ფორუმზე ძალიან ხშირად იხსნება ამ საოფისე კრებულთან დაკავშირებული თემები,ზოგს რაღაც ფორმატში გადაყვანა სჭირდება,ზოგს ექსელში მაკროსის დაწერა,ზოგს პარამეტრების შეცვალ და სხვა უამრავი რამ,გადავწვიტე ჩემი პირადი გამოცდილება გამეზიარებინა.
პირველი და ყველაზე აქტუალური არის უახლესი ფორმატები ოფისში,ძველი ოფისის პატრონები ვერ ახერხებენ მათ გახსნას,რის შედეგადაც თვითონაც წვალობენ და ჩვენც გვაწვალებენ.
ამ ხალხის საყურადღებოდ გადმოიწერეთ აი ეს
http://www.microsoft.com/downloads/details...&displaylang=enდა ეს პრობლემა მოიხსნება.
ახლა იმ ხალხის საყურადღებოდ რომელთაც სურთ ალტერნატიული პროგრამების გამოყენება და არ იციან სად ნახონ.
1) OpenOffice.org

OpenOffice.org გახლავთ ღია წყაროზე დაფუძნებული პროექტი მისიით: "მონაწილე საზოგადოების საშუალებით, შექმნას წამყვანი საერთაშორისო საოფისე პაკეტი, რომლის გამოყენებაც ყველა ძირითად პლატფორმაზე/ოპერაციულ სისტემაში იქნება შესაძლებელი და შეთავაზებს მომხმარებელს გამოიყენოს მისი სრული ფუნქციები და მონაცემები ღია კომპონენტებზე დაფუძნებული API-სა და XML-ზე დაფუძნებული ფაილის ფორმატის საშუალებით.
OpenOffice.org ასევე თვითონ გახლავთ ის პროდუქტი, რომელიც ამ კონტექსტით იქმნება. იგი წარმოადგენს ყველასათვის უფასო საოფისე პაკეტს, რომელსაც გააჩნია ტექსტის რედაქტირების, ტაბელური კალკულაციის, ვექტორული გრაფიკისა, HTML ფორმატისა და პრეზენტაციების მოსამზადებელი მოდულები. მისი ფუნქციონალურობა თავსებადი ფართოდ გავრცელებულ (კომერციულ) საოფისე პროდუქტებთან და სწორედ მათ ალტერნატივად უნდა იქნეს განხილული. ვინაიდან მისი მოპოვება/ გამოყენება უფასოდ არის შესაძლებელი, ადვილია მისი გამოცდა კონკრეტული ამოცანის ამოსახნელად. ყოველ შემთხვევაში, ბოლო ვერსიებმა კარგად აჩვენა პროდუქტის მრავალმხრივი გამოსადეგობა და მრავალი სახის ამოცანის ამოსახსნელად თავსებადობა.
არსებობს ამ პროგრამის ქართული ვერსიაც,გადმოწერა შესაძლებელია აქედან
http://download.openoffice.org/index.htmlპროგრამა სრულიად უფასოა

.
2) კიდევ ერთი პრეტენდენტი ესააა Ashampoo Office 2008
რომელიც კომერციული პროდუქტია

მწარმოებლები გვარწმუნებენ ამ პაკეტში გაერთიანებულია ყველა საოფისე პროგრამა ძალიან მცირე ფასად

.
გადმოწერა და შეფასება შესაძლებელია აქედან
http://www.ashampoo.com/frontend/products/...2&idstring=00383) StarOffice 8 რომელიც საქართველოში ნაკლებად პოპულარულია.

თუმცა საკმაოდ მძლავრი საოფისე პაკეტია,ეს პროდუქტიც კომერციულია სამწუხაროდ,თუმცა გადმოწერა და გატესტვა შეგიძლიათ აქედან.
http://www.sun.com/software/star/staroffice/features.jspget it

4) IBM Lotus Symphony

ეს საოფისე პაკეტი შექმნილია კორპორაცია IBM-ის მიერ ღია კოდის მქონე openoffice.org-ის ბაზაზე.
საბედნიეროდ ეს პაკეტიც სრულიად უფასოა.
გაეცანით მის შესაძლებლობებს აქ
http://symphony.lotus.com/software/lotus/symphony/home.jspaხოლო გადმოწერა შესაძლებელი აქედან
http://www14.software.ibm.com/webapp/downl...ny/download.htmარსებობს აგრეთვე ლინუქსის ვერსიაც

5) ThinkFree Office

ეს არის ჯავაზე შექმნილი საოფისე პაკეტი,რომელიც ონლაინში მუშაობის საშუალებასაც იძლევა,ამისათვის საჭიროა მხოლოდ რეგისტრაცია.
გადმოწერა შესაძლებელია აქედან.
http://myoffice.thinkfree.com/domain.se?me...DownloadTfoPage რათქმაუნდა კიდევ არსებობს სხვადსახვა საოფისე პაკაეტები,მაგრამ მე მათ არ განვიხილავ რადგან ისინი შესაძლებლობებით ზემოთ ჩამოთვლილებს ვერ შეედრებიან.
გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო ბმულს
http://www.zoho.com/http://www.ajaxlaunch.com/ajaxwrite/https://buzzword.acrobat.comhttp://docs.google.com/http://us.ajax13.com/en/აქ თქვენ შეგიძლიათ ონლაინში შექმნათ და დაარედაქტიროთ საოფისე დოკუმენტები,არანაირი ინსტალაცია არაა საჭირო.
აგრეთვე არსებობს საიტები რომელთა საშუალებითაც შეგიძლია დოკუმენტები სხვადასხვა ფორმატში გადაიყვანოთ
http://www.zamzar.com/http://media-convert.com/http://www.webconverter.net/i-convertother.htmlგადავიდეთ კიდევ ერთ პრობლემაზე ზოგიერთ ადამიანს ,მათ შორის მეც, არ სურს თავისი კომპიუტერი დიდი მოცულობის საოფისე პაკეტებით დატვირთოს რადგან ისინი მხოლოდ დოკუმენტებს კითხულობენ,გამოდის რომ საოფისე პაკეტები ტყუილად იკავებენ ადგილს .
ყველაზე გავრცელებული ფორმატები ესენია ppt.doc.xls
სწორედ ამ ფორმატში გვხვდება ძირითადად დოკუმენტები.
დავიწყოთ .doc ფორმატით
ამ ფორმატის გასახსნელად უნდა გამოიყენოთ
TextMaker Viewer 2008
იგი მხარს უჭერს შემდეგ ფორმატებს:
.doc Microsoft Word 6.0 up to Word 2007
.rtf Rich Text Format
.dot Microsoft Word templates 6.0 up to 2007
.psw Pocket Word (Pocket PC)
.tmd TextMaker 6.0 up to 2008
.pwd Pocket Word (Handheld PC)
.odt OpenDocument Text
.htm/html HTML documents
.sxw OpenOffice.org/StarOffice Text
.txt Text files (DOS, Windows, Unicode, UTF-8)
პროგრამა სულ რაღაც 5 მეგაბაიტია,რაც რათქმაუნდა დიდი შეღავათია ვინჩესტერისთვის და პროცესორისთვისაც

. ამასთანავე სრულიად უფასოა.
გადმოწერა შესაძლებელია აქედან
http://www.officeviewers.com/გადავიდეთ .xls ფორმატზე
ამ ფორმატის გასახსნელად საჭიროა Bytescout XLS Viewer .
ეს პროგრამაც სრულიად უფასოა და მხოლოდ 1 მეგაბაიტია ზომაში.
გადმოწერა შესაძლებელია აქედან
http://www.bytescout.com/pad/xlsviewer.zipან აქედან
http://www.download.com/Bytescout-XLS-View...4-10728548.htmlიმისათვის რომ პროგრამამ იმუშავოს საჭიროა .NET Framework 2.0 ან ზემოთ
მათი გადმოწერა შესაძლებელია აქედან
2.0 ვერსია
http://www.microsoft.com/downloads/details...&displaylang=en3.0
http://www.microsoft.com/downloads/details...&displaylang=en3.5
http://www.microsoft.com/downloads/details...31-508D977D32A6ნებისმიერი მათგანი გამოდგება,თუმცა მე 3.5-ს გირჩევთ.
რაც შეეხება .PPT ფორმატს ,სამწუხაროდ ალტერნატიული მწარმოებლის მიერ შექმნილი პაკეტი ვერ ვნახე.
თუმცა მაიკროსოფტის საიტზე აღმოჩნდა პროგრამა ,რომელიც ოფისის ინსტალაციის გარეშე ამ ფორმატს ხსნის.
http://www.microsoft.com/downloads/details...&displaylang=enამ პროგრამის ინსტალაციის შემდეგ შეგეძლებათ გახსნათ
Microsoft Office PowerPoint 2003
Microsoft PowerPoint 2002
Microsoft PowerPoint 2000
Microsoft PowerPoint 97
ზემოთ მოხსენიებულ ვერსიებით შექმნილი დოკუმენტები.
არსებობს აგრეთვე ამ პროგრამის უახლესი ვერსიაც რომელიც ყველა ვერსიას ხსნის 2007-ის ჩათვლით.
გადმოწერა შესაძლებელია აქედან
http://www.microsoft.com/downloads/details...&displaylang=enორივე პროგრამა ასევე სრულიად უფასოა.
პირადად მე არცერთი საოფისე პაკეტი აღარ მიყენია და მხოლოდ ზემოთხსენებული პროგრამების გამოყენებით შემოვიფარგლები.
რაც შეეხება ოფისის ექსპლუატაციას,მაკროსებს და დოკუმენტების რედაქტირებასთან დაკავსირებულ ლაფსუსებს ამაზე ჩვენი დამსახურებული მემბერი ბ-ნ macciavelli გიპასუხებთ.
პ.ს თუ მსგავსი თემატიკის კითხვები გაჩნდება
არ დახუროთ , ამას მიაბით ,რადგან შეიძლება იგივე კითხვა სხვასაც გაუჩნდეს და გაწვალდება ჩვენი ერთი წევრი

By Gi0rgius
This post has been edited by Gi0rgius on 11 Jun 2008, 13:42
ვისვენებ და ნუ შემაწუხებთ.