მეგობრებო გამარჯობა, ესეთი შემთხვევა მაქვს, ამაზონიდან გამოვიწერე 9 ნივთი(კარტაზე მქონდა ჩაყრილი ყველა, ერთიანად გამოვიწერე), ერთ-ერთ ნივთს ეწერა შედარებით დიდი შიპინგის დრო, 10 დღე სადღაც, დანარჩენებს 2-3 დღე, სანამ ეგ ნივთი არ დაიშიპა არც დანარჩენები დაშიპულა, ანუ სადღაც 10 დღის მერე მომივიდა ამაზონიდან რომ ამანათები დაიშიპა და ყველა ამანათი გაერთიანდა ერთი საერთო Tracking ID-ის ქვეშ, ყველა ჩაყრილი იყო ერთ საერთო ყუთში და არცერთს არ ჰქონია არც ყუთი და არც მსუბუქი გადაფუთვა მაინც(კოსმეტიკური საშუალებებია ძირითადად), ერთ-ერთს კრემს საერთოდ თავსახური მოშვებული ჰქონდა და გადმოსული იყო სხვა ნივთებზე, თან ისეთი ცუდი და მძაფრი სუნი ჰქონდა, აშკარად ამჟავდა თუ რა მოუვიდა არც ვიცი
მოკლედ მაინტერესებს ეს ნივთები ესე რატომ ჩაყარეს ერთ ყუთში ყველაფრის გარეშე? prime member არ ვარ, მაგრამ 35$-ს აღემატებოდა და პრაიმ სერვისს მთავაზობდა, ეგ შეიძლება იყოს მიზეზი? თუ ერთიანად რომ ვიყიდე ყველა ნივთი? ზოგიერთი ნივთი subscribe & save-ით გამოვიწერე და ეგეც ხომ არაა რამე შუაში მომავალში რომ გავითვალისწინო
და მეორე პრობლემა, სადღაც ერთ კილოგრამიანი ნივთი საერთოდ არ იყო ყუთში, ანუ აკლდა(ვაშლის ძმარია შუშის ბოთლის 1 ლიტრიანი თითქმის), არადა წონის ფული გადავიხადე, usshop-ით მაქვს ჩამოტანილი, ვკითხე წინასწარ თუ ჩამომიტანდნენ და კიო, მანდ მითხრეს ჩვენთან რაც ყუთით მოვიდა ამანათები შემოწმების უფლება არ გვაქვს პირდაპირ ვაგზავნითო, სელერს უნდა მიწერო რომ თქვენი ნივთი არ ჩაბარდაო, არადა მაგის წონა ასახულია საერთო ამანათების წონაში რაც უნდა ყოფილიყო და რანაირად არ მიიტანდა? ერთი კილოგრამით ნაკლები რომ ყოფილიყო საერთო წონა ვიფიქრებდი, რომ მართლა არ ჩაბარებულა და რას მირჩევთ ამ შემთხვევაში?