forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (61) « პირველი ... 57 58 [59] 60 61   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ქართული ენის სახელოსნო ჟურნალისტებისთვის II, გასატეხი არაფერია, სწავლა ხომ სიბერემდეა
ninicool
წნევიანი იეღოველი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13118
წევრი No.: 119119
რეგისტრ.: 3-August 10

გამოგზავნილია: 10 Nov 2018, 18:00  #53754879      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Geronti
QUOTE
ეს მაცნეს საიტი ხომ არ დაჰაკეს? დოკუმენტებს არ მაჩვენებს.

სხვადასხვა დაწესებულებების დებულებები არის ფასიანი, დანარჩენი ყველაფერი უფასოა, ძირითადად. არის მაცნეზე? არც მიძებნია.

ჩემი ნათარგმნი დებულება ვიყიდე ერთხელ, არ მაჩვენა უფასოდ, ცოცხალი თავით ))))) (თუ თარგმანს ეძებ)

და კიდევ, როცა შეტანილი ცვლილებები არაა ჯერ ნათარგმნი, არ აჩვენებს ხოლმე. ძველი ვერსია უნდა აირჩიო, იქვეა ჩამოსაშლელი და ბოლო ნათარგმნ ვერსიას ამოგიგდებს.

This post has been edited by ninicool on 10 Nov 2018, 18:02


--------------------
რასაც ფორუმზე ვწერ, ყველაფერი გულთან ნუ მიგაქვთ.
Geronti
License to Drill


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24721
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05

გამოგზავნილია: 10 Nov 2018, 23:45  #53757222      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ninicool
არა, ეტყობა რაღაც ჭედავდა, არ მუშაობდა საიტი. ახლა ჩართულია. ის ფიზიკური ნორმატივების დებულებაც გამოიტანა.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/3454842?publication=0

This post has been edited by Geronti on 10 Nov 2018, 23:49


--------------------
ეს საიტი გინახავთ? http://gmirebi.ge/
Geronti
License to Drill


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24721
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05

გამოგზავნილია: 16 Nov 2018, 12:33  #53786303      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ინგლისურენოვანი დასახელებების დამახინჯების მორიგი მაგალითები.

ქალაქ პერედაიზის ნაცვლად ფერედაისი წერია:

გადამწვარი "სამოთხე" - როგორია განადგურებული ამერიკული ქალაქი ფერედაისი
https://www.palitravideo.ge/yvela-video/mso...-feredaisi.html


კამპეინის ნაცვლად - ქამფეინი, პორტფოლიოს ნაცვლად - პორთფოლიო.

დემნა გვასალია - პირველი დიზაინერი, რომელმაც გრაფიკული ხელოვნება და მოდა ერთ ვიდეოში გააერთიანა
https://www.beaumonde.ge/index.php/moda/str...enciaganewvideo

გაზაფხულის კოლექციის "ქამფეინ" ვიდეოები დემნას პორთფოლიოში მორიგ წარმატებულ ექსპერიმენტად ჩაიწერება

vis.gif
llev
შტემბერი


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 332
წევრი No.: 246370
რეგისტრ.: 31-October 18

გამოგზავნილია: 28 Dec 2018, 23:37  #53996126      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძვირფასო ჟურნალისტებო, რომელ უნივერსიტეტს ურჩევდით ჟურნალისტიკის შესწავლით დაინტერესებულ ადამიანს? ცხადია მე თავადაც მოვძებნი, მაგრამ თუ ზოგად ორიენტირს მომცემთ, დამავალებთ.

რომელ უნივერსიტეტებს აქვთ კარგი და რეალობასთან შესაბამისობაში მყოფი ჟურნალისტიკის პროგრამები?



--------------------
საკონსტიტუციო სასამართლო ჩარჩოებში უნდა მოვაქციოთ (c) კონსტიტუციონალისტი ჩიპოლინო
mindo90
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 292
წევრი No.: 245756
რეგისტრ.: 1-October 18

გამოგზავნილია: 28 Jan 2019, 10:21  #54135115      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჟურნალისტები მეოთხე ხელისუფლებააა.მათი გავლენა საზოგადოებაზე ბევრი ადამინიანის აზროვნებას ცვლის....ზოგს უკეთესობისკებს ზოგს კი უარესობისკენ....პოლიტიკურ შეხედულებენთან დაკავშირებით
Geronti
License to Drill


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24721
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05

გამოგზავნილია: 23 Feb 2019, 17:05  #54268687      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
llev
QUOTE
ძვირფასო ჟურნალისტებო

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ამ თემაში ჟურნალისტები ნაკლებად შემოდიოდნენ. თქვენი კითხვის პასუხად დუმილიც ამის დასტური მგონია.

This post has been edited by Geronti on 23 Feb 2019, 17:07
ტანკე
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 66469
წევრი No.: 12696
რეგისტრ.: 10-September 05

გამოგზავნილია: 23 Feb 2019, 18:52  #54269115      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარკვიეთ:

1. თავის ტვინის ნეირონები მონაწილეობენ/მონაწილეობს
2. წამლები არ მოქმედებს/მოქმედებენ ეპილეპტოგენეზის მექანიზმებსა/მექანიზმებზე და თავის ტვინის თანმხლებ დაზიანებაზე

სწორი რომლებია?


--------------------
On ne peut pas faire d'omelette sans casser des oeufs
ninicool
წნევიანი იეღოველი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13118
წევრი No.: 119119
რეგისტრ.: 3-August 10

გამოგზავნილია: 24 Feb 2019, 19:16  #54273395      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ტანკე
უსულო საგნებს მხოლობით რიცხვში შეესაბამება შემასმენელი.
მეც მაინტერესებდა, ბოლოს დავგუგლე, პასუხი რომ არ დაიწერა ))))

იხ. ბმული http://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/wign...era_tavi-10.htm

მე ასე დავწერდი

1. თავის ტვინის ნეირონები მონაწილეობს
2. წამლები არ მოქმედებს ეპილეპტოგენეზის მექანიზმებსა და თავის ტვინის თანმხლებ დაზიანებაზე
ტანკე
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 66469
წევრი No.: 12696
რეგისტრ.: 10-September 05

გამოგზავნილია: 25 Feb 2019, 03:41  #54275977      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ninicool
ძალიან დიდი მადლობა smile.gif

ანუ თუ გაპიროვნება არ ხდება, მაშინ შემასმენელიც მხოლობითში უნდა იყოს.
საქმე ისაა, რომ ნეირონები მაგ შემთხვევაში გაპიროვნებული არაა? ანუ თავისით მოქმედებენ, თან ცოცხლები არიან. წამლები მოქმედებს - კიდევ მესმის, რადგან უსულოა წამალი,მაგრამ ნეირონზე არ ვარ მაინც დარწმუნებული (ცოცხალი უჯრედია)

პლანეტები ანათებენ და პლანეტები ანათებს - ორივე შეიძლება, კონტექსტს გააჩნია, ხომ?
Geronti
License to Drill


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24721
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05

გამოგზავნილია: 25 Feb 2019, 14:15  #54277402      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ტანკე
QUOTE
საქმე ისაა, რომ ნეირონები მაგ შემთხვევაში გაპიროვნებული არაა? ანუ თავისით მოქმედებენ, თან ცოცხლები არიან. წამლები მოქმედებს - კიდევ მესმის, რადგან უსულოა წამალი,მაგრამ ნეირონზე არ ვარ მაინც დარწმუნებული (ცოცხალი უჯრედია)
პლანეტები ანათებენ და პლანეტები ანათებს - ორივე შეიძლება, კონტექსტს გააჩნია, ხომ?

დიახ, ზოგჯერ გაპიროვნება ტექსტის ავტორის არჩევანია. მაგალითად, შესაძლოა სხვისთვის ნეირონი უსულო ქვემდებარეა, მაგრამ ავტორი გააპიროვნებს და ამაში ჩანს მისი დამოკიდებულება საგნისადმი, რომელიც, ვინ იცის, უფრო სწორიც იყოს.
მოკლედ, როცა გაპიროვნება-გაუპიროვნებლობის საკითხი აშკარაა, მაშინ ეს წესი ჩვეულებრივად იმოქმედებს, ხოლო თუ ცხადად ეს არ ჩანს, როგორც ნეირონის შემთხვევაში, მაშინ ალბათ ტექსტის ავტორის გადასაწყვეტია.


* * *
smile.gif

This post has been edited by Geronti on 25 Feb 2019, 18:05
ტანკე
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 66469
წევრი No.: 12696
რეგისტრ.: 10-September 05

გამოგზავნილია: 25 Feb 2019, 17:32  #54278572      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Geronti
მადლობა დიდი smile.gif
—————————————————-
Redemption*
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1022
წევრი No.: 247571
რეგისტრ.: 30-December 18

გამოგზავნილია: 1 Mar 2019, 12:24  #54298278      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
იმიტომ, რომ
რადგან

ამ ორს შორის რამე განსხვავებაა? სხვადასხვა შემთხვევებში გამოიყენება თუ ერთნაირად?
Geronti
License to Drill


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24721
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05

გამოგზავნილია: 1 Mar 2019, 13:45  #54298688      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Redemption*
ზოგჯერ ერთნაირად გამოიყენება, ზოგჯერ არის ნიუანსობრივი და სტილური სხვაობა.
„რადგან წვიმს, გადავიდეთ ახალ ადგილას“.
„ახალ ადგილას გადავიდეთ, იმიტომ რომ წვიმს“.

განმარტებითი ლექსიკონი „რადგან“ კავშირს განმარტავს, როგორც: ვინაიდან, იმიტომ რომ, იმის გამო, რომ.
http://www.ice.ge/liv/liv/ganmartebiti.php
QUOTE
იმიტომ, რომ

მანდ მძიმე არც უნდა.
Redemption*
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1022
წევრი No.: 247571
რეგისტრ.: 30-December 18

გამოგზავნილია: 1 Mar 2019, 15:31  #54299184      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Geronti
QUOTE
„ახალ ადგილას გადავიდეთ, იმიტომ რომ წვიმს“.

"ახალ ადგილას გადავიდეთ, რადგან წვიმს".

ჩემს ყურს ესეც სწორ ფორმად ხვდება და არასწორია?

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ "რადგან"-ის გამოყენება ყველგან შეიძლება, სადაც "ვინაიდან და "იმიტომ რომ" ჯდება, მაგრამ არა პირიქით. "რადგან" თითქოს უფრო მრავალფუნქციური სიტყვაა.
Geronti
License to Drill


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24721
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05

გამოგზავნილია: 1 Mar 2019, 21:46  #54300782      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Redemption*
QUOTE
"ახალ ადგილას გადავიდეთ, რადგან წვიმს".
ჩემს ყურს ესეც სწორ ფორმად ხვდება და არასწორია?

არა, არ მგონია არასწორი.
თუმცა მაგას ვამჯობინებდი "ახალ ადგილას გადავიდეთ, რაკი წვიმს".
QUOTE
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ "რადგან"-ის გამოყენება ყველგან შეიძლება, სადაც "ვინაიდან და "იმიტომ რომ" ჯდება, მაგრამ არა პირიქით. "რადგან" თითქოს უფრო მრავალფუნქციური სიტყვაა.

ალბათ ეგრეც არის. ოღონდ ეს ნიუანსობრივი სხვაობები უფრო სტილის ამბავი უნდა იყოს, ვიდრე გრამატიკის.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (61) « პირველი ... 57 58 [59] 60 61  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0390 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]