ამ ჯერად ჩვენი ახალი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მინდა შევაგდო ასტროლოგიურ „სტანოკზე“, ექსპრომტად
და მერე კობახიძისა და ღარიბაშვილის ჰოროსკოპების შედარებაც გავაკეთო. ჩემთვის საინტერესო იქნება. იმედია ვინმე სხვისთვისაც.
მაშ ასე, მონაცემები აღებულია ვიკიპედიადან: 25.09.1978, თბილისი. სისტემა სიდერიული (ინდური).
დაბადების საათი არ ვიცი, ჩემი ვარაუდით ასცედენტი დავსვი ლომში.
ვნახოთ რა გამოვიდა.
ლომი ასცედანტად ყოველთვის გვაძლევს ამბიციურ ადამიანს რომელსაც სურს ყურადღების ცენტრში ყოფნა, პატივისცემის და ქათინაურების მიღება.
კობახიძის უცნაური ვარცხნილობა ერთ-ერთი მიზეზი იყო რის გამოც ასცედანტი ლომში დავუსვი. აქვე, ლომში ვხედავთ სატურნს. ლომი არც ისე კარგი პოზიციაა სატურნისთვის, თუმცა ამბიციურობას აძლიერებს, რაღაც რეალურ საფუძველსაც აძლევს ამ ამბიციებს, მაგრამ ჯანსაღი ეს ყველაფერი ვერასდროს გახდება.
ვნახოთ საიდან მოვიდა სატურნი. საიდან და ირაკლი VI და VII სახლიდან.
როცა VI სახლის მმართველი ხვდება პირველ სახლში - ამას მოაქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ცივსისხლიანობა, ადამიანი მომართული სირთულეების, წინააღმდეგობების დაძლევაზე, კონკურენტებთან და მტრებთან ბრძოლაზე, პრობლემების მოგვარებაზე.
კარგი იურისტები, ადვოკატები და ტრენერები არიან ხოლმე ასეთი კონსტელაციით.
როცა VII სახლის მმართველი ხვდება პირველ სახლში - აძლიერებს პიროვნებას, მის ჯანმრთელობას, ცნობადს ხდის პიროვნებას, და თუ სატურნთან აქვს კავშირი VII სახლის მმართველს ეს პოლიტიკურ ამბიციებს და ასპარეზს აძლევს ნატივს. და რადგან თავად სატურნია VII მმართველი ჩვენს შემთხვევაში ვხედავთ რომ ეს ასპექტი საკმაოდ მძლავრად გამოვლინდა.
კიდევ რა სიკეთე მოაქვს VII მმართველს ასცედენში? ბედნიერი ქორწინება, როგორც წესი სიყვარულით უღლდებიან. მეუღლე ლამაზი და კარგია. არის რისკი რომ მეუღლეს ზედმეტი გავლენა ექნება ნატივზე. მეუღლის ოჯახი ასევე დიდ და პოზიტიურ როლს თამაშობს ნატივის ცხოვრებაში.
და კიდევ, ინდურ ასტროლოგიაში VII სახლი უცხოეთსაც უკავშირდება (IX და XII სახლებთან ერთად) და ზემოაღწერილი კონსტელაცია საზღვარგარეთ დიდხანს ცხოვრებას და იქ კარგა კარიერასაც უქადის ნატივს.
ჩემი ვარაუდით ჩვენი დღევანდელი განხილვის ობიექტი მოგვიანებით საზღვარგარეთ გადასახლდება დიდი ხნით და კარგად იქნება იქ.
რომ შევასინთეზოდ VI და VII სახლის მაჩვენებლები სატურნის გათვალისწინებით მივიღებთ - ამბიციურ, სისტემური აზროვნების მქონე, საკმაოდ დაუნდობელ და ცივსისხლიან ტიპს, რომელსაც კარგი პოლიტიკოსის უნარები აქვს.
ჰოროსკოპში ვხედავთ სატურნის კარგა ასპექტებს მთვარესთან და მარსთან, რაც ინტუიციას, ემოციების მართვის უნარს, ლოგიკურ აზროვნებას და ბრძოლისუნარიანობასაც აძლევს ნატივს.
ახლა ვნახოთ სად წავიდა ასცედანტის მმართველი, მზე, სად არის ყურადღების ცენტრი და აქცენტი.
ვხედავთ რომ მზე II სახლშია, ქალწულში. აქვეა რახუ და ძლიერი მერკური და რაღაცნაირი პლუტონი.
ეს სახლი (ინდურში) გარდა ფულებისა და ფასეულობებისა, ასევე არის მშობლების ოჯახის, ოჯახური ღირებულებების, კვების, რესურსი რომელსაც ეყრდნობა ნატივი. ასევე ესაა მეტყველების სახლი.
უნდა ვივარაუდოთ რომ ოჯახს დიდი მნიშვნელობა აქვს მისთვის, გავლენაც იქნება მასზე. მზე თან მამის სიმბოლოა და მამის როლი მისი პიროვნულ ფორმირებაში იმდენად არა რამდენადაც რესურსით უზრუნველყოფაში, დიდი იქნება.
ფული, რესურსი - მნიშვნელოვანი იქნება ნატივისთვის. ამით უნდა იყოს უზრუნველყოფილი რომ თავი მშვიდად, თავდაჯერებულად იგრძნოს და იყოს ეფექტური მოქმედებებში.
რამდენიმე ასტროლოგიური კონსტელაციაა მდიდარი ადამიანის ინდურ ასტროლოგიაში. ერთ-ერთია როცა II და XI სახლის მმართველები შეერთებაში არიან ერთმანეთთან. ჩვენი ირაკლის შემთხვევაში კი ეს შეერთებაც არაა საჭირო, მერკური მართავს II და XI სახლებს. კარგი შანსი აქვს სერიოზულად გამდიდრების, რამე მერკურიანული მიმართულებით. დანამდვილებით რომ ვთქვათ გამდიდრდება უეჭველითქო, კიდე 2 ასტრო-მინიშნება უნდა ვიპოვოთ. ასე რომ დავტოვოთ ეს „წინასწრმტეყველაბა“ შანსის, შესაძლებლობის დონეზე.
რახუ, როვა შეერთებაშია რამე პლანეტასთან, ძალიან აძლიერებს ამ პლანეტების საშუალოდა დაბალ რეგისტრებს. ამ პლანეტას ხდის ნატივისთვის გამოხატული ამბიციის კვარცხლბეკად.
ჩვენს შემთხვევაში რახუ ისედაც ეგზალტირებულ მერკურის და მზეს აძლიერებს - ინტელექტი და პიროვნული ქარიზმა, ძალაუფლება იქნება მთავარი რასაც დაეფუძნება ნატივის ამბიცია, მისი პრეტენზია. მერკური ძაან ძლიერია და ვვარაუდობ, რომ ბევრ სიკეთეს მოუტანს კიდე.
და ვინაიდან ეს ყველაფერი იმ სახლშია, რომელიც მეტყველებას ეხება (ინდურში ასეა) - სადაოც არ არის რომ საუბარი, მჭერმეტყველება, ვერბალური „ხმალაობა“ - ნატივის ძლიერი მხარე იქნება.
კიდევ არაც ყურადღებას იქცევს ნატივის ჰოროსკოპში ესაა გამოკვეთილი და საკმაოდ დიდი პოტენციის მქონე III სახლი. აქ არის მარსი მოსუსტებული, ძლიერი ვენერა ურანთან შეერთებაში.
ხურუშსს და ლიბიდოს აძლიერებს და შეიძლება ზედმეტებშიც გადავიდეს ეს ყველაფერი, მაგრამ მე ყურადღებას იმაზე გავამახვილებ, რომ კარგი შემოქმედებითი პოტენციალი აქ, სილამაზის აღქმის და კეთების უნარი. მუსიკა, ფერწერა, დიზაინი და თუ გავითვალისწინებთ ძლიერ მერკურის - წერის ნიჭიც. მთვარის ტრიგონი ვენერასთან კიდევ უფრო აძლიერებს ამ ნიჭებს, სიღრმეს, ინტუიციურობას და სიფაქიზეს ანიჭებს. საპირისპირო სქესის მოხიბვლის უნარსაც აძლევს.
ახლა ყაყები:
პლუტონის კვადრატურა მთვარესთან მიგვანიშნებს, რომ დედის გავლენა/ჩარევა პიროვნულ განვითარებაშ ძლიერი იყო, მანიპულაციური და დესტრუქციული (თან პლუტონი IV სახლიდანაა).
ამის გამო საკუთარი შინაგანის სამყაროს დახუროლობა და „გასაიდუმლოებულობა“ იქნება, სხვებით მანიპულირების სურვილი და უნარებიც, სიღრმისეული კავშირების ბუნებრივად ჩამოყალიბების პრობლემაც.
იუპიტერი მარსის კვადრატი.
იუპიტერი თან V სახლის მმართველია (ეს კარმიული დამსახურებების და მოტანილი ბენეფიტების სახლია), ეგზალტირებულია - პოზიტივი შვილების და პიროვნული რეალიზების მიმართულებით.
მაგრამ იგივე იუპიტერი VIII სახლის მმართველიცაა, XII სახლშია, კვადრატურაში მარსთან - რაღაც ფარულ ჩათლახობას, კულისებში თამაშებს, სულიერ-მორალური პრინციპების დარღვევა-დაკიდებასაც ექნება ადგილი.
VIII სახლის მმართველიცაა, XII სახლში - რაღაც კრიზისი იქნება ცხოვრებაში, რის გამოც სამშობლოს დატოვება მოუწევს, მაგრამ ეს გარემოება, ისევ მისთვის იმუშავებს პოზიტიურად რაღაც პერიოდის შემდეგ.
ახლა ცოტა პროგნოზი,
სულ მალე, თებერვლის თვეშივე, ტრანზიტული კვანძები პლუტონთან მოვა შეხებაში, სატურნი კი საკუთარ ნატალურ მდებარეობასთან დადგება ოპოზიციაში - ვიღაცასთან დაშორება, ვიღაცის დაკარგვა, კრიზისი, გამოწვევა, სერიოზული გ ა მ ო ც დ ა. გაზაფხულიდან ყველაფერი დალაგდება, წინ წავა.
ჩემი ვარაუდით მისი პოსტზე ყოფნა გაგრძელდება 2025 წლის გაზაფხულამდე