BuTroSS_buTroSS_GaLI
მგეზავი
ჯგუფი: Members
წერილები: 10000
წევრი No.: 88738
რეგისტრ.: 13-April 09
|
#60888920 · 10 Dec 2023, 07:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ხვიჩინიო არის ქართული ფეხბურთი.
აი ნაღდი, ქართული ნედლი ფეხბურთი. რომელსაც ვუსურვებ რომ არ დარჩეს მხოლოდ ნედლ ტალანტად, არამედ იმუშავოს თავის თავზე და თავის გულშემატკივრებთან და მოკავშირეებთან ერთად თავისი თავის საუკეთესო ვერსია გამოძერწოს.
ეხლა რაც შეეხება თვითონ მას, ჩემთვის როგორც გულშემატკივრისთვის
ის არის 90-2000 იანების ფეხბურთელი, ცოტა ძველ მოდური, ოღონდ კარგი და ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით ძველმოდური. ერთხელ გია გორგოძემ იხმარა ეს ტერმინი ხამეს როდრიგესზე, "ძველმოდურად" კარგიო.
ანუ მარტივად რომ ვთქვა ხვიჩა ჩემთვის არის ბეემვე პიტსოტი, 93 წლის, რომელიც მირჩევნია 2017 წლის ჰიუნდაი სონატას, ან კია რაღაცას.
იმიტომ რომ ჩემთვის, ფეხბურთის საუკეთესო ეპოქა 90-2000 იანებია, თითქოს ამ ეპოქაში შეკავშირდა წარსულის ჰაეროვნება და მომავლის პრაგმატიზმი და ძალისმიერება.
ყველა ეპოქაში ფეხბურთი სხვადასხვანაირი იყო. რომ ვუყურებ მაგალითად 70 იანების კოლაჟებს, მგონია რომ ბურთს კი არა ბადბინტონის ბურთს თუ რაც ქვია აწოდებენ ერთმანეთს ან ურტყამენ მოწინააღდმეგე მხარის მიმართულებით, ისეთი ჰაეროვანია მაშინდელი ფეხბურთი.
ახლანდელი ფეხბურთი ძალისმიერია, აფრიკულმა ვაიბებმა გადალეკა საფრანგეთი, ინგლისი, გერმანია, როგორც ჩემპიონატების ისე სანაკრებო დონეებზე. სისხარტე, სისწრაფე, ძალისმიერი და ფიზიკური კონდიციები... ეს არის ის მთავრი კომპონენტები რასაც ექცევა ყველაზე დიდი ყურადღება და აქედან გამომდინარე ტაქტიკაც ამ მოთხოვნებს მოერგო.
ხვიჩა, უფრო რომანტიული, სივრცული დრამატურგიის მოთამაშეა, და მე მაგალითად ზოგჯერ ვუფიქრდები ხოლმე, რომ ხომ არ ჯობია ზოგჯერ თამაშებს ცალკე ჟიური დაემატოს ხოლმე, რომელიც ასეთი მოთამაშეების ფინტებს, დრიბლინგებს, მოქმედებებს, ცალკე აღნიშნავს და ცალკე მიათვლის გუნდებს როგორც კრედიტებს. ეს ნუ ნახევრად ხუმრობით. იმიტომ რომ მარტო გოლის გატანად და სამი ქულის აღებად იქცა ფეხბურთი და არა იმ დრამატურგიად რასაც მაგალითად არგენტინის მენოტი ამბობდა ხოლმე, მეო თამაშზე 3-0 ით მოსაგებად გამოვდიოდიო, ანუ თამაშის შესაქმნელად და პერფორმანსის მოსაწყობად. მოკლედ როგორც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა გული გვწყდებოდეს, ეს ყველაფერი წარსულში დარჩა და დღეს მთავარი შედეგი და ანგარიშია და არა დრიბლინგით და ფინტებით დადებული პერფორმანსი, რასაც აუცილებლად მოყვებოდა ამ ყველაფრის საუკეთესოდ შემსრულებელი გუნდის გამარჯვება.
მაურინიომ მოახდინა ის რევოლუცია და შემდეგ პეპმა შემოგვთავაზა ის დრამატურგია რაც დღეს გვაქ, რაშიც შეიძლება რომანტიკოსები ყოველთვის ვერ ეწერებოდნენ და შესაბამისად ხვიჩასაც და ჩვენს მეორე უსაყვარლეს და უნიჭიერეს ლომს, ჩაკვესაც უჭირდეს მორგება. ეს ქართველებზე რომ ვთქვათ, და არა სხვა ასეთ ტალანტებზე, რომლებიც ასეთი გამოწვევის წინაშე შეიძლება დადგნენ.
ყველამ იცით ფილმი "სამურაი" სადაც ასეთი სცენაა, სამურაებს, ტყვიამფრქვეით ცხრილავენ საიმპერატორო ჯარები, ანუ ასე ვთქვათ უფრო განვითარებულები ტექნოლოგიურად, მაგრამ მაყურებლის სიმპატია, აი იმ ძველი, ტრადიციული რომანტიკოსი სამურაებისკენ იხრება და არა ამ უფრო განვითარებული "ახალი იაპონელებისკენ"..
მე მგონია რომ ასევეა, ხვიჩას შემთხვევაშიც, უფრო სწორად შარშან, მის საუკეთესო პერიოდში ასე იყო და ამ სიამოვნებას გვანიჭებდა, არ მინდა რომ ისეთ გამოწვევებს შეეჭიდოს, რასაც ვერ დაძლევს. ანუ მან შეიძლება ფიზიკურად ვერ დათრგუნოს გნაბრი, სანე, დოკუ, საკა, სტერლინგი, რავიცი სხვა აფრიკელი და სხვა ფიზიკური კონსტიტუციის მქონე მოთამაშეები, აფრიკელები, მაგრამ ისეთ კომპონენტში აჯობოს, რასაც ესენი ვერ გააკეთებენ...
ანუ მან თავისი იდენტობა არ უნდა დაკარგოს და გააჩნდეს ის სილაღე რაც ბუნებრივად გააჩნია, იმიტომ რომ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია, შეიძლება აი ის ძველი, მივიწყებული რომანტიული ფეხბურთის წინ წამოწევის საჭიროება გახდეს საჭირო, თანამედროვე ფეხბურთში რაც მას ბუნებრივად გააჩნია ( და არა მარტო მას, ეს არის ქართული ფეხბურთი, რომელსაც ის დღეს ყველაზე მეტად განასახიერებს, ჩაკვესთან ერთად). ანუ არ უნდა გადაერთოს ჰიუნდაი ელანტრაზე, დარჩეს ბეემვე პიტსოტი, რადგან ეს უკანასკნელი, კარგა ხნის დავიწყებული, შეიძლება ისევ გახდეს საჭირო მსოფლიო არენაზე ; )) * * * ეხლა სანამ ვინმე იტრიგანი თავს დამესმხება, გავიმეორებ რაც თავში ვთქვი, რომ რა თქმა უნდა თავის თავზე უნდა იმუშაოს და გამოიმუშაოს დამატებითი უნარები, რაზეა ლაპარაკი, მაგრამ ის ჰაეროვნება, რაც მას გააჩნია, აი ბურთის ისე, მინიმალურად ფეხის წარტყმა რაც მოწინააღმდეგეს თიშავს, აუვნებელყოფს, ეს არ უნდა დაკარგოს და არ უნდა გადაცვალოს. დღევანდელი ფეხბურთი არის ფეხში ბურთის ტარება, და ამას აქვს ის უნარი, რომ ბურთს ისე მინიმალურად შეეხოს და წაარტყას საჭირო კუთხით და ისე შეეხოს, რომ მოწინააღდმეგე ააყირაოს, ეს სხვებს ნაკლებად შეუძლიათ, ინტელექტიდან გამომდინარე. ეს უფრო ძველებური ფეხბურთის ფიშკაა, როცა მეტი თავისუფალი სივრცეები ეხსნებოდათ შემტევებს.
This post has been edited by BuTroSS_buTroSS_GaLI on 10 Dec 2023, 08:15
--------------------
This is Mirza Papuna Davitaia the best Georgian ever born. (C) Renny Harlin
|