ქვეყანას თუ დედა ეტირა, ლარი გვექნება თუ დოლარი ბევრს ვერაფერს შეცვლის, ასე რომ მსგავსი პანიკა არაფერს მოიტანს გარდა კიდევ უფრო გაზრდილი დოლარის კურსისა
მაგ გადახურდავება-გადმოხურდავებებში შოულობენ ბანკები მილიონებს და ღატაკდება ისედაც ღატაკი მოსახლეობა
ერთი ჩემი ნაცნობი მახსენდება სულ, რომელი წელი იყო აღარ მახსოვს, ნამეტანი ავარდა ბენზინის ფასი და ამან შედარებით დაბალ ფასად ავზი გაავსო და ბიჭებთან ამბობს, "გაძვირდეს აწი სუ ფეხებზე მკიდია, ბაკი სავსე მაქვს"
გეგონება იმ ერთი ავზით მთელი ცხოვრება ივლიდა ან მარტო ბენზინის ფასში იყო საქმე, ისეა მსგავს სიტუაციაში 2 კინკილა ლარის პატრონების პანიკა და დოლარის ყიდვა
”მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.”