ამერიკის შეერთებული შტატები (ინგლ. The United States of America, USA; ასევე უწოდებენ შეერთებულ შტატებს, აშშ-ს., შტატებს და ამერიკას) — ფედერალური სახელმწიფო, მოიცავს ორმოცდაათ შტატსა და ერთ ფედერალურ ოლქს. სახელმწიფო ჩრდილოეთ ამერიკაში. იგი გადაჭიმულია ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე, მოიცავს ტერიტორიულად დაშორებულ ალასკისა და ჰავაის შტატებს. აშშ-ს ეკუთვნის აგრეთვე რიგი კუნძულებისა წყნარ ოკეანეში (გუამი, პუერტო-რიკო და სხვა).
ქვეყნის ფართობი შეადგენს 9,83 მილიონ კვადრატულ კილომეტრს და ცხოვრობს 327 მილიონი ადამიანი (2018 წლის შეფასებით).
ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობა აზიური წარმოშობისაა, ისინი აქ მრავალი ათასი წინ დასახლდნენ. შეერთებული შტატები დააარსა ცამეტმა ბრიტანულმა კოლონიამ. 1776 წლის 4 ივლისს მათ თავი დამოუკიდებლად გამოაცხადეს. ამას მოჰყვა დამოუკიდებლობის ომი ბრიტანეთის იმპერიასთან, სადაც აშშ-მ გაიმარჯვა. 1787 წლის 17 სექტემბერს მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია.
სახელი ეწოდა ამერიკის კონტინეტის მიხედვით, რომელიც თავის მხრივ მიღებულია იტალიელი მკვლევარისა და კარტოგრაფის ამერიგო ვესპუჩის სახელისაგან.
აშშ-ს ისტორია 1776 წლიდან იწყება, როდესაც მიღებული იქნა დამოუკიდებლობის დეკლარაცია. 1787 წელს მიღებული იქნა მსოფლიოში პირველი კონსტიტუცია. პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი გახდა. 1963 წელს მოკლეს პრეზიდენტი ჯონ კენედი. ომი ვიეტნამში 1964-1975. 1969 წელს პირველი ამერიკელი გადავიდა მთვარეზე. 1973-1974 წლების უოტერგეიტის სკანდალის შედეგად გადადგა პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ ერთადერთი ზესახელმწიფოა. სათავეში უდგას ტერორიზმისა და ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. 2001 წლის ოქტომბერში წამოიწყო სამხედრო კამპანია თალიბანის მოძრაობის წინააღმდეგ ავღანეთში, ხოლო 2003 წლის მარტში - სადამ ჰუსეინის რეჟიმისა ერაყში.
პრეზიდენტი: ჯო ბაიდენი
ვიცე პრეზიდენტი: კამალა ჰარისი
ჰოუს სპიკერი: ნენსი პელოსი
პოლიტიკური პარტიები: დემოკრატიული პარტია (დაარსებულია 1828 წელს), რესპუბლიკური პარტია (დაარსებულია 1854 წელს).
ამერიკელი ერი შედარებით ახალგაზრდა პოლიეთნიკური ერთობაა, რომელიც ჩამოყალიბდა აბორიგენი მოსახლეობისა და იმიგრანტების შერევის შედეგად. მათ შორის 73.1%% თეთრია, 12.7% აფროამერიკელი, 5.4% აზიელი, 1,5 % აბორიგენი ინდიელი, ესკიმოსი და ალეუტი.
სახელმწიფო ენა: აშშ-ს ოფიციალურად აღიარებული სახელმწიფო ენა არ აქვს, მაგრამ დე-ფაქტო ამ როლს ასრულებს ინგლისური ენა. იგი დაკანონებულია ქვეყნის 28 შტატში. ინგლისურად ლაპარაკობს 230 მლნ ადამიანი, ესპანურად — 12%, ფრანგულად - 1,6, ჩინურად 2,5, გერმანულად - 1,1.
რელიგია: პროტესტანტები (46.5 %), კათოლიკები (20.8 %),მართლმადიდებლობა 0.5 %, მუსლიმები (0.9 %), იუდაისტები (1.9 %), ბუდისტები(0.7 %) და სხვა.
უდიდესი ქალაქებია
1 ნიუ-იორკი / ნიუ-იორკი - 8538000
2 ლოს-ანჯელესი / კალიფორნია - 3976000
3 ჩიკაგო / ილინოისი - 2695 598
4 ჰიუსტონი / ტეხასი - 2099 451
5 ფილადელფია / პენსილვანია - 1526006
6 ფინიქსი / არიზონა - 1445 632
7 სან-ანტონიო / ტეხასი - 1327407
8 სან-დიეგო / კალიფორნია - 1 307402
9 დალასი / ტეხასი - 1197 816
10 სან-ხოსე / კალიფორნია - 945942
God Bless America!
გისურვებთ სასიამოვნო პოსტებს და ოცნებების ასრულებას!
Vol 19:
The United States of America (USA) This post has been edited by KobSak on 19 Dec 2021, 20:14