დღეს დავბრუნდი თბილისიდან და მარმელადის ხე გადატეხილი დამხვდა.
გუშინ ძლიერი ქარი კი ყოფილა, მაგრამ ამაზე ბევრად ძლიერებს გაუძლო და ეხლა რა ჯანდაბა ეტაკა, არ ვიცი.
ჩემზე მაღალი - 2 მეტრზე უფრო მაღალი იყო. შარსან და წლეულს ძლივს დაიწყო ნორმალურად ზრდა, მეთქი, შეიძლება, გაისად მოისხას კიდეც-მეთქი... თუმცა ღერო არ ჰქონდა სიმაღლის შესაბამისი - ცერა თითზე ცოტა მსხვილი თუ იქნებოდა და ეხლა კი ვნანობ, ნეტა, ეგეც ამეკრა სარზე-მეთქი, მაგრამ ამდენი წელიწადი არაფერი მოსვლია და ახლა რა იყო ასეთი, ვერ ვიგებ. გულს შემომეყარა, იმხელა ხე რო დავინახე მიწაზე გაფენილი. იმედია, ამოიყრის, თუმცა მთლად ძირშია ჩატეხილი... ოღონდ რაღაც პატარა ნაწილით კია მიმაგრებული მთავარ ღეროზე, არც ფოთლებია მომჭკნარი და რომ წავუსვა ბაღის მალამო და ისე შევხვიო, არ შეხორცდება-ვითომ?
Master_Nick - ის კოქტეილი ეხლა რომ შევასხა მცენარეებს, დაგვიანებულია? ერთხელ მაინც რომ იყოს, სულ არარაობას კი ჯობია, მგონი.
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".