#59221344 · 13 May 2022, 20:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სადაც ადამიანები დაწერენ თავიანთ აზრებს თუ მიგნებებეს, რა უფრო კარგი იქნება. მაგ.ვინმე რამე სასარგებლოს გაიგებს, წიგნს წაიკითხავს, ფილმს ნახავს, იაზროვნებს თუ სხვა. (ტექნიკური, სამედიცინო, და ა.შ) და ამის საფუძველზე გახსნის თემას და გაიმართება განხილვები, პარლამენტივით. (და ყველას მოგვეცემა შესაძლებლობა, ვიყოთ პარლამენტარებივით : ) ) რაც შეიძლება გონივრულობა უნდა იყოს ამ განყოფილებაში.
აღნიშნული, გაზრდის მოსახლეობის ცნობიერებას და გაუადვილებს პოლიტ-პარტიებს სწორ მოქმედებებს.
ერთერთი გამოწვევა იქნება ის ევროკავშირის გადათარგმნილი კითხვარები დავდოთ განყოფილებაში.
მგონი ძალიან კარგი წესები გვაქვს და შეცვლა არაფერს სჭირდება ან სჭირდება. დააახლოებით ასეთი საკითხების გარჩევა იქნება იქ. ან როგორ შესრულდეს უკეთესად წესები და კანონები.
მოკლედ, ეს ქვეგანყოფილება, კარგი იქნება პოლიტიკის განყოფილებაში, საერთაშორისო ქვეგანყოფილების გვერდით.
პოლიტიკის განყოფილებაშიც კი იწერება ხოლმე ინიციატივები, მაგრამ ჩაიკარგება ხოლმე და ვინაა მპოვნელი, იკარგება ხოლმე. ახალ განყოფილებაში კი ერთად იქნება მოქუჩებული, სხვადასხვა გამოსავლის მცდელობები და არ იქნება მხოლოდ იმის ძახილი, მთავრობა უნდა წავიდეს, ვინ მოვა კვკიდია, იქნებ გვეშველოს. კიბატონე ესეც ვიძახოთ მაგრამ სხვაც.
ეს თემა მქონდა, პოლიტიკაში მაგრამ, ჯიმი ლევი მოდერმა შესახებში განიხილეთო. სადღაც რაღაც ასეთი განყი ყოფილა კიდეც, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, ისე აჯობებს, როგორც ვთქვი.
ძაან საპოსტაოდ არ მცალია მაგრამ იქნებ მართლა შეუწყოს ხელი განვითარებას ასეთმა რაღაცამ და ამის გულისთვის დავხარჯე დრო.
--------------------
ევოლუციაა სწორი. ფორუმი აქოცებს.
|