#42349167 · 25 Sep 2014, 10:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქაფქიანა
QUOTE | ახლა წავიკითხე ბავშვობის დასასრული |
ისე ბევრი პოლიტიკური ქვეტექსტი იყო შიგნით კომუნისტები ვს შტატები ოვერლორდები ისე ჩადგნენ მათ შორის გეგონება რკინის ფარდის ფუნქცია შეითავსესო ადამიანს აეკრძალა განვითარება, კულტურის შექმნა. სამაგიეროდ მიიღო მსოფლიო მშვიდობა, ჰარმონია, ფული და საჭმელი. დანაშაული აღარ ხდება. ამის პარალელურად კაცობრიობის გონი დაჩლუნგდა, ახალი არაფერი იქმნება, ყველა მატერიალური სიკეთე ხელმისაწვდომია. კულტურული განვითარება თითქოს გამყინვარების ეპოქაში მოხვდა. სამუშაოსაც კი რობოტები ასრულებენ. ოვერლორდების შემოსვლა ტიპიური კოლონიალიზმია. როგორც ინგლისი-ინდოეთი და ა.შ. დადებითი მხარე ამასაც აქვს ორი აზრი არ არის. კოლონია ვითარდება ძლევამოსილი კოლონიზატორის წყალობით. შედის ახალი ტექნოლოგიები, საყოფაცხოვრებო ნივთები, კულტურაც კი. მაგრამ არის კი ეს სასრუველი? ანუ ის რომ განვითარებაში გეხმარება გარედან მოსული ტიპი, რომელიც თავის წესებსოს გახვევს თავზე. რა თქმა უნდა არა. სჯობს ყველაფერმა თავის წვენში იდუღოს და საზოგადოებას დავუტოვოთ თვითგამორკვევის იდეა. აი ეს აკლდა ოვერლორდებს. მათ სიკეთით და სათნოებით გააჩანაგეს ადამიანის ინდივიდუალიზმი.
This post has been edited by აბულაბას on 25 Sep 2014, 10:59
--------------------
"But doctor" He says, "I am Pagliacci."
http://celsius-233.blogspot.com/
|