ნათარგმნი სტატია - ფოლდ ექვითი
წყარო -
http://www.pokertask.net/fold-ekviti/სტატია საკმაოდ კვალიფიციურია და იძლევა ფოლდ ექვითის შესახებ საინტერესო ინფორმაციას, თუმცა ის თეორიული ხასიათისაა და მოკლებულია პრაქტიკულ მაგალითებს, რომელიც საშუალებას მოგვცემდა პრაქტიკაში გამოგვეყენებინა მოცემული ინფორმაცია. სტატიაში მოყვანილი რამდენიმე მაგალითი საკმაოდ მარტივია. რა სტატია დაეხმარება დამწყებ მოთამაშეებს უკეთ გამოიყენონ ბლეფი გათამაშების დროს.
მთავარი ღირსება სტატიის ისაა, რომ გაანგარიშების წესი უმეტეს ლიტერატურაში მოცემულია მეტოქი ჰენდის ექვითის (სიძლიერის) ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც შეუძლებელია. ვინაიდან მოთამაშემ არსდროს არ იცის ზუსტად მეტოქის ჰენდი. არსებულ სტატიაში ფოლდ ექვითის გამოთვლაში იყენებს ავტორი დიაპაზონსა და მეტოქის დიაპაზონში კომბინაციებს რაოდენობას, რაც უფრო პროდუქტიულია.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ფოლდ ექვიტი
თუ თქვენ ვერ შესძეკუთ შეაგრივით ძლიერი კომბინაცია, ეს ჯერ არ ნიშნავს იმას, რომ ამ დარიგების მოგება შეუძლებელია. ბოლო-ბოლო, როგორც ფილ აივიმ თქვა: „პოკერში მთავარია ყველაფერი, გარდა კარტისა“. თუ თქვენ არ ხართ დაწმუნებული საკუთარი ხელის სიძლიერეში , აუცილებელი არაა მიხვიდეთ შოუდაუნზე, შესაძლებელია შეეცადოთ გამოაგდოთ მეტოქე ბანკიდან შოუდაუნდმდე. კარტის გახსნის გარეშე მოგებული ფული კარგი მოთამაშეების მიერ გამომუშავებული მოგების საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენს. იმისთვის, რომ გაზარდოთ ეს მაჩვენებლი თქვენს შედეგებში, პირველ რიგში უნდა ისწავლოთ სწორედ შეაფასოთ საკუთარი ფოლდ ექვით (ფე).
რა არის ფოლდ ექვითი პოკერში
ფოლდ ექვითი (Fold Equity) - ეს არის ალბათობა იმის, რომ მეტოქე დაყრის საკუთარ ხელს თქვენი ბეთის, ან რეიზის საპასუხოდ. ფოლდ ექვითიზე ხშირად საუბარობენ, როგორც თქვენი ბეთის/რეიზის შემადგენელ ნაწილზე. მეტოქის ხელთან ჩვენი ხელის პროცენტული თანაფარდობისგან განსხავევებით, რომელიც აბსოლუტური სიდედეა, ფოლდ ექვითი არ არის მუდმივი სიდიდე. ის შეიძლება იცვლებოდეს გარკვეული ფაქტორების ზემოქმედების შედეგად. რიგ შემთხვევაში თქვენ თავად შეგიძლიათ დაარეგულიროთ მისი მაჩვენებელი.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ოპონენტი უმეტეს შემთხვევაში არ უპასუხებს თქვენს ბეთ/რეიზს, ნიშნავს თქვენი ქმედება შეიცავს მაღალ ფოლდ ექვითის. თუ მეტოქე უმეტესად უპასუხებს თქვენს ბეთს, ნიშნავს რომ თქვენს ქმედებას აქვს მცირე ფოლდ ექვითი. თუ უკიდურესობებზე ვისაუბრებთ, თქვენი ქმედების ფოლდ ექვითი 100% როდესაც დარწმუნებული ხართ, რომ მეტოქე დაგიყრით კარტს და არ გვაქვს ექვითი, როდესაც მეტოქე არასდროს დაყრის თავის კარტს.
როდესაც თქვენ აპირებთ გააკეთოთ ბლეფ ბეთი, თქვენ უნდა გაანალიზოთ აქვს თუ არა თქვენს ქმედებას საკმარისი ფოლდ ექვითი. გარკვეულ შემთხვევაში თქვენ საწინააღმდეგოდ მოგიწევთ შეამციროთ თქვენი ქმედებით ფოლდ ექვითი (თუ თქვენ თავი მოუყარეთ ძლიერ კომბინაციას). ფოლდ ექვითი მაჩვენებლის გაზრდასა და შემცირებაზე მოქმედებს მრავალი ფაქტორი. აი მაგალითად რამდენიმე მათგანი.
ბეთის/რეიზის (ფსონის) სიდიდე
რაც უფრო დიდია თქვენი ფსონი, მით უფრო დიდია მისი ფოლდ ექვითი. ლოგიკურია, რაც უფრო მაღალია ფსონი მით უფრო ნაკლებად ექნებათ სურვილი მეტოქეებს მოახდინონ სუსტი ხელით ბანკში თანხის ინვესტირება. ამიტომ, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მეტოქეს აქვს საშუალო სიძლიერი ხელი, თქვენ უნდა იბლეფოთ დიდი და მსუყე ფსონით, რადგან გაზარდოთ თქვენი ფოლდ ექვითი. თუ თქვენ გინდათ დატოვოთ მეტოქე თამაშში, ესეთ შემთხვევაში მოგიწევთ თქვენი ფოლდ ექვითის დაწევა, ფსონის სიდიდის შემცირების ხარჯზე.
ბანკის სიდიდე
თქვენ უნდა ათვიცნობიერებდეთ, რომ თუ მეტოქემ უკვე ჩადო ბანკში მნიშვნელოვანი თანხა, მას ნაკლები სურვილი აქვს დატოვოს გათამაშება. ამიტომაც, საჭიროა გაითვალისწინოთ თქვენი ფსონის თანაფარდობა ბანკთან. ფსონი სიდიდით 500 ბანკში 3000 არც ძალიან დააბნევს თქვენს მეტოქეს. ესეთ დროს საჭიროა გაანალიზოთ მეტოქის თამაშის ხარისხიც. კარგი მოთამაშე ადვილად მიხვდება, რომ თქვენი პატარა ბეთი რივერზე მისგან თანხის მიღებისთვისაა განკუთვნილი და დიდი ბეთი ბლეფი. ესეთ შემთხვევაში თქვენი ბეთის ფოლდ ექვითი რადიკალურად იცვლება.
თქვენი იმიჯი მაგიდასთან
თუ ბოლო ორ წრეზე რამდენჯერმე დაგიჭირეს ბლეფზე, თქვენი ფსონები და რეიზები უკვე ფასი აქვს დაკარგული, ამიტომაც მათი ფოლდ ექვიტი საგრძნობლად შემცირებულია. ამის გამოყენებაც შეიძლება, მაშინ როდესაც თქვენ მოგივათ ძლიერი კარტი. მაგრამ ბლეფით მოგება თქვენი იმიჯით ნაკლებ სავარაუდოა.
მეტოქის ტიპი
ნათელია, რომ თქვენი ბეთის/რეიზის ფოლდ ექვითი მცირეა, როდესაც ეთამაშებით ავტომოპასუხეს. ვინაიდან ისინი ცდილობენ დაქოლონ ყველა ფსონი ყველაფრის მიუხედავად. ფოლდ ექვითი მაღალი აქვთ ტაიტ მოთამაშეებს, რომლებსაც ესმით ისეთი ნიუანსი პოკერში, როგორიცაა ბანკის შანსი.
ინიციატივა
თუ დარიგების წინა ეტაპზე (ქუჩაზე) თქვენ იყავით აგრესორი (კლასიკური ვარიანტი - თქვენ იყავით აგრესორი პრეფოპ), თქვენი ფონის ფოლდ ექვითი იქნება მაღალი. თქვენ წინასწარ აცხადებით თქვენი ხელის სიძლიერეზე წინა ქუჩაზე. მეტოქე უფრო ადვილად დაიჯერებს თქვენს უპირატესობას ესეთ შემთხვევაში. ამიტომაც, ინიციატივა უმნიშვნელოვანესი ელემენტია იმ მოთამაშეებისთვის, ვინც ცდილობს წაიღოს ბევრი ბანკი შოუდაუნის გარეშე. თუ თქვენ ითამაშეთ წინა სვლაზე ქოლით/ლიმპით ესეთ შემთხვევაში თქვენი ფსონის ფოლდ ექვითი დაბალია.
მოთამაშეების რაოდენობა დარიგებაში
რაც უფრო მეტი მოთამაშე შევიდა დარიგებაში, მით უფრო ნაკლებია თქვენი ფსონის ფოლდ ექვითი. სავარაუდოდ, რომელიმე მეტოქე მეტნაკლებად „მოედო ფლოპს “, შესაბამისად თქვენი ბლეფი ნაკლებ სავარაუდოა რომ გავიდეს. ესეთ დროს მნიშვნელოვანია ზემოთ ჩამოთვლილი ელემენტრების გამოყენებით ფოლდ ექვითი გაზრდა. მაგალითად ფსონის სიდიდის გაზრდა. სამაგიეროდ, მცირე ფოლდ ექვითი მულტიპოტში გაძლევთ შანსს თავისუფლად მიიღოთ ველიუ თქვენი ფსონიდან. ამიტომაც, თუ თქვენ ფლოპზე მიიღეთ სეტი, ან უფრო ძლიერი კომბინაცია შეგიძლიათ სლოუფლეის გარეშე დაიწყოთ თქვენი ჰენდიდან ველიუს მიღება.
ბორდის სპეციპიკა
თუ თქვენ გადაწყვიტეთ ძლიერი ხელის იმიტაციას, ბორდის კარტები უნდა გიწყობდნენ ამაში ხელს. თქვენ გინდოდათ მოგეპარათ ბლაინდები JTs - ით, ერთმა მეტოქემ მიიღო ქოლით თქვენი რეიზი. ფლოპზე ამოვიდა K24. თქვენ ხელს არ აქვს რეალური ექვითი, მაგრამ თქვენი გაგრძელებული ფსონს აქვს მაღალი ფოლდ ექვითი, ვინაიდან მეტოქეს ნაკლებად ეყოლება K, ხოლო თქვენ ადვილად შეძლებთ K-ს პრეზენტაციას.
ფოლდ ექვითის გაანგარიშება
პრაქტიკულად შეუძლებელია დარიგების დროს ზუსტად გამოითვალოს ფოლდ ექვითი. ამისთვის, საჭიროა რომ ზუსტად ფლობდეთ მრავალმხრივ ინფორმაციას კონკრეტულ მოთამაშეზე. მიუხედავად იმისა, თუ თქვენ საკმაოდ ხშირად თამაშობთ კონკრეტულ მოთამაშესთან, ზუსტად ფოლდ ექვითი გამოთვლა მაინც შეუძლებელია. ვინაიდან, მოთამაშეები ხშირად იცვლიან თამაშის სტილს. რასაც ის ფოლდავდა 2 თვის წინ, შესაძლოა დღეს იგივე ჰენდს ათამაშებდეს აგრესიულად.
რეალურად მოთამაშეები ცდილობენ გაიანგარიშონ ფოლდ ექვითის მიახლოვებული მაჩვენებლები. რაც სავსებით საკმარისია. მაგრამ, ამის მიუხედავად თქვენ უმჯობესია იცოდეთ როგორი პრინციპით ხდება მისი გაანგარიშება.
დავუშვათ, რომ ტაიტ მოთამაშემ UTG-დან გახსნა პრეფლოპ აგრესია. თქვენ იცით, რომ ის ამგვარ ქმედებას გააკეთებდა მხოლოდ ძლიერი ხელით. JJ+, AQ+. ამასთან ერთად თქვენ იცით, რომ ის თქვენს 3-ბეთს უპასუხებს მხოლოდ ქალების, კაროლებისა და ტუზების წყვილით. საინტერესოა, რა ფოლდ ექვითი აქვს თქვენს რე-რეიზს? ამისთვის, უნდა დავთვალოთ მეტოქის დიაპაზონში კომბინაციების რაოდენობა. თითოეულ ხელის წყვილზე მოდის 6 კომკომბინაცია, ხოლო AK-ზე და AQ-ზე 16.
სულ იქნება 6+6+6+6+16+16=56 კომბინაცია.
მათგან ის დაყრის თავის ხელს ვალეტების წყვილის, AK და AQ-ს შემთხვევაში. ეს არის 6+16+16=38 კომბინაცია.
იმისთვის, რომ გავიანგარიშოთ ფოლდ ექვითი უნდა დავთვალოთ რამდენ პროცენტს დაყრის მეტოქე საკუთარი დიაპაზონიდან. 38/56=0.68, ე.ი. თქვენი ფსონის ფოლდ ექვითი შეადგენს 68%-ს.
ამ ვიდეოსაც არაუშავს, თუმცა აქ საერთოდ სხვანაირი წესია გაანგარიშების. იყენებს საერთოდ განსხვავებულ ფორმულას. დიაპაზონის %, და არა კომბინაციების რაოდენობას, როგორც ეს სტატიაშია მოცემული. ვიდეო რუსულია. ინგლისურენოვანი ვიდეო პოვნა სავარაუდოდ უზერებს არ უნდა გაუჭირდეთ.
This post has been edited by alikantura on 3 Nov 2016, 11:36