forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (4) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> შეესაბამება თუ არა სამების დოგმატი ბიბლიას, არის თუ არა იესო ღმერთი
satis
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 440
წევრი No.: 220772
რეგისტრ.: 29-June 16

გამოგზავნილია: 11 Mar 2020, 12:13  #55964807      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წინა თემის ლინკი:
> არის თუ არა იესო ქრისტე ღმერთი? IV

ტოპ მპოსტავები
დაისი 479
dola86 136
lasha kakauridze 107
satis 78
დათიკო 51
jerzy 47
gugaGve 46
merkuriela 36
Chamane 34
Konstantin_Logos 33

არის თუ არა სამების სწავლება შესაბამისობაში ბიბლიასთან და იმასთან რასაც საუბრობდა ქრისტე.
ტერმინოლოგიურად, შინაარსობრივად, რამდენად გამომდინარეობს წმინდა წერილიდან და რა არგუმენტბით შეიძლება დასაბუთდეს მისი მართებულობა.

თემას გახსნილად ვაცხადებ..
bachichi83
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4748
წევრი No.: 154954
რეგისტრ.: 9-October 12

გამოგზავნილია: 11 Mar 2020, 17:40  #55966726      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
1. რომ მარადიულია და საუკუნეთა უწინარესი მხოლოდშობილი, შემდეგი ნათქვამიდან გამომდიანრე: “დასაბამში იყო სიტყვა”.

2. რომ ძე არის ღმერთი, თანაარსი მამისა, რომელიც ჰგიეს თავის ჰიპოსტასში, ისევე როგორც – მამაც, შემდეგი ნათქვამიდან გამომდინარე: “და სიტყვა იყო ღმერთთან”.

3. რომ ძე არის ბუნებითი ღმერთი და არანაირი სახით ნაკლები ან არამსგავსი მამისა, შემდეგი ნათქვამიდან გამომდინარე: “და ღმერთი იყო სიტყვა”.

4. მათ მიმართ, რომლებიც ბედავენ თქმას, რომ სხვა არის მამაში მყოფი შინაგანმდებარე და ბუნებითი სიტყვა და სხვა – საღვთო წერილთა მიერ თქმული ძე (ევნომიანელთა ბოროტმადიდებლობაა ეს). ამ მხრივ განსახილველია შემდეგი ნათქვამი: “ეს იყო დასაბამში ღმერთთან”.

5. რომ ბუნებით შემოქმედია ძე მამასთან ერთად, როგორც მისი არსებისგან მყოფი და არა მსახურად მიღებული, შემდეგი ნათქვამიდან გამომდინარე: “ყოველივე მის მიერ შეიქმნა”.

6. რომ ბუნებით ცხოვრებაა ძე და ამის გამო არ არის იგი დაბადებული, არამედ – ღვთისა და მამის არსებისგან, შემდეგი ნათქვამიდან გამომდიანრე: “რაც შეიქმნა, მასში იყო ცხოვრება”.

7. რომ ბუნებით სინათლეა ძე და ამის გამო არ არის იგი დაბადებული, არამედ – ღვთისა და მამის არსებისგან, როგორც ჭეშმარიტი სინათლე ჭეშმარიტი სინათლისგან, შემდეგი ნათქვამიდან გამომდიანრე: “და ცხოვრება იგი იყო ადამიანთა სინათლე”.

8. რომ მხოლოდ ძე ღვთისა არის ჭეშმარიტი სინათლე, ხოლო ქმნილება – არანაირად (რადგან ქმნილება მხოლოდ წილმქონეა სინათლისა, როგორც დაბადებული), შემდეგი ნათქვამიდან გამომდიანრე: “იყო სინათლე ჭეშმარიტი”.

9. რომ ადამიანის სული არ არსებობს სხეულზე უწინარეს, არცთუ ადრეულ ცოდვათა გამო ხდება მისი განსხეულება (როგორც ამას მავანნი ფიქრობენ), შემდეგი ნათქვამიდან გამომდინარე: “იყო სინათლე ჭეშმარიტი, რაც ანათებს ყველა ადამიანს, მომავალს სოფლად. სოფელში იყო”.

10. რომ მხოლოდ მამისაგან ბუნებით მყოფი ძე არის მხოლოდშობილი, როგორც მისგან და მასში არსებული, შემდეგი ნათქვამიდან გამომდიანრე: “ღმერთი არავის უხილავს არასოდეს”.

აგერ ლინკიც სადაც სიტყვა-სიტყვით არის განმარტებული ყველაფერი, თუმცა აზრი არ აქვს ასეთი თემების გახსნას, ყველა თავის აზრზე დარჩება მაინც სხვადასხვა თემებს რომ გადავხედე smile.gif იქ გამოჩნდება როგორც ქრისტეფორე მგალობლიშვილი იტყოდა smile.gif

http://library.church.ge/index.php?option=...=article&id=249


გიორგი XII
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 38086
წევრი No.: 85117
რეგისტრ.: 21-February 09

გამოგზავნილია: 11 Mar 2020, 18:43  #55967066      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მერამდენე თემა უნდა გაიხსნას? lol.gif



--------------------
John 14.6

I am the way, the truth, and the life: no man cometh unto the Father, but by me.
satis
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 440
წევრი No.: 220772
რეგისტრ.: 29-June 16

გამოგზავნილია: 11 Mar 2020, 18:57  #55967142      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სამების მთავარი პოსტულატები დაიდოს და იმის მიხედვით იქნას მოყვანილი ბიბლიიდან მუხლები.
მაგალითად, მამა, ძე და სულიწმინდა არიან თანასწორი და თანაბარი ღმერთები. რომ მამა, ძე და სულიწმინდა სამივე არის წმინდა სამების განუყოფელი წევრები და ა.შ.


* * *
იესო არ ამბობს რომ ის არის მამის თანატოლი და თანასწორი ღმერთი. იესო არც იმას ამბობს რო მე ვარ ღმერთი და მე მეთაყვანეთ. ერთ ღმერთი და მამის თანასწორი ღმერთი რანაირად შეიძლება სთხოვდეს რაღაცეებს და ამავე დროს საუბრობდეს მის უპირატესობაზე, მის მეტობაზე. სრული აბსურდია და გაუგონარი ნონსენსია იყოს ეს სამი თანასწორი როდესაც ამ სამიდან მხოლოდ ერთია დანარჩენი ორის სიცოცხლის წყარო.
ის, ასევე მიჯნავს მამის და მის ნებას. რაც სამების სწავლების მიხედვით არის სრული კრახი. რადგან, როგორც ვიცით, სამების მიხედვით სამივე წევრი არის როგორც ნებაში ერთი, ასევე ყველაფერში ერთი. ამ შემთხვევაში ვეყრდნობი ედიშერ ჭელიძის ლექციას. თუ ედიშერი არ წავა, ავიღოთ ნებისმიერი წყარო, საიდანაც ავიღებთ თეზისებს და მერე შევადარებთ უკვე ბიბლიაში თქმულს.

ჯერ ჯერობით არანაირი მუხლი არაა მოყვანილი ბიბლიიდან რაც სამების მართებულობას დაადასტურებს.


"საუკუნო სიცოცხლე კი ის არის, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და იმას, ვინც შენ მოავლინე - იესო ქრისტეს."

შენ გიცნობდნენ როგორც ერთადერთ ჭეშმარით ღმერთსო და შენ რომელმაც მოავლინე იესო ქრისტეო.
აქ არ ამბობს რო მიცნობდეთ მე როგორც ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთსო.
მკაფიოდ ამბობს და პირდაპირ რომ მამა არის ერთადერთი და ჭეშმარიტი ღმერთი..


თიტქმნის ყველგან სადაც საუბარია მამაზე ადიდებს და ხასგასმით ამბობს რო ისაა ჭეშმარიტი ღმერთი და მასზე უპირატესი.
ეს პირდაპირაც რომ არ ეთქვა ისედაც გამოჩნდებოდა იქიდან გამომდინარე რომ ქრისტე ამბობს რომ მოავლინა მან და ასრულებს მის საქმეს.
ცხადია ის ვინც მიგავლენს თავისი საქმის გასაკეთებლად, არის შენზე მეტი.
ელემენტარული ტექსტის გააზრების, ანალიზის და შინაარსის გამოტანის უნარი ჭირდება ამის მიხვედრას.









QUOTE
1. რომ მარადიულია და საუკუნეთა უწინარესი მხოლოდშობილი, შემდეგი ნათქვამიდან გამომდიანრე: “დასაბამში იყო სიტყვა”.

2. რომ ძე არის ღმერთი, თანაარსი მამისა, რომელიც ჰგიეს თავის ჰიპოსტასში, ისევე როგორც – მამაც, შემდეგი ნათქვამიდან გამომდინარე: “და სიტყვა იყო ღმერთთან”.

3. რომ ძე არის ბუნებითი ღმერთი და არანაირი სახით ნაკლები ან არამსგავსი მამისა, შემდეგი ნათქვამიდან გამომდინარე: “და ღმერთი იყო სიტყვა”.


არ შეიძლება იყო ვიღაცასთან, როდესაც შენ თვითონ ხარ ეს ვიღაც. ის, რომ სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი, უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ის (სიტყვა) განსხვავდება ამ ღმერთისგან. მკაცრი ლინგვისტური თვალსაზრისით ამ მუხლში გვყავს ორი ღმერთი "სიტყვა" და ვისთანაც ეს სიტყვა იმყოფებოდა. ანუ თუ А ღმერთი იმყოფება B ღმერთთან, ის არ შეიძლება იყოს B ღმერთი.

QUOTE
5. რომ ბუნებით შემოქმედია ძე მამასთან ერთად, როგორც მისი არსებისგან მყოფი და არა მსახურად მიღებული, შემდეგი ნათქვამიდან გამომდინარე: “ყოველივე მის მიერ შეიქმნა”.


«ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა». ყურადღება მიაქციე სიტყვას «მის მიერ». ბერძნული სიტყვა დუა რომელიც აქ თარგმნილია როგორც "მის მიერ", ნიშნავს «მისით, შუამდგომლობით, დახმარებით». ეს სიტყვა მიუთითებს შუამავლის ფუნქციაზე, და არა პირველწყაროზე. ძალიან ძნელია თქვა: სამყარო შეიქმნა ღმერთის დახმარებით, ღმერთის შუამავლობით. მაგრამ ეს ფრაზა სავსებით მიესადაგება მის მიერ შექმნილ რომელიმე არსებას, იმას ვინც მას ეხმარებოდა.

«ღმერთისა თანა, რომელმან ყოველივე დაჰბადა იესუ ქრისტეს მიერ» (ეფესელები 3:9 მცხეთური ხელნაწერი). და ისევ, მოციქული აცხადებს, რომ არის: «ერთი ღმერთი და ყოველთა მამა, ყველაზე უზენაესი, ყოვლის გამრიგე და ყველაში დავანებული» (ეფესელები 4:6).

იესომაც ასეთი დამოწმება მოგვცა. ის ამტკიცებდა, რომ არ იყო მამა, არამედ ძე მამისა, მორჩილი ძე (იოანე 9:35-37; 10:36-38), რომელიც საკუთარ ნებას კი არ ასრულებდა, არამედ საკუთარი მამის ნებას. მან თქვა: «ჩემი საჭმელი ის არის, რომ ვყო ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე» (იოანე 4:34). «ძეს არაფერი ხელეწიფება თავისთავად»; «მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად… ვინაიდან ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას» (იოანე 5:19, 30; 6:38).
bachichi83
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4748
წევრი No.: 154954
რეგისტრ.: 9-October 12

გამოგზავნილია: 11 Mar 2020, 19:45  #55967398      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შესაქ. 1,1 და სხვა: სახელი „ელიოჰიმი“ ებრაულ ტექსტში წარმოდგენილია გრამატიკულ მრავლობით რიცხვში.

შესაქ. 1,26 - „და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატისაებრ ჩუენისა და მსგავსებისაებრ“ - მრავლობითი რიცხვი მიანიშნებს, რომ ღმერთი ერთი პირი არ არის.

შესაქ. 3,22 - „და თქუა უფალმან ღმერთმან: აჰა, ადამ იქმნა ვითარცა ერთი ჩუენთაგანი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა“ (ღმერთის სიტყვები პირველმშობელთა სამოთხიდან განდევნის წინ).

შესაქ. 11,6-7 - ბაბილონის გოდოლის მშენებლობისას, ენათა აღრევის წინ: „თქუა უფალმან ღმერთმან: ... მოვედით, გარდავიდეთ და შეურინეთ მათ ენანი მუნ“.

შესაქ. 18,1-3 - „ეჩუენა მას (აბრაჰამს) ღმერთი მუხასა თანა მამბრესსა... და აღმხილველმან თუალთა მისთამან იხილა და აჰა, სამნი კაცნი ზედა მოადგეს მას... და თაყუანის-სცა ქუეყანასა ზედა. და თქუა: უფალო, უკეთუ ვპოვე სადამე მადლი წინაშე შენსა და ნუ თანა-წარხდები მონასა შენსა“. „ნახეთ - გვასწავლის ნეტარი აგვუსტინე, - აბრაჰამი ხვდება სამს და ეთაყვანება ერთს... დაინახა სამნი და განჭვრიტა სამების საიდუმლო. თაყვანის-სცა როგორც ერთს და აღიარა ერთი, სამპიროვანი ღმერთი“1.

ეკლესიის მამები სამების შესახებ არაპირდაპირ მინიშნებებს შემდეგ ადგილებშიც ხედავენ:

რიცხვ. 6,24-26 - ღმერთის მიერ ნაუწყები და მოსეს პირით გადმოცემული სამღვდელო კურთხევა სამი სახით: „გაკურთხენ შენ უფალმან და დაგიცევინ შენ. გამოაჩინენ პირი მისი შენ ზედა და გაკურთხენ შენ. მოაქციენ უფალმან პირი მისი შენ ზედა და მოგეცინ შენ მშვიდობაჲ“.

გამოსვლ. 6,3 - უფლის ტახტის ირგვლივ შემოკრებილ სერაბიმთა დიდებისმეტყველება სამჯერ: „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ!“

ფს. 32,6 - „სიტყჳთა უფლისაჲთა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირითა მისისაჲთა - ყოველი ძალი მათი“.

დასასრულ, შეიძლება მოვიყვანოთ ადგილები ძველი აღთქმის გამოცხადებიდან, სადაც ლაპარაკია ძე ღვთისასა და სულიწმიდაზე ცალ-ცალკე:

ძის შესახებ:

ფს. 2,7 - „ძე ჩემი ხარი შენ, მე დღეს მიშობიე შენ“;

ფს. 109,3 - „საშოჲთ მთიებისა წინა გშევ შენ“;

სულიწმიდის შესახებ:

ფს. 142,10 - „სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა“;

ეს. 48,16 - „აწ უფალმან მომავლინა მე და სული მისი“ და სხვა.

იესოს მარტო იმ სიტყვებს რომ იშველიებთ მოწინააღმდეგეები „მამა უფროის ჩემსა არსო“ (გვიანდელ გამოცემებში „მამა ჩემზე მეტია“), რომ ამბობს (სადაც იესოს ადამიანურ ბუნებას განგებ უქცევთ გვერდს), იმასაც ხომ ამბობს „მე მამაში ვარ და მამაა ჩემში„ ან „ვინც მე მიხილა მამა იხილა“ და ა.შ.. ახლა თუ ითხოვთ პირდაპირ სიტყვასიტყვით იყოს ახსნილი ბიბლიაში სამების დოგმატი, ბოდიში მომითხოვია.

მოკლედ ვისაც გვჯერა გაგვატარეთ ბატონო smile.gif

satis
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 440
წევრი No.: 220772
რეგისტრ.: 29-June 16

გამოგზავნილია: 11 Mar 2020, 19:53  #55967428      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
და ასე, მეცხრე საათს ხმამაღლა შეღაღადა იესომ: ელი, ელი, ლამა საბაქთანი? რაც ნიშნავს, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე მე?



თუ ერთი ღმერთია როგორ უნდა მიატოვოს საკუთარი თავი?

QUOTE
ცოტაზე გაშორდა მათ, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო! თუკი შესაძლოა, ამცდეს ეს სასმისი; თუმცა არა როგორც მე მნებავს, არამედ - როგორც შენ.


რას ნიშნავს "მე" რას ნიშნავს - "შენ" თუ ერთია ეს ორი?

QUOTE
მიუახლოვდა იესო და უთხრა მათ: მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაზედაც და მიწაზედაც.


თვითონაა ღმერთი და მოეცა რას ნიშნავს, აქამდე ვისი იყო?

QUOTE
მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად; როგორც მესმის, ისევე განვსჯი, და ჩემი განსჯა არის მართალი, ვინაიდან ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას.




«სამება — ესაა დამახინჯება, რომელიც ნასესხები იქნა წარმართული რელიგიებიდან და შერწყმული იქნა ქრისტიანულ რწმენასთან» («A Dictionary of Religious Knowledge»).

«სიტყვა «სამება» ბიბლიაში არ გვხვდება... ის ოფიციალურად ეკლესიის ღვთისმეტყველებაში შევიდა არა უადრეს IV საუკუნისა» («The Illustrated Bible Dictionary»).

«ახალ აღთქმაში არ არის არც თავად სიტყვა «სამება» და არც მის შესახებ ნათლად გამოხატული დოგმატი… ქრისტიანულ კანონიკაში არ არსებობს არავითარი კონკრეტული მტკიცებულება, რომ ღმერთი სამერთიანია» («ახალი ბრიტანული ენციკლოპედია»).

«რაც შეეხება ახალ აღთქმას, მასში შეუძლებელია სამების რეალური დოგმატის პოვნა» (ბერნხარდ ლოზე, «Epochen der Dogmengeschichte»).

QUOTE
„ვინც მე მიხილა მამა იხილა“


lol.gif

სამების მიხედვით ძე და მამა არის ორი სხვადასხვა პირი და არ შეიძლება მათი შერევა. მაგრამ ძე მაინც ამბობს რომ ვინც მე მიხილა, მამა იხილაო. არადა განკაცება მოხვდა ძეზე, ფილიპეს წინ იდგა განკაცებული ღმერთი ძე ჰიპოსტასის სახით და არა მამა. აქედან გამომდინარე "კაკ რაზ" თქვენ არ უნდა გაწყობდეთ ამ მუხლის ბუკვალურად გაგება.

იესო მამის და მის ერთობაში გულისხმობს არა მის და მამის თანასწორობას და ტოლ სიდიდეს არამედ ამას: 36. ხოლო მე უკეთესი მოწმობა მაქვს, ვიდრე მოწმობა იოანესი: საქმენი, მამამ რომ მომცა აღსასრულებლად, თვით ჩემს მიერ ქმნილი საქმენი მოწმობენ, რომ მამისგან ვარ მოვლინებული."

იქვე ამატებს: 37. ასე რომ, მამამ, რომელმაც მომავლინა, თვითონვე იმოწმა ჩემთვის. თქვენ არც მისი ხმა გსმენიათ ოდესმე და არც ხატება გიხილავთ მისი
* * *
ბიბლიის მიხედვით როგორ გესმის ერთი?


იოანე 17:11, 21–23: …წმინდა მამაო, დაიცავი ისინი შენი სახელით, ვინც მე მომეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთნი.… რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, ხოლო მე - შენში, და ირწმუნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე. დიდება, რომელიც შენ მომეცი, მე მათ მივეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთი მე მათში, ხოლო შენ - ჩემში, რათა სრულნი იყვნენ ერთობით

საქმეები 4:32: ხოლო მორწმუნეთა სიმრავლეს ერთი გული ჰქონდა და ერთი სული (მია – ერთი ეის-ის მდ. სქს) და არავინ იტყოდა საკუთარ ქონებას თავისად, არამედ ყველაფერი საერთო ჰქონდათ.

რომაელები 12:5: …ასევე ჩვენც, მრავალნი, ერთი სხეული ვართ ქრისტეში, ხოლო ცალ-ცალკე ერთმანეთის ასოები ვართ.

1 კორინთელთა 3:8: დამრგველი და მომრწყველი ერთი არიან, მაგრამ თვითოეული თავისი შრომისამებრ მიიღებს საზღაურს.

1 კორინთელთა 6:16, 17: ან იქნებ არც ის იცით, რომ ვინც მეძავს შეერთვის, მისი ერთხორცი ხდება; რადგანაც ნათქვამია: "ორივე იქნება ერთ ხორც". ხოლო ვინც უფალს უერთდება, ერთი სულია მასთან ერთად.

1 კორინთელთა 10:17: ერთია პური, ჩვენ კი, მრავალნი, ერთი სხეული ვართ

1 კორინთელთა 12:13: რადგან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად..

გალატელთა 3:28: აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში.

ეფესელთა 5:31: ამიტომაც მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, მიეკვრის თავის ცოლს და იქნებიან ორივენი ერთ ხორც

როგორ ფიქრობ, არის თუ არა ნებისმიერ ამ ადგილებში რაიმე ტრინიტარული, თუ ყველგან უბრალოდ ახლო ერთობაზეა საუბარი?


* * *
ახლა კი ჩვენ მივედით ყველაზე დიდ განაცხადთან: «მე და მამა – ერთი ვართ». რას ნიშნავს ეს? აბსოლუტურ საიდუმლოს წარმოადგენს ეს ჩვენთვის თუ ჩვენ შეგვიძლია რამე გავიგოთ ამ აბლანდულ გაგებაში, რომლის გამოც იბრძოდნენ და კამათობდნენ რწმენის სიმბოლოების შემდგენლები? აუცილებელია ვიყოთ ღვთისმეტყველი ან ფილოსოფოსი, იმისთვის რომ გავიგოთ ამ საოცარი განაცხადის თუნდაც მცირედი მნიშვნელობა?

განმარტებისთვის თუ ისევ ბიბლიას მივმართავთ, ჩვენ ვნახავთ, რომ ფაქტიურად ეს იმდენად ადვილია, რომ სულ უბრალო გონებაც კი მიხვდება ამ განაცხადის აზრს. მოდით ვნახოთ იესოს ლოცვა თავისი მიმდევრებისთვის, რომელიც მან წარმოთქვა თავისი ტანჯვის წინ. იქ ჩვენ ასეთ სიტყვებს ვპოულობთ: «წმინდა მამაო! დაიცავი ისინი შენი სახელით, ვინც მე მომეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთნი» (იოანე 17,11).

იესოს ქრისტიანთა ერთობა ისე ესმოდა, როგორც მასსა და მამა ღმერთს შორის ერთობა. ის აგრძელებს: «მარტო მათთვის როდი გევედრები, არამედ ყველასთვის, ვისაც ვწამვარ მათივე სიტყვით. რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, ხოლო მე - შენში, და ირწმუნოს ქვეყანამ რომ შენ მომავლინე. დიდება, რომელიც შენ მომეცი, მე მათ მივეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთი» (იოანე 17,20-22). იესო უბრალოდ და გასაგებად ლაპარაკობს, ისე, რომ ვერანაირად ვერ შეგეშლება, რომ ქრისტიანული ცხოვრების მიზანი ძირითადად მდგომარეობს იმაში, რომ ქრისტიანები ისევე იყვნენ ერთმანეთში ერთნი, როგორც ისაა ერთი თავის ზეციერ მამასთან.

როგორია ის ერთობა, რომელიც უნდა მეფობდეს მორწმუნე ქრისტიანთა შორის? ამ ერთობის საიდუმლოებას წარმოადგენს - სიყვარული. «ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი» (იოანე 13,34). მათ ვისაც ქრისტე სწამთ ერთნი არიან, იმიტომ რომ უყვართ ერთმანეთი, და ასევე იესო და მამაც ერთნი არიან იმიტომ, რომ მას უყვარს მამა. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია უფრო შორს წავიდეთ. რა არის ის ერთადერთი, რითაც სიყვარული იცდება? ისევ ქრისტეს სიტყვებს მივმართოთ. «თუ დაიცავთ ჩემს მცნებებს, დარჩებით ჩემს სიყვარულში; როგორც მე დავიცავი მამაჩემის მცნებანი და ვრჩები მის სიყვარულში» (იოანე 15,10). «ვისაც ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამაჩემი შეიყვარებს მას: ჩვენც მივალთ და მასთან დავივანებთ. ვისაც არ ვუყვარვარ, არ იცავს ჩემს სიტყვებს; ხოლო სიტყვებს, რომელსაც ისმენთ, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი მომავლინებელი მამისა» (იოანე 14,23.24). «თუ გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებანი» (იოანე 14,15). «ვისაც აქვს ჩემი მცნებანი და იცავს მათ, მას ვუყვარვარ, ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, შეიყვარებს მას მამაჩემი; მეც შევიყვარებ და ჩემს თავს გამოვუცხადებ მას» (იოანე 14,21).


«ახალი აღთქმის კომენტარები», უილიამ ბარკლი , ცნობილი ბრიტანელი ღვთისმეტყველი და ბიბლეისტი
* * *
QUOTE
ეკლესიის მამები სამების შესახებ არაპირდაპირ მინიშნებებს შემდეგ ადგილებშიც ხედავენ:

lol.gif facepalm.gif

This post has been edited by satis on 11 Mar 2020, 21:03
გიორგი XII
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 38086
წევრი No.: 85117
რეგისტრ.: 21-February 09

გამოგზავნილია: 12 Mar 2020, 23:38  #55975332      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
6. ეს არის იესო ქრისტე, რომელიც მოვიდა წყლითა და სისხლით; არა მარტო წყლით, არამედ წყლითა და სისხლით; და ამას მოწმობს სული, რადგანაც სულია ჭეშმარიტება.

7. ვინაიდან სამნი მოწმობენ ზეცად: მამა, სიტყვა და სული წმიდა, ხოლო ეს სამი ერთია.

8. და სამნი მოწმობენ ქვეყნად: სული, წყალი და სისხლი, ხოლო ეს სამი ერთია.
snis
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 914
წევრი No.: 253981
რეგისტრ.: 30-November 19

გამოგზავნილია: 22 Mar 2020, 00:14  #56024979      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
 შეესაბამება თუ არა სამების დოგმატი ბიბლიას, არის თუ არა იესო ღმერთი


არ შეესაბამება.

Artist
სიყვარული


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20551
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05

გამოგზავნილია: 23 Mar 2020, 22:56  #56037342      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
satis
QUOTE
ახლა კი ჩვენ მივედით ყველაზე დიდ განაცხადთან: «მე და მამა – ერთი ვართ». რას ნიშნავს ეს?

ეს ერთიანობა არის სულიწმინდის მეშვეობით… აქ შეიძლება ალეგორიით გასაგები გახდეს: წარმოიდგინე ოკეანე, ის შესდგება წვეთებისგან... ეს წვეთები
სული წმინდის ალეგორიაა, ოკეანე მამაღმერთის და ძე ღმერთი ერთი დიდი ტალღა ამ ოკეანეში… ასე რომ სამივე ერთნი არიან… უბრალოდ სულიწმინდის
წარმოდგენა უჭირთ, ვინაიდან ადამიანის სახით არაა წარმოდგენილი… ის არის ის ყველაფერი ის ყველა წვეთი, რომელნიდ ქმნის მამაღმერთს და ძეს მასში…

QUOTE
რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, ხოლო მე - შენში, და ირწმუნოს ქვეყანამ რომ შენ მომავლინე.
დიდება, რომელიც შენ მომეცი, მე მათ მივეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთი» (იოანე 17,20-22).

ადამიანებს კი თვითოეულს ერთი წვეთი აქვს მიცემული სულიწმინდისა, და ამ სულთა შემოერთებაზეა აქ ლაპარაკი…
როდესაც წყლის წვეთი ოკეანეს უერთდება ის წვეთი თავის არსს კარგავს, მაგრამ სულიერში კი ის ერთეული სულები არ იკარგებიან
როდესაც უერთდებიან მამაღმერთს ძეღმერთის მეშვეობით, ეს უკანასკნელი არის ამ შემთხვევაში გზა …

სამება © :
მამაღმერთი ძეღმერთში სულიწმინდის სახით…
© Artist


--------------------
ლოცვა:
…იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, მოგვიტევე ცოდვები ჩვენნი და გააბრწყინე დღეს საქართველო...
იყოს ნება შენი ქვეყანასა ზედა, სიყვარული საქართველოსა ზედა იმედად მსოფლიოსა ზედა
© Artist
atmismuraba
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 313
წევრი No.: 195603
რეგისტრ.: 23-December 14

გამოგზავნილია: 24 Mar 2020, 04:47  #56038562      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბიბლიას თვითონ ბიბლია არ შეესაბამება და რაზეა აქ საუბარი?

სიკვდილმოშიშ მეზღაპრეების საუკუნოვანი დაბოლებაა და მეტი არაფერი.
snis
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 914
წევრი No.: 253981
რეგისტრ.: 30-November 19

გამოგზავნილია: 24 Mar 2020, 04:55  #56038570      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
atmismuraba
QUOTE
ბიბლიას თვითონ ბიბლია არ შეესაბამება და რაზეა აქ საუბარი?

lol.gif
ditosho
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 47
წევრი No.: 173126
რეგისტრ.: 10-September 13

გამოგზავნილია: 24 Mar 2020, 09:07  #56038771      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე-4 საუკუნებდე სამების დოგმატი არ არსებობდა ქრისტიანობაში, ანუ მოციქულებს არ ესმოდათ ეს საკითხი? ფანატიკოსის გარდა ვინ დაიჩემებს რომ სამება ბიბლიური სწავლებაა
* * *
პავლე არაერთხელ უსვამს ხაზს რომ მოციქულების სიკვდილის შემდეგ შემოესეოდნენ "მგლები", ასევე იოანეც ამბობს წერილებში რომ უკვე მოვიდა მრავალი ანტიქრისტე, იესოს იგავი სარეველაზე, და ა.შ. ასე რომ განდგომილება რომ მოციქულების სიკვდილის შემდეგ წამოვიდა ფაქტია, და რა "დამთხვევაა" რომ ამის შემდეგ შემოდის ისეთი სწავლებები როგორიცაა სამება, ხატ თაყვანისცემა და "ზღაპრების კრებული" მე-2 ტიმოთე თავი 4 მუხლი 4
დაისი
الله‎ أَيْنَ أَنْتَ


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3921
წევრი No.: 200605
რეგისტრ.: 5-April 15

გამოგზავნილია: 24 Mar 2020, 12:37  #56039397      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ditosho

მართალი ხარ.

სამება არ არსებობს. სამება არის ცრუ წარმოდგენა მართმადიდებლების გონებაში. ისინი ეთაყვანებიან თავიანთ გონებაში შეთხზულ იდეოლოგიას.


--------------------
მეც ქრისტიანი ვარ (nodarie) :D
მართლმადიდებლობა გთავაზობს გახდე ღმერთი (giorgi89) :D
სულიც მატერიალურია ღმერთთან შედარებით. (K. Logos) :D
დემონი ... ფოლკლორი და მითია. (დათიკო) :D
snis
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 914
წევრი No.: 253981
რეგისტრ.: 30-November 19

გამოგზავნილია: 24 Mar 2020, 13:37  #56039739      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფაქტია ვერ მოყავთ ბიბლიიდან სამების მხარდამჭერი მუხლები.
დადონ კონკრეტული თეზისები სამების და იმის მიხედვით მოიყვანონ უკვე შესაბამისი მუხლები რაც დაადასტურებს სამების სისწორეს.
არათუ სამების მხარდამჭერი, არამედ სულ საწინააღმდეგო აზრები გხვდება.
მაგალითად, ტრინიტარიანელები ამბობენ რომ მამა და ძე არის თანასწორი და თანაბარუფლებიანი ღმერთი.
იესოს კი არასოდეს უთქვამს, რომ ის ყოვლისშემძლე ღვთის თანასწორი იყო. პირიქით, მან თქვა: „მამა ჩემზე დიდია“-ო



«სამება — ესაა დამახინჯება, რომელიც ნასესხები იქნა წარმართული რელიგიებიდან და შერწყმული იქნა ქრისტიანულ რწმენასთან» («A Dictionary of Religious Knowledge»).

«სიტყვა «სამება» ბიბლიაში არ გვხვდება... ის ოფიციალურად ეკლესიის ღვთისმეტყველებაში შევიდა არა უადრეს IV საუკუნისა» («The Illustrated Bible Dictionary»).

«ახალ აღთქმაში არ არის არც თავად სიტყვა «სამება» და არც მის შესახებ ნათლად გამოხატული დოგმატი… ქრისტიანულ კანონიკაში არ არსებობს არავითარი კონკრეტული მტკიცებულება, რომ ღმერთი სამერთიანია» («ახალი ბრიტანული ენციკლოპედია»).

«რაც შეეხება ახალ აღთქმას, მასში შეუძლებელია სამების რეალური დოგმატის პოვნა» (ბერნხარდ ლოზე, «Epochen der Dogmengeschichte»).


აითვისა ხარისხი lol.gif
ZAZAi
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7724
წევრი No.: 43862
რეგისტრ.: 12-October 07

გამოგზავნილია: 24 Mar 2020, 14:48  #56040107      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
საქმე იმაში კი არაა, ღმერთი სამია, ერთი თუ ოცდაშვიდმეტი. თვითონ ამაზე ყურადღების გამახვილება და ამის გამო ერთმანეთის ჭამა არის სრული იდიოტიზმი და მკრეხელობა. ეს კითხვა ტოლფასია იმისა, რამდენი ანგელოზი დაეტევა ნემსის წვერზე


--------------------
https://modivisaubrot.wordpress.com/
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (4) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0332 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]