forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (6) « პირველი ... 4 5 [6]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ტელეპორტაცია
Komponent
გამოქვაბულის ამბები


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3061
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11

გამოგზავნილია: 30 Mar 2020, 09:52  #56070861      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ცოტა ხნით არავის გიპასუხებთ და შემდეგ რამეს ვიკითხავ (შეიძლება თავიდანაც ვკითხულობ):

ელექტრონი ჩავთვალოთ სფეროსებურად, მასზე თანაბრად განაწილებული მუხტით. დავუშვათ იგი ბრუნავს მხოლოდ საკუთარი ღერძის გარშემო, იმ სიჩქარით რომ მისი ყველაზე ჩქარი ზედაპირის სიჩქარე აღწევს სინათლის სიჩქარეს. აღნიშნულ ვარიანტში მას ექნება მაგნიტური მომენტი. ეს მომენტი რომ გამოვთვალოთ ფორმულებით, ექსპერიმენტით გაზომილ მაგნიტურ მომენტთან შედარებით, დიდი იქნება თუ პატარა?


--------------------
პირველად იყო სიტყვა
graviton
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4013
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14

გამოგზავნილია: 30 Mar 2020, 14:38  #56071852      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Komponent
QUOTE
ელექტრონი ჩავთვალოთ სფეროსებურად, მასზე თანაბრად განაწილებული მუხტით. დავუშვათ იგი ბრუნავს მხოლოდ საკუთარი ღერძის გარშემო, იმ სიჩქარით რომ მისი ყველაზე ჩქარი ზედაპირის სიჩქარე აღწევს სინათლის სიჩქარეს. აღნიშნულ ვარიანტში მას ექნება მაგნიტური მომენტი. ეს მომენტი რომ გამოვთვალოთ ფორმულებით, ექსპერიმენტით გაზომილ მაგნიტურ მომენტთან შედარებით, დიდი იქნება თუ პატარა?

თუ ელექტრონის რადიუს 10^-17 მ ავიღებთ, და ზედაპირის სიჩქარეს სინათლის სიჩქარის ტოლს, მაშინ ელექტრონის იმპულსის მომენტი
დაახლოებით 10 ^-40 ჯოული*წამი იქნებოდა ანუ 10 ^7 ჯერ ნაკლები...
შესაბამისად ელექტრონის მაგნიტური მომენტი, რომელიც დაახლებით
10^-24 ჯოული/ტესლაააა
გახდება 10^-31 ჯოული/ ტესლა...

This post has been edited by graviton on 30 Mar 2020, 16:16
Komponent
გამოქვაბულის ამბები


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3061
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11

გამოგზავნილია: 30 Mar 2020, 17:31  #56072829      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
graviton
QUOTE
თუ ელექტრონის რადიუს 10^-17 მ ავიღებთ, და ზედაპირის სიჩქარეს სინათლის სიჩქარის ტოლს, მაშინ ელექტრონის იმპულსის მომენტი
დაახლოებით 10 ^-40 ჯოული*წამი იქნებოდა ანუ 10 ^7 ჯერ ნაკლები...
შესაბამისად ელექტრონის მაგნიტური მომენტი, რომელიც დაახლებით
10^-24 ჯოული/ტესლაააა
გახდება 10^-31 ჯოული/ ტესლა...

თუ ასეა, ანუ ექსპერიმენტით გაზომილი მეტია, მაშინ ელექტრონის გარე ღერძის გარშემო ბრუნვა არასწორია. და საიდან აქვს მაგხელა მაგნიტური მომენტი არ ვიცი.
graviton
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4013
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14

გამოგზავნილია: 30 Mar 2020, 23:26  #56075460      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Komponent
QUOTE
თუ ასეა, ანუ ექსპერიმენტით გაზომილი მეტია, მაშინ ელექტრონის გარე ღერძის გარშემო ბრუნვა არასწორია. და საიდან აქვს მაგხელა მაგნიტური მომენტი არ ვიცი.

ეს ნიშნავს კლასიკური მიდგომა ნამდვილი ფიზიკისთვის არასწორია...
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სიტყვა კვანტური რაიმე ახალს გვაძლევს სპინის სტრუქტურის დონეზე...
ზუსტად ასეთი დიდი სიდიდე ელექტრონის სპინის და მაგნიტური მომენტის მიუთითებს ნახტომს ახალ ფიზიკაში..
ფიზიკის სავსებით ახალი დონე იწყება ელექტრონის, ან კვარკების შიგნით...
სავსებით ახალ, კვანტური ფიზიკიდან განსხვავებულ მოვლენებს უნდა ჰქონდეს ადგილი ...
უამრავი მოვლენები,მაგალითად ლეპტონური არომატის დარღვევა არ დაიკვირვება...
რა არის მიუ მეზონში ისეთი, რაც უკძალავს მას გარდაიქმეს ელექტრონად..? თითქოს მათ შორის სხვაობა არ არის, მასის გარდა.. მაგრამ არა... 10^-13 გარჩევადობაზეც არ დაიკვირვება...
Komponent
გამოქვაბულის ამბები


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3061
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11

გამოგზავნილია: 31 Mar 2020, 16:29  #56078686      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
graviton
კი, საინტერესოა.
QUOTE
თუმცა მეორე ვარიანტიც შეიძლEბა, არსებობს მონოპოლი დირაკის და ის ქმნის მაგნეტურ მომენტს....

აქ ალბათ მაგნიტური ნაწილაკი იგულისხმება. კი, შეიძლება არსებობდეს. მე ვფიქრობ უფრო მეტი ალბათობით შეიძლება არსებობდეს, ნაწილაკი, რომელსაც როგორც ელექტრული ისე მაგნიტური "მუხტი" ექნება ერთდროულად, ელექტრონზე უფრო ფუნდამენტური. ვფიქრობ ასეთი ნაწილაკი უნდა იყოს ელექტრონში. ამის ვარაუდს მაძლევს ის, რომ მაგნიტური ველი ელ,მუხტის გარეშე არ არსებობს არსად. როგორც ვფიქრობ ელექტრული ველი სულ სხვაა და მაგნიტური სულ სხვა. მაგრამ იმ ნაწილაკიდან მოდის ორთავე.
ის ნაწილაკი ვაკუუმშიც იქნება. იმიტომ რომ როდესაც ელექტრონი ვაკუუმში მოძრაობს, მაგნიტური ველი ჩნდება. სავარაუდოდ ელექტრონის ელექტრული მუხტები ეჯახება იმ ნაწილაკების ელექტრულ მუხტს, ამის გამო ის ნაწილაკი იცვლის პოზიციას ისე, რომ მისი მაგნიტური ვექტორების ჯამი იღებს ნულისაგან განსხვავებულ მნიშვნელობას და ასე ჩნდება მაგნიტური ველი.

შეიძლება სხვანაირადაც ვიფიქროდ, ელ მუხტი რომ მაგნიტურ მუხტს დაეჯახოს. მაგრამ მუდმივ ელექტრულ ველს რომ მუდმივ მაგნიტურ ველზე ემოქმედოს არ გამიგია.

ასევე შეიძლება ვიფიქროთ, ელექტრონი მაგნიტური ველით ეჯახება იმ ვაკუუმში მყოფ ნაწილაკს. კი მაგნიტური "ძალწირები"ერთმანეთზე მოქმედებენ მაგრამ არ მსმენია, ვაკუუმში გასროლილ მაგნიტს წრიული მაგნიტური ველი წარმოექმნა, ისე როგორც ელექტრონი აკეთებს ამას. გასროლილმა მაგნიტმა კი ელექტრული ველი უნდა წარმოქმნას; ანუ მაგნიტური ველი ეჯახება იმ ნაწილაკის მაგნიტურ ნაწილს, იმ ნაწილაკს ეცვლება პოზიცია და ვიღებთ ელექტრულ ველს.

შეიძლება ძაან სისულელე დავწერე მაგრამ, გააკრიტიკეთ.

This post has been edited by Komponent on 31 Mar 2020, 16:39
Irakli
Founding Member


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12296
წევრი No.: 21
რეგისტრ.: 20-February 01

გამოგზავნილია: 31 Mar 2020, 18:32  #56079285      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq
Komponent
მაგნიტური მუხტი რომ არსებობდეს, ამისათვის ერთპოლუსიანი მაგნიტური ველის დაფიქსირებაა საჭირო, რაც არ მომხდარა ჯერ; ამიტომ ელემენტარული მონოპოლის და მაგნიტური მუხტის არსებობა ისევ დიდი კითხვის ქვეშაა.


--------------------
________________________
___|____|_FORUM.Ge |___|___
_|____| ფორევა... |____|____|
___|____|___|____|____|__

Since 2001...
Komponent
გამოქვაბულის ამბები


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3061
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11

გამოგზავნილია: 31 Mar 2020, 19:43  #56079672      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Irakli
QUOTE
მაგნიტური მუხტი რომ არსებობდეს, ამისათვის ერთპოლუსიანი მაგნიტური ველის დაფიქსირებაა საჭირო, რაც არ მომხდარა ჯერ; ამიტომ ელემენტარული მონოპოლის და მაგნიტური მუხტის არსებობა ისევ დიდი კითხვის ქვეშაა.

რავი აბა, თავს ვერ დავდებ. აქვე მინდა დავაზუსტო, რომ სადაც მაგნიტური მუხტი ან მეგნიტური ნაწილაკი ვახსენე, იქ "პატარა მაგნიტი" ვიგულისხმე. ანუ მაგნიტის თვისებების მქონე, ოღოდ იმ განსხვავებით, შიგნით როგორია არ ვიცი. მაგნიტზე კი ვიცით შიგნით, სტრუქტურა როგორცაა (გარკვეულ დონეზე, ყოველშემთხვევაში). ხოლო მე რაც ვიგულისხმე, იმ მაგნიტის შინაგანი სტრუქტურა საერთოდ არ ვიცი.

ასევე კიდევ გავიმეორებ, რა ნაწილაკიც ვივარაუდე, ის არის მაგნიტური, ელექტრულ მუხტთან ერთად. როგორც ელექტრონი, ოღონდ უფრო ფუნდამენტური.
Irakli
Founding Member


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12296
წევრი No.: 21
რეგისტრ.: 20-February 01

გამოგზავნილია: 2 Apr 2020, 09:13  #56088051      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq
Komponent
მაგნიტური მუხტი ნიშნავს მაგნიტური ველის წყაროს იმდაგვარს როგორიც ელექტრული მუხტია - განცალკევებული და ერთპოლუსიანი. ნებისმიერი პატარა მაგნიტიც რომ აიღო, რაც არ გინდა პატარა იყოს ორპოლუსიანია ყველა, ანუ ასეთი მაგნიტური ველის წყარო განცალკევებული მაგნიტური მუხტი ვერ იქნება.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (6) « პირველი ... 4 5 [6]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0210 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]