fb-ze edo vigacas
რა ელის ჯარს და თავდაცვის სისტემას, უსაფრთხოების სფეროში ამერიკული დახმარების პროგრამების შეწყვეტის შემთხვევაში?
თანამედროვე ქართული არმია შეიქმნა და არსებობს უამრავი ქართველი პატრიოტის დაუღალავი შრომითა და სისხლით, მაგრამ მისი შექმნა შეუძლებელი იქნებოდა ამერიკული საექსპერტო, მატერიალური და ფინანსური დახმარების გარეშე.
მაინც რას წარმოადგენს უსაფრთხოების სფეროში ამერიკული დახმარება (US Security Assistance) საქართველოსთვის?
უშუალოდ საქართველოს წვრთნა, აღჭურვა და ინსტიტუციურ გაძლიერებაზე მიმართული პროგრამები:
1. 2002-2004 წლები - GTEP. საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის ისტორიული პროგრამა, რომლის შედეგად შეიქმნა ამერიკელების მიერ გაწვრთნილი და აღჭურვილი ოთხი ახალი ბატალიონი. GTEP-ით იწყება თანამედროვე ქართული არმიის დაბადება. დაახლოებით 64 მილიონი დოლარი.
2. 2004-2007 – GSSOP. საქართველოს შენარჩუნებისა და სტაბილურობის ოპერაციების პროგრამა. პროგრამა, რომელიც განკუთვნილი იყო ერაყში საქართველოს ქვედანაყოფების გადასროლისთვის. დაახლოებით 60 მილიონი დოლარი
3. 2009-2020 - გადასროლისწინა წვრთნა ავღანეთისთვის კრწანისსა და გერმანიაში.
4. 2016-2020 – GDRP. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რომლის შემდეგ ამერიკელებმა გაწვრთნეს საქართველოს ყველა ქვეითი ქვედანაყოფი ასეულის დონეზე. ოცეულამდე მომზადება იყო ჩვენი ვალდებულება.
5. 2021- დღემდე - GDDEI. საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების პროგრამა. პროგრამა, რომელიც მთლიანად ჩააგდეს ღარიბაშვილმა და შემდეგ ბურჭულაძემ. პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს თავდაცვის სისტემის ინსტიტუციური მდგრადობისთვის, ამერიკელებმა დაიქირავეს James R. Locher III, გოლდოვოთარ ნიკოლსის ერთ-ერთი ავტორი და რომელთან შეხვედრები ჯერ ფორმალობად აქციეს შემდეგ კი სრულად აკრძალეს.
Security assitsnace პროგრამები, რომლებიდანაც საქართველო იღებს ფინანსურ დახმარებას შეიარაღებასა და სხვა მატერიალურ საშუალებებს:
• Foreign Military Financing (FMF): Includes Javelin anti-tank missiles and other defense articles.
• European Deterrence Initiative (EDI): Supports counterterrorism and maritime security.
• Excess Defense Articles (EDA): Patrol boats and various military vehicles.
• International Military Education and Training (IMET): Over $11 million since 2015.
საქართველოსთვის 2000 წლიდან დღემდე გამოყოფილი დახმარება ჯამურად აღემატება ორ მილიარდ დოლარს.
თუ ვინმეს ორი მილიარდი ეცოტავება, მოდით ავიღოთ და შევადაროთ ეს რიცხვი, მსგავსი საფრთხის პროფილის მქონე სხვა რომელიმე ქვეყანას, მაგალითად უკრაინას 2022 წლამდე, ანუ ომის დაწყებამდე.
Population and Total Assistance
1. Georgia:
o Population: Approximately 3.7 million (2023).
o Total U.S. Assistance: Over $2 billion since 2000.
o Per Capita Assistance: 2,000,000,0003,700,000≈540 USD per capita\frac{2,000,000,000}{3,700,000} \approx 540 \text{ USD per capita}3,700,0002,000,000,000≈540 USD per capita
2. Ukraine:
o Population: Approximately 41 million (2021).
o Total U.S. Assistance: $2.4 billion from 2014 through January 2022.
o Per Capita Assistance: 2,400,000,00041,000,000≈58 USD per capita\frac{2,400,000,000}{41,000,000} \approx 58 \text{ USD per capita}41,000,0002,400,000,000≈58 USD per capita
სხვათა შორის, დაახლოებით 231 დოლარია ერთ სულ მოსახლეზე დახმარება, მაგალითად ნატოს წევრი ესტონეთისთვის.
რას ნიშნავს ეს ყველაფერი რიცხვებს მიღმა საქართველოს თავდაცვის სისტემისთვის?
უსაფრთხოების სფეროში ამერიკული დახმარება საქართველოსთვის მოიცავს, როგორც ტაქტიკურ, ისე ოპერატიულ და სტრატეგიულ დონეებს იხ. გრაფიკული გამოსახულება (ზედმეტი აქცენტით ტაქტიკურ დონეზე, რაც იწვევს შენარჩუნების პრობლემებს, მაგრამ ეს როგორც წესი, დახმარების მიმღები სახელმწიფოს ინსტიტუციურ სისუსტესთან არის დაკავშირებული და ამ პრობლემაზე მოგვიანებით).
წვრთნა:
როგორც ფოტოზე ხედავთ საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადება და წვრთნა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ამერიკელ ინსტრუქტორებზე. ამასთან, ყველა დოქტრინა, საველე სახელმძღვანელო თარგმნილია და ადაპტირებულია ამერიკელების დახმარებით.
შეიარაღება:
ხომ მოგწონთ ქართულ ჯარს კალაშნიკოვები, რომ არ უჭირავს ხელში? ნაით ვიჟენები, სპეც ოპერაციების ძალების აღჭურვილობა, M 240 ტყვიამფრქვევები, ჯაველინები, კავშირგაბმულობა, ხომ არ იცით საიდან მოვიდა და ვისი ფულითაა ნაყიდი?
სამხედრო განათლება
ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურიკულუმები, განსაკუთრებით სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის დონეზე, მომზადებულია ამერიკელების მიერ, რაც ახლა გრძელდება მათ მიერვე გადამზადებული ქართველი ინსტრუქტორების მიერ. თუმცა, ჩვენი ეროვნული განათლების დონე და ოფიცერთა ახლანდელი მომზადება, ვერაფრით იქნებოდა ასეთი, რომ არა IMET, რომლის ფარგლებშიც ამერიკელები ყოველწლიურად დაახლოებით ორ მლიონ დოლარს ხარჯავენ ქართველი ოფიცრების საუკეთესო ამერიკულ უნივერსიტეტებში სასწავლებლად.
საერთაშორისო სწავლებები
Nobel Partner-ის და Agile spirit-ის გარეშე, თავი რომ დავანებოთ მათი როგორც შეკავების და Show of Force-ის ელემენტებს, ვერაფრით გავზრდით და დავხვეწთ საქართველოს თავდაცვის ძალებისა და ჩვენი პარტნიორების ურთიერთთავსებადობის მექანიზმებს.
სტრატეგიული მართვა
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არა ამერიკელების დახმარება სტრატეგიულ და ოპერატიულ დაგეგმვაში, რომ არა მათი ფიზიკური ყოფნა, როგორც „ცვლილების აგენტის“ სამინისტროს სიახლოვეს, მთელი ეს ერთი შეხედვით მოდერნიზებული სტრუქტურა, ხუხულასავით ჩამოიშლება და უცებ იქცევა, მშენებლობის, რემონტისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროდ.
პ.ს. ეს პოსტი იძულებით დავწერე, მას შემდეგ რაც რამდენიმე მეგობარმა ამ ამბავზე აზრის გამოთქვა მთხოვა. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ პუტინის ოცნება - გარშემო მხოლოდ იმპოტენტი არმიები ჰყავდეს, ქართული ოცნების ხელით მართლა შეიძლება რეალიზდეს
Liberté, égalité, fraternité...