ზოგადი მიმოხილვაOne Piece, ამავე სახელწოდების მანგაზე (იაპონური კომიქსი) დაფუძნებული ანიმეა, რომელიც საქართველოში არც თუ ისე პოპულარულია, თუმცა მსოფლიოში და განსაკუთრებით იაპონიაში რეკორდული პოპულარობით სარგებლობს.
One Piece მანგა პირველად შონენ ჯამპში 1997 წლის 4 აგვისტოს გამოვიდა, ხოლო ანიმეს პირველი ეპიზოდი 1999-ში. (შესაბამისად თავიდან ანიმაციის დაბალი დონე უნდა მიუტევოთ)
სიუჟეტიOne Piece-ს სიუჟეტი მანკი დი. ლუფის ისტორიას მიჰყვება, რომელსაც განძრახული აქვს მსოფლიოს ყველაზე შემზარავი ზღვა, Grand Line დაიბყროს , მეკობრეების მეფის ტიტული მიიღოს და იპოვოს ლეგენდარული საგანძური სახელად One Piece.
ლეგენდის თანახმად, უკანასკნელმა (და ერთად-ერთმა) მეკობრეთა მეფემ, „ოქროს როჯერმა“ (Gold Roger aka Gol D. Roger) მსოფლიოს უდიდესი საგანძური მოიპოვა. როდესაც როჯერს სიკვდილით სჯიდნენ, მან საკუთარი უკანასკნელი სიტყვებით დაადასტურა One Piece-ს არსებობა და მის ადგილმდებარეობაზე მიანიშნა (სავარაუდოდ გრანდ ლაინის უკანასკნელი კუნძული - რაფტელი), რამაც დიდ მეკობრეთა ეპოქას ჩაუყარა საფუძველი.
მთავარი პერსონაჟი კი 17 წლის ასაკში საკუთარი სახლიდან მიდის და მეკობრე ხდება. ის კრიბავს ეკიპაჟს (crew), რომლის წევრებსაც საკუთარი თავგადასავლის დროს პოულობს.
სამყაროI. გეოგრაფიულ/პოლიტიკურად:ნაწარმოებს არანორმალურად დიდი და არანორმალურად კრეატიული, მრავალფეროვანი სამყარო აქვს. One Piece-ს სამყაროში 4 ოკეანე (East Blue, West Blue, North Blue & South Blue) და ლეგენდარული ზღვა, Grand Line (რომელიც თავისთავად ორნაწილად, First Half და New World-ად იყოფა) არის. სამყაროს 2 ნაწილად ე.წ „წითელი ხაზი“ (Red Line) ჰყოფს. თითოეულ ზღვაში უამრავი კუნძულია, რომლებსაც განსხვავებული პოლიტიკური სიტუაცია, ისტორია, კულტურა, ხელოვნება და.ა.შ აქვთ (მართლაც, თითოეულ კუნძულს უამრავი ისეთი რამ ახასიათებს, რაც არცერთ სხვას, ნაწარმოების არანორმალური კრეატიულობაც აქედან მოდის).
ქვეყნების უმრავლესობა არის „მსოფლიო ხელისფლების“ (World Government) წევრი და მისი იურისდიქციის ქვეშ ექცევა. თუმცა არიან ქვეყნები რომლებიც ამ ორგანიზაციის წევრობაზე უარს აცხადებენ და საშინელ პირობებში ცხოვრობენ.
თავისთავად „მსოფლიო ხელისუფლება“-საც ჰყავს დამფუძნებლები და მმართველები, მათი შემქმნელების შთამომავლები არიან „ციური დრაკონები“ (Celestial Dragons) რომლებიც პრაქტიკულად მეფური პრივილეგიებით სარგებლობენ. ჩვენი ამჟამინდელი ინფორმაციით მმართველ ჯგუფს „გოროსეი“ (Gorosei) ეწოდება და ის რამდენიმე ადამიანისგან არის დაკომპლექტებული. თუმცა მათი ვინაობა და შესაძლობებები ჩვენთვის ჯერ-ჯერობით უცნობია. დანარჩენ სამყაროში არის ჩვეულებრივი აზნაურული სისტემა. სადაც არიან ბუნებრივია აზნაურები და მაღალი სტატუს მქონე ადამიანები (Nobleman) და გლეხები. ეს სისტემა და მისი სირთულეებიც ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი ნაწილია.
ალბათ ამაზე მეტის გასაგებად, თვითონ სერიალი უნდა ნახოთ. მთავარი პერსონაჟი, წარმოშობით East Blue-დან არის (როგორც ასეთი, მეკობრეების გადმოსახედიდან ყველაზე სუსტი ოკეანე, ხოლო მთავრობის გადმოსახედიდან ყველაზე უსაფრთხო).
სამყაროში არსებული უდიდესი ძალებიუნდა გავითვალისწნოთ რომ ნაწარმოებში უამრავი გავლენიანი ორგანიზაცია/დაჯგუფებაა, რომელიც ერთმანეთს უპირისპირდება და ერთმანეთის ძალას აბალანსებს! მაშ ასე, დავიწყოთ ძირითადების გარჩევა

1. ფლოტი, საზღვაო ქვეითი ჯარი (Marines)
ფლოტი საკმაოდ დიდია, მისი პატარა ნაწილები არაერთ ადგილას გვხვდება, მათ აქვთ ბაზები, დისლოკაციის ადგილები, ჩვეულებრივი იერარქია (ქვეითიდან, ადმირალამდე), სურათზე კი სწორედ 3 ადმირალია გამოსახული (რომლებიც მხოლოდ ერთ ადამიანს, ფლოტის ადმირალ, სენგოკუს ემორჩილებიან).
მათი ძალა არანორმალურად დიდია.
მიუხედავად იმისა რომ ეს ორგანიზაცია თითქოს „კარგი“ ხალხით უნდა იყოს დაკომპლექტებული, ისინი არაერთხელ არიან შემჩნეულნი სისატიკეში, კორუფციაში, ვანდალიზმში და.ა.შ
მათი ძირითადი ფუნქცია ბუნებრივია ზღვების და ოკეაანების დაცვა და მეკობრეებისგან გაწმენდა არის.

2. ზღვის შვიდი სარდალი (Seven Warlords aka Shichibukai)
ეს უცნაური პოზიცია ხელისუფლების მიერ არის შექმნილი. ეს არის 7 გამორჩეული ძალის მეკობრე, რომელიც მთავრობასთან შეთანხემულია. მათზე და მათი ეკიპაჟის წევრებზე არ არის გამოცხადებული ძებნა. ეს ადამიანები გამორჩეული ძალაუფლების სარგებლობენ და თითქმის ყოველთვის იმყოფებიან Grand Line-ს ტერიტორიაზე (მხოლოდ 1ხელ ვნახეთ ერთ-ერთის გადმოსვლა East Blue-ში, ისიც რამდენიმე დღით).
ისინი რეალურად მაინც ეწევიან თავის საქმიანობას როგორც მეკობრეები, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში, მაგ:ომის პირობებში, ისინი ვალდებულნი არიან მთავრობასთან ალიანსში შევიდნენ.

3. ახალი სამყაროს ოთხი იმპერატორი (Four Emperors of New World aka Yonkou)
ახალი სამყაროს დაბყრობა, გამეფებას ნიშნავს და ბუნებრივია ამისი ბევრი მსურველი არსებობს. მიუხედავად ამისა არის 4 მეკობრე რომელიც ახალ სმაყაროში კუნძულებზე ძალაუფლებას ინაწილებს (მათ ეკიპაჟების გარდა უამრავი მოკავშირეები ჰყავთ და მათი საქმიანობა სინდიკატისას წააგავს). ამ სურათში ლეგენდარული ვიცე-ადმირალი გარპი ყვება 4 იმპერატორის შესახებ, რომლებიც ფონზე შეგიძლიათ დაინახოთ. ის ხსნის რომ ფლოტი და შვიდი სარდალი სწორედ იმისათვის არსებობს რომ ამ ოთხი მეკობრის საქმიანობა გააკონტროლოს.
(მათ შორის ერთ-ერთი კი არის ლეგენდარული „თეთრწვერა“, რომელიც ერთად-ერთი მეკობრე იყო რომელიც მეკობრეთა მეფეს თანაბარ დონეზე ებრძოლებლობა. ის მსოფლიოს უძლიერესი ადამიანია)

4. რევოლუციური არმია
ამ ყველაფრის ფონზე, სამყაროში არსებობს მეოთხე უდიდესი ძალა, რევოლუციური არმია, რომელიც ცდილობს რომ მსოფლიო ხელისუფლება დაამხოს. ამ ძალაზე ჩვენ ყველაზე ნაკლები ვიცით. ვიცით რომ მისი მეთაური არის მისტიური პერსონაჟი, ალბათ ფანთა შორის ყველაზე მეტი თეორიის ობიექტი - დრაგონი (Dragon). ის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ძებნილია. მათ ჯერ ანიმეში დიდი როლი არ უთამაშიათ, თუმცა ისინი მუდმივად ცდილობენ პატარა ქვეყნებში ხელიფულებები დაამხონ და ისინი ცენტრალურ ხელისუფლებას მოაცილონ.

ასევე ჩვენ ალბათ ვერ მოვიაზრებთ მათ „ძალად“ რადგან ისინი ერთად არ არიან, მაგრამ არსებობს მეხუთე „კლუბი“. ესენი არიან „სუპერნოვები“. 11 ახალი თაობის მეკობრე რომელის თავზეც 100 მილიონზე მეტია გამოცხადებული. ისინი ერთმანეთს უმეტესად იცნობენ და მათ ერთ „თაობად“ მოიაზრებენ. ითვლება რომ თეორიულად ისინი ჩაანაცვლებენ უახლოეს ეპოქაში წინა თაობას და ახალ დიდ ძალად იქცევიან. თუმცა მათ შორის ალიანსების ჩამოყალიბება ისტორიაში მოგვიანებით იწყება და ისინი ჯერ რაიმე საერთო ძალად არ მოიაზრებიან.
საინტერესო ფაქტები*ფულის ერთეული One Piece-ს სამყაროში არის „ბერი“ (ასევე ამბობენ „ბელი“-ს)
*სამყაროში არის გავრცელებული „ეშმაკის ხილი“ (Devils Fruit), რომელიც მის დამგემოვნებელს განსაკუთრებულ ძალებს აძლევს (მათ შორის მთავარ პერსონაჟს), თუმცა ერთი მინუსი არის ის რომ „ეშმაკის ხილის მომხმარებლები“ (Devil Fruit Eaters) ცურვის უნარს კარგავენ, ეს კი ოკეანეში შეიძლება პრობლემა გახდეს.
*ლუფი თავიდან ამბობს რომ 12-მდე წევრი უნდა ეკიპაჟში (ჯერ-ჯერობით 9 ჰყავს)
*ნაწარმოების ძალიან ბევრ პერსონაჟს აქვს დამახასიათებელი, სხვებისგან გამორჩეული სიცილის მანერა
*თითოეულ მეკობრეთა ეკიპაჟს (Pirate Crew) აქვს საკუთარი გამორჩეული დროშა (ე.წ Jolly Roger).
ფილერებისერიალში არის ბევრი "ფილერი" - ვინაიდან მანგაც და ანიმეც მიმდინარეა, ხოლო ანიმეს 1 ეპიზოდი, დაახლოებით 2 მანგას უდრის, ჩნდება საჭიროება ანიმეში "მოგონილი" ეპიზოდების ჩამატებისა, იმისათვის რომ მანგას არ დაეწიოს, ამ ეპიზოდებს ისტორიასთან კავშირი არ აქვთ, შესაბამისად შეგიძლიათ ისინი უბრალოდ გამოტოვოთ, ეს არის სია:
50,51, 54-60, 93,98,99,101,102, 131-143, 196-206, 213-216, 220-226, 279-283, 317-319, 326-336, 382-384, 406-7, 426-429, 453-458, 492, 497-499, 506, 542, 575-578
426-429 - ეს მეათე "ფილმთან" კავშირში, თუმცა მთავარ ისტორიის ხაზს არ მიჰყვება
ციტატები„I'll do whatever you cannot do. And you do whatever I cannot do!!!“
-Part of Sanji's speech to Usopp
„On our journey across the islands, all of us became stronger without even noticing„
-Part of Zoro's speech to Nami and Chopper about Usopp
„People don’t fear god, fear itslef is god“
– Enel
“Even if armed with hundreds of weapons… there are times when you just can’t beat a man with a spear of conviction in his gut”
“A Sword that can cut anything is not a sword.
A Sword that can cut nothing can cut anything.”
-Koshiro, Roronoa Zoro’s teacher
ტრეილერი (სუპერ Spoiler Heavy, მოერიდეთ თუ უყურებთ უკვე)
წინა თემის ტოპ მპოსტავებიერეკლე! 366
filth 270
GiGlema_ 261
RINO 194
დავითა 81
Demetrius 63
vaxushtii 43
Shinigami 34
mamulika 27
edsel 22
batigoal 15
Roy M 14
ბმულებიანიმე:
One Piece Anime Online (ონლაინ, ორიგინალი ხმა, ინგლისური სუბტიტრები)
მანგა:
One Piece - MangaReader (ონლაინში)
MangaStream (აქ იშლება რამდენიმე ახალი თავის შემდეგ, თუმცა საუკეთესო თარგმანია)
წინა თემის ბმული one piece (post #24898377)P.S: ეს რას მოვესწარი, მეორე ნაწილი
This post has been edited by ერეკლე! on 20 Feb 2013, 20:02