მაგაზე არსებობს ძალიან მშრალი პასუხი: cold calling. ყიდულობ კომპანიების მონაცემთა ბაზას და რეკავ და რეკავ.
მე რომ ვამუშავებდი კომპანიას, დღეში 5-6 მაინც მირეკავდა, ან მესიჯს მიგზავნიდა, ძირითადად ინდუსები ან ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიდან, მთავაზობდნენ დაბალ პროცენტს და ა.შ
ჩემი აზრით, ყველაზე რეალური გზა სერიოზული ფულის შოვნისკენ არის ერთი ადამიანის ნახვა. აი ერთი owner - operator რომ ნახო და კარგად ამუშავო, ის გაგიბაზრებს.
რაც შეეხება იმ ერთის ნახვას:
პირველ რიგში უნდა იცოდე საქმე ზედმიწევნით. ანუ ოუნერ ოპერატორს უნდა ჰქონდეს მიზეზი, რატომაც წამოვა შენთან და არ დარჩება იქ, სადაც არის. საქმეს კიდევ მუშაობაში ისწავლი.
ამიტომაც ერთ-ერთ ვიდეოში მე ვურჩიე ხალხს, დათანხმდით რა ხელფასიც არ უნდა იყოს. სასაცილოც კი. ჩათვალე სტაჟირებაა რა.
(ნუ მერე იქ მძღოლებს დაუახლოვდები რამე რუმე, კონტაქტებზე გახვალ და ა.შ :დ )
ვინც რეალურად დიდ ფულს შოულობს, ახლობელი ჰყავს შტატებში.
აი სიტყვაზე, მე რომ ახლა ტრაილერი ვიყიდო და შენ დამტვირთო. მარტო ჩემგან გექნება მინიმუმ $1000. ეგ მინიმუმ :დ
მერე მე მკითხავს ჩემი ბრატი ბიჯო ვინ გტვირთავს? მე ვეტყვი მაგარი კაცია სლენგი. ვა, აქვს პონტი მეც დამტვირთოს? და ა.შ და ა.შ