#50510008 · 6 May 2017, 13:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
temo_777 არსებობს საქართველოს შსს მინისტრის ბრძანება "სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე". ამ ბრძანების თანახმად სპეციალური სიგნალი არის ნარინჯისფერი, ყვითელი, ლურჯი ან ლურჯი და წითელი ფერის ციმციმა სიგნალი, სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყო ან სპეციალური ხმოვანი სიგნალი, ხოლო სპეციალური შეფერილობა შეფერილობა, რომელსაც იყენებენ ოპერატიული ან სპეციალური სამსახურები მათზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებზე და რომელიც განასხვავებს ასეთ სატრანსპორტო საშუალებებს სხვა სატრანსპორტო საშუალებებისაგან. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და ამ ბრძანებაში საუბარი მიდის სპეციალურ სიგნალებზე. თუ სიტყვა-სიტყვით განვმარტოთ ეს ბრძანება და კოდექსის შესაბამისი ნორმა, მაშინ გამოდის, რომ პირი, რომელიც მანქანაზე დააყენებს წითელი/ლურჯი, ყვითელი, ლურჯი ფერის სიგნალებს, რომლებიც მოციმციმე არ არიან, მაშინ არ დაჯარიმდება..მიუხედავად ამისა ზედმეტი არ იქნება შსს მომსახურების სააგენტოში მისვლა და ამ საკითხის გარკვევა მომავალი პრობლემების თავიდან ასაცილებლად
|