად შეეძლო საკუთარი ვალდებულებებს გამოთიშვოდა და სურვილისამებრ, უკანონოდ უარყოფდა ან ზღუდავდა „ღია ცის“ სადამკვირვებლო ფრენებს, როდესაც მოესურვებოდა. რუსეთმა უარი თქვა, დაეშვა სადამკვირვებლო ფრენები რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თავისი საზღვრის გასწვრივ 10-კილომენტრიან კორიდორში, და ამგვარად ცდილობდა, ყალბი პრეტენზია განეცხადებინა იმის შესახებ, რომ ეს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელი სახელმწიფოებია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეთანხმების სხვა დარღვევებს შორის, პომპეო ასახელებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში საწვავის გამართვის მიზნით აეროდრომის მოწყობას, ასევე კალინინგრადის თავზე სადამკვირვებლო ფრენების შეზღუდვას.
მაიკ პომპეო არ გამორიცხავს, რომ ამერიკულმა მხარემ შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილებას გადახედოს, თუ რუსეთი მისი პირობების სრულ შესრულებას დაუბრუნდება.
„ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი მრავალი მოკავშირე და პარტნიორი ევროპაში ჯერ კიდევ ღირებულად მიიჩნევენ ხელშეკრულებას და მადლობას ვუხდით იმ უკუკავშირისთვის, რომელიც მათ ამ კითხვების განხილვის დროს შემოგვთავაზეს და რომ არა მათ მიერ ხელშეკრულებისთვის მინიჭებული ეს მნიშვნელობა, ჩვენ, ალბათ, მას დიდი ხნის წინ დავტოვებდით.
თუმცა ჩვენ ვერ დავრჩებით იარაღზე კონტროლის ისეთ შეთანხმებებში, რომლებსაც სხვა მხარე არღვევს და რომლებიც აქტიურად გამოიყენება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების ძირის გამოსათხრელად და არა მის მხარდასაჭერად. როგორც უკვე აღვნიშნეთ, შესაძლოა, მოვისურვოთ ამ გადაწყვეტილების გადახედვა, თუ რუსეთი აჩვენებს, რომ ნდობის გამყარების შესახებ შეთანხმების სრულად შესრულებას დაუბრუნდა, თუმცა კრემლის კურსის ამგვარი ცვლილების გარეშე, ჩვენი გზა ექვს თვეში შეთანხმების დატოვებით დასრულდება“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

НАТО экстренно собирается из-за решения Трампа
00:29
В пятницу состоится экстренное заседание Совета НАТО в связи с решением США выйти из Договора по открытому небу, сообщил альянс.
Заседание пройдет на уровне послов. Источник ТАСС сказал, что участники заседания обсудят «последствия этого решения для европейской и евроатлантической безопасности и режима контроля над обычными вооружениями».
Информацию также подтвердил источник Agence France-Presse.
О выходе из договора объявил президент США Дональд Трамп в четверг, решение вступит в силу через шесть месяцев начиная с 22 мая. При этом американский лидер допустил заключение нового соглашения.
22.05.2020 / 06:05აა
ლეონიდ სლუცკი - რუსეთი აშშ-ის მიერ „ღია ცის შეთანხმების“ დატოვების ფაქტზე რეაგირებას მოახდენს
რუსეთი აპირებს აშშ-ის მიერ „ღია ცის შეთანხმების“ დატოვების ფაქტზე რეაგირება მოახდინოს და გადაწყვეტილების მიღებისას მოსკოვი ეროვნული ინტერესებით იხელმძღვანელებს, - ამის შესახებ რუსეთის სახლწიფო დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა.
მან ვაშინგტონის გადაწყვეტილებას საზიანო უწოდა და აღნიშნა, რომ ამან შესაძლოა ევროპის კონტინენტზე სამხედრო უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენოს.
“შაბლონები იგივეა: ღია ცის ხელშეკრულების დებულებების დარღვევისთვის რუსეთის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები”, - განაცხადა საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, რუსეთს, აშშ-სგან განსხვავებით, შეთანხმება არასდროს დაურღვევია.
„აშშ-სგან განსხვავებით რუსეთს შეთანხმება არასდროს დაურღვევია. ხელშეკრულების „დამატებული ღირებულება“ დამოკიდებული იქნება იმ რეაგირებაზე, რასაც აშშ-ის ქმედებაზე მისი ევროპელი მოკავშირეები განახორციელებენ, რომლებიც ნატოს წევრებია არიან,“ - აღნიშნა ლეონიდ სლუცკიმ.
შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ-მ „ღია ცის შეთანხმებიდან“ გასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ამის მიზეზად მან რუსეთის მიერ ხელშეკრულების გარკვეული პუნქტების პერმანენტული დარღვევა დაასახელა.
იმედია ქოცბედოვლათი რეჟიმის მესვეურები(პრემიერი-პრეზიდენტი) განცხადებებით მაინც გამოეხმაურებიან ამ გადაწყვეტილებას და ღორუსეთის არ შეეშინდებათ
This post has been edited by kardinali100 on 22 May 2020, 09:13