2019 წლის 13 დეკემბერს, The Game Awards-ის დაჯილდოებისას, Microsoft-მა დააანონსა ახალი თაობის Xbox - Series X
Series X შეიქმნა The Most Powerful Console ფილოსოფიით და ახდენს 12 ტერაფლოპსი გამომთვლელი სიმძლავრის უტილიზაციას.
კონსოლზე მუშაობა დაიწყო 2016-ში, One X-ის ანონსის პერიოდში. მისი მონოლითური ფორმა გამოიწვია ორად გაყოფილმა დედა ბარათმა და გაგრილების სისტემის თავისებურებამ.
![user posted image](https://img.forum.ge/JCijjiWWiJBtQ.jpg)
კონსოლის დადება შეიძლება როგორ მაღლივ მდგომარეობაში, ასევე გვერდულად (გვერდითა წახნაგზე აქვს სპეციალური დასადები რეზინები).
გასაგრილებლად გამოიყენება ერთი 130 მილიმეტრიანი ქულერი. მისი კვების ბლოკი შეფასებულია 350W-ით.
კონსოლის გეიმპადმა განიცადა მინიმალური ცვლილებები. გახდა უფრო ერგონომიული, დააკლდა სიგნალის გადაცემის დაყოვნება და დაემატა Share ღილაკი.
კვების წყაროდ აქაც გამოიყენება AA ელემენტები. ახალი კონტროლერები უკუთავსებადია Xbox One-თან და პირიქით - XOne კონტროლერები მუშაობს ახალ კონსოლებზე.
![user posted image](https://img.forum.ge/JCijjiWWiJBSG.jpg)
Xbox Series X იყენებს AMD-ს ZEN 2 პროცესორისა და RDNA 2 ვიდეო ამაჩქარებლის არქიტექტურას. ის აღჭურვილია 16GB GDDR6 ოპერატიული
მეხსიერებითა და 1TB (802GB გამოყენებადი) nvme SSD-ით, რომლის სიჩქარე 2.4GB/წმ-ს, ხოლო კომპრესიით 4.8GB/წმ-ს აღწევს.
კონსოლს გააჩნია Raytracing-ის მხარდაჭერა და აქვს Custom 3D აუდიო პროცესორი.
![user posted image](https://img.forum.ge/JCijjiWuiJBtK.jpg)
Microsoft-მა ასევე დააანონსა Xbox Series S - ნექსტ გენ კონსოლი 4 ტერაფლოპსი სიმძლავრით, რომელიც მომხმარებლებს იგივე წარმადობას ჰპირდება Full HD-ში რასაც Series X 4K-ში.
ამ ბიუჯეტურ კონსოლს Series X-ისგან მხოლოდ ვიდეო ბარათი და ოპერატიული მეხსიერების რაოდენობა განასხვავებს. Series S-ში არ გვხვდება ასევე Blu-Ray დისკის წამკითხველი. კონსოლი აღჭურვილია 512GB nvme SSD-ით.
თ ა მ ა შ ე ბ ი![user posted image](https://img.forum.ge/JCijji38iJBt3.jpg)
Xbox Series X|S-ს ექნება წინა სამივე თაობის თამაშების უკუთავსებადობის ფუნქცია.
ორივე კონსოლი ხელმისაწვდომი გახდება 10 ნოემბერს.