DEEP PURPLEეს არის ჯგუფი, რომელმაც...
გაუძლო დროს
მოახდინა მსოფლიო მუსიკაში გადატრიალება
შეცვალა უამრავი ადამიანის ცხოვრება
ადამიანებს დაანახა სამყარო სხვა თვალით
ეს არის ჯგუფი, რომელიც ასოცირდება მშვიდობასთან... და შესაბამისად ყველა ფარფლომანი მშვიდობის მოყვარულები ვართ...
***********************************************************************************************
ბიოგრაფია» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დიფ ფარფლი არის ინგლისური ჰარდ როკ ჯგუფი. ჯგუფის სახელი წარმოსდგება პიტერ დე როუზის სიმღერა დიფ ფარფლიდან. დღესდღეობით გაყიდულია ჯგუფის 100 მილიონზე მეტი ალბომი. დიფ ფარფლი ლედ ზეპელინსა და ბლექ საბათთან ერთად ითვლება ჰარდ როკის ერთ-ერთ ფუძემდებლად და დიდი წვლილი მიუძღვის მუსიკის ამ ჟანრის განვითარებაში.
1967 წელს ჯგუფ სერჩერსის ყოფილი დრამერი კრის კურტისი დაუკავშირდა ლონდონელ ბიზნესმენ ტონი ედვარდს იმ იმედით, რომ ის დაეხმარებოდა ახალი ჯგუფის შექმნაში. ედვარდსმა თანხმობა განაცხადა დაფინანსებაზე თავის ორ პარტნიორ : ჯონ კოლეტასა და ჯონ ჰაირთან ერთად.
კურტისი შეუდგა ახალი ჯგუფის ჩამოყალიბებას, რომლის სახელი იყო რაუნდებაუთი. პირველი ვინც ჯგუფს შეუერთდა იყო ჯონ ლორდი . შემდგომ კურტისმა დაითანხმა გიტარისტი რიჩი ბლექმორი. კურტისი მალე ჩამოშორდა ჯგუფს, მაგრამ ბლექმორმა და ლორდმა გაგრძელეს მუშაობა და ჯგუფში მიღეს ბას-გიტარისტი ნიკ სიმპერი, მოგვიანებით კი ვოკალისტი როდ ევანსი და დრამერი იან პეისი. 1968 წლის გაზაფხულს დანიაში ტურნეს შემდეგ ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს ჯგუფისთვის დაერქვათ დიფ ფარფლი (იდეა რიჩი ბლექმორს ეკუთვნოდა)
1968 წლის ტურნე აშშ-ში ჯგუფისთვის წარმატებული გამოდგა. სიმღერა Hush (Hush) სადებიუტო ალბომიდან Shades of Deep Purple დიფ ფარფლის პირველ ჰიტად მიჩნევა. მეორე ალბომის The Book of Taliesyn გამოსვლა დაემთხვა ჯგუფის ამერიკაში ტურნეს პერიოდს . ინგლისში ის მხოლოდ შემდეგ წელს გამოჩნდა. 1969 წელს გამოვიდა მესამე ალბომი Deep Purple. ინგლისში ეს ალბომი ჰარვესთ რექორდსმა გამოუშვა, ამერიკაში კი -ტეტრაგრამატონმა. ამ უკანასკნელს პრობლემები შეექმნა, რადგან ალბომის ყდისთვის გამოყენებული სურათი ჰიერონიმუს ბოსხის ტკბობის ბაღი ვატიკანს ეკუთვნოდა. საბოლოდ ტეტრაგრამატონი გაკოტრდა, როცა ალბომის ჯერ კიდევ უშვებდნენ. სამი ალბომის გამოშვების და ამერიკაში ხანგრძლივი ტურნეს შემდეგ როდ ევანსი და ნიკ სიმპერი უცერემონიოდ გაძევეს, მათ ნაცვლად კი ვოკალისტი იან გილანი და ბას-გიტარისტი როჯერ გლოვერი მიღეს. ასე ჩამოყალიბდა ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შემადგენლობა. ჯგუფის ამ შემადგენლობამ გამოუშვა საკონცერტო ალბომი Concerto for Group and Orchestra, სრული სამ მოქმედებიანი ნაწარმოები, რომლის ავტორიც ჯონ ლორდი არის. დიფ ფარფლმა ეს ნაწარმოები სამეფო ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად შეარსულა სამეფო ალბერტ ჰოლში(დირიჟორი - მალკოლმ არნოლდი). ეს იყო როკ ჯგუფისა და ორკესტრის ერთ-ერთი პირველი ერთობლივი ნამუშევარი, თუმცა, იმ დროისთვის, დიფ ფარფლის ზოგიერთი წევრი (განსაკუთრებით რიჩი ბლექმორი) არცთუ მოხარული იყო იმით, რომ მათი ჯგუფი მოიხსენიებოდა როგორც "ჯგუფი, რომელიც ორკესტრთან ერთად უკრავდა". მათ განზრახული ჰქონდათ ჯგუფის განვითარება უფრო ვიწრო, ჰარდ როკ სტილში.
1970 წელს ჯგუფმა გამოუშვა სტუდიური ალბომი Deep Purple in Rock 1970 , ასევე ჯგუფმა ჩაწერა სიმღერა Black Night , რომელიც მაშინვე ჰიტად იქცა და ბრიტანეთის მუსიკალურ ათეულში მოხვდა. 1972 წელს კი გამოუშვა ჯგუფმა უფრო სრულყოფილი ალბომი Fireball, ჯგუფის კიდევ ერთი სიმღერა Strange Kind Of Woman კვლავ ათეულში მოხვდა. 1972 წელს ჯგუდს უნდა ჩაეწერა ალბომი Machine Head როლინგ სტოუნზის მოძრავ ხმის ჩამწერ სტუდიაში, მაგრამ ფრენკ ზაპასა და მაზერს ოფ ინვენშენის კონცერტის დროს სავარაუდოდ შემთხვევით გაჩენილი ხანძრის შედეგად სამორინე დაიწვა. ალბომი ჩაწერეს ახლომდებარე სასტუმრო გრანდ ჰოტელში. ამ შემთხვევამ შთაგონათ დაეწერათ ცნობილი სამღერა Smoke on the Water. გილანი ამტკიცებდა, რომ მან დაინახა კაცი, რომელმა კონცერტის დროს სასიგნალო მაშხალა გაისროლა, რაც ხანძრის მიზეზი გახდა. მეშინ ჰედი დიფ ფარფლის ერთ-ერთ საუკეთესო და კლასიკურ ალბომად ითვლება. მეშინ ჰედის შემდეგ გამოვიდა საკონცერტო ალბომი Made in Japan, რომელიც ძირითადად იაპონიაში სამი კონცერტის დროს ჩაიწერა. Made in Japan დღესაც მიიჩნევა ყველაზე ცნობილ როკ საკონცერტო ალბომად, რომელიც კი ოდესმე ჩაწერილა. დიფ ფარფლის ეს შემადგენლობა აგრძელებდა მუშაობას და 1973 წელს გამოუშვა ალბომი Who Do We Think We Are და ჰიტი Woman from Tokyo, მაგრამ დაძაბულობა ჯგუფის წევრებს შორის უკვე აშკარა იყო. ევროპული ტურნეს შემდეგ გილანმა დატოვა ჯგუფი, გლოვერიც მასთან ერთად გაუშვეს. მათ მაგივრად აიყვანეს იმდროისთვის უცნობი მომღერალი ჩრდილოეთ ინგლისიდან დევიდ კოვერდეილი და ბას-გიტარისტი გლენ ჰიუზი . ახალმა შემადგენლობამ ჩაწერა მძიმ ბლუზ/როკის სტილში ალბომი Burn, კიდევ ერთი წარმატებული ნამუშევარი. ჰიუზმა და კოვერდეილმა ჯგუფს შემატეს რიტმ ენდ ბლუზის და სოულის ელემენტები, რაც უფრო თვალნათლივ შემდეგ ალბომში Stormbringer (1974) გამოჩნდა. ბლექმორი უკმაყოფილო იყო ამ შედეგით , რის გამოც მან დატოვა დიფ ფარფლი. ბლექმორმა რონი ჯეიმს დიოსა და ელფთან ერთად დაარსა ახალი ჯგუფი რეინბოუ. ბლაკმორეს წასვლა დიდი დანაკლისი იყო , მაგრამ მოიძებნა შემცვლელი და ეს იყო ტომი ბოლინი. ჯგუფში მნიშვნელოვანი ცვლილების შემდეგ 1975 წელს აშშ-ში გამოვიდა ალბომი Come Taste the Band. მიუხედავად კრიტიკოსთა განსხვავებული აზრისა, ახალმა ალბომა გამოაცოცხლა ჯგუფი და ახალი ჟღერადობა შესძინა მათ მუსიკას. ბოლინის გავლენა მნიშვნელოვანი იყო, მას მრავალი ახალი იდეა ჰქონდა. მაგრამ, შემდგომ ბოლინის ნარკოტიკებისადმი მიდრეკილების გამო, მრავალი კონცერტი გადაიდო და ჩაიშალა.
ამ ყველაფრის დასასრული 1976 წლის მარტს ბრიტანეთში ტურნეს დროს დადგა. 1968-1976 წლების დიფ ფარფლის ფინალური შოუს დროს, გიტარის სოლოს შესრულებისას, ჰეროინის ცუდად შერეული დოზის გამო ბოლინს მარცხენა ხელი დროებით წაერთვა. გიტარისტს დაკვრა აღარ შეეძლო. კოვერდეილმა აცრემლებულმა დატოვა სცენა. ეს დასასრული იყო. "ეს ტრაგედია იყო," - განაცხადა კოვერდეილმა. "ტომი შესანიშნავი გიტარისტი იყო, მაგრამ მას უბრალოდ არ შეძლო ... რამე ეღონა". დიფ ფარფლის დაშლის შესახებ საბოლოდ 1976 წლის ივლისში გამოაცხადეს. 1976 წლის 4 დეკემებრს კი ტომი ბოლინი 25 წლის ასაკში ზედმეტმა ნარკოტიკულმა დოზამ იმსხვერპლა.
1980 წელს როდ ევანსმა შეკრიბა ჯგუფი და დიფ ფარფლის სახელით რამდენიმე კონცერტი ჩაატარა, სანამ მას ამ ბრენდის გამოყენება აუკრძალეს.
მიუხედავად ამისა, 1984 წლის აპრილში, ჯგუფის დაშლიდან 8 წელიწადში აღდგენა შედგა. რადიო ბი ბი სი-მ გამოაცხადა, რომ 70-იანების შემადგენლობა – ბლექმორი, გილანი, გლოვერი, ლორდი და პეისი ახალ ალბომზე მუშაობდნენ. 1984 წლის ოქტომბერში გამოვიდა Perfect Strangers, რასაც მოყვა გასტროლები მთელ მსოფლიოში. ინგლისში გამართულ კონცერტს 80 000 ფანი დაესწრო. 1987 წელს გამოვიდა ალბომი The House of Blue Light, 1988 წელს – საკონცერტო ალბომი Nobody's Perfect. ჯგუფის 20 წლის იუბილის აღსანიშნავად გამოვიდა სინგლ "Hush"–ის ახალი ვერსია. 1989 წელს ბლეკმორთან უთანხმოების გამო გილანს ჯგუფი დაატოვებინეს, მის მაგივრად მოიწვიეს რეინბოუს ვოკალისტი ჯო ლინ ტერნერი. ამ შემადგენლობამ ჩაწერა მხოლოდ ერთი ალბომი Slaves & Masters (1990). ეს იყო ბლექმორის საყვარელი ალბომი.
ფანების უმრავლესობა უკმაყოფილო იყო ტერნერით და გილანის დაბრუნებას ითხოვდა. ასე ფიქრობდნენ ლორდი, პეისი, გლოვერი და ჩამწერი სტუდიაც. ბლექმორი დათანხმდა და დიფ ფარფლის კლასიკურმა შემადგენლობამ 1993 წელს გამოუშვა ალბომი The Battle Rages On. ამ ალბომის მხარდამჭერ გასტროლებზე გილანმა და ბლექმორმა ისევ იჩხუბეს. ბლექმორი ჯგუფიდან წავიდა. გასტროლების დასამთავრებლად გიტარისტად მოვიდა ჯო სატრიანი. მას ჯგუფში საბოლოოდ დარჩენაც შესთავაზეს, მაგრამ ამის უფლებას არ იძლეოდა მისი კონტრაქტი ჩამწერ სტუდიასთან. ბენდმა აიყვანა სტივ მორსი.
1996 წელს გამოვიდა ალბომი Purpendicular, რომელშიც მრავლად იგრძნობოდა მორსის ახალი იდეები. ამას მოჰყვა ასევე წარმატებული ალბომი Abandon (1998). 1999 წელს, ლორდმა ერთ-ერთ მუსიკოს ფანთან ერთად გადააკეთა Concerto for Group and Orchestra და ეს კონცერტი კიდევ ერთხელ გაიმართა სამეფო ალბერტ ჰოლში იმავე წლის სექტემბერში. ამ შემთხვევაში დიფ ფარფლითან ერთად გამოდიოდა ლონდონის სიმფონიური ორკესტრი პოლ მენის დირიჟორობით.
ჯგუფი აგრძელებდა გასტროლებს 2002 წლამდე, სანამ ლორდმა არ განაცხადა ჯგუფიდან წასვლის თაობაზე. ის შეცვალა დონ ეირიმ.
2003 წელს დიფ ფარფლმა გამოუშვა ახალი ალბომი Bananas და დაიწყო გასტროლები მის მხარდასაჭერად. 2005 წლის ივლისში მიიღეს მონაწილეობა საქველმოქმედო მარათონში Live 8. იმავე წლის ოქტომბერში კი გამოვიდა Rapture of the Deep. მიუხედავად იმისა, რომ ალბომი მხოლოდ რამდენიმე კვირაში ჩაიწერა, ის ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე პროგრესული და საინტერესო ნაშრომი გამოდგა. ალბომს კიდევ ერთი ხანგრძლივი მსოფლიო ტურნე მოჰყვა.
2007 წელს გილანმა ოფიციალურად ითხოვა მოყვარულებისგან, რომ არ შეეძინათ ჯგუფის საკონცერტო ალბომი, რომელიც ჩაწერილი იქნა 1993 წელს ეროვნულ საგამოფენო ცენტრში (ბირმინგემი). ამ ჩანაწერების გამოცემა არ იყო სანქცირებული ჯგუფის რომელიმე წევრის ან მთლიანად დიფ ფარფლის მხრიდან. ამასთან, გილანმა განაცხადა - ”ეს იყო ჩემი და მთლიანად ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პერიოდი”.
WIKIPEDIA***********************************************************************************************
ჯგუფის წევრები1. 1968-1969
რიჩი ბლექმორი
როდ ევანსი
ჯონ ლორდი
იან პეისი
ნიკ სიმპერი
2. 1969-1973
რიჩი ბლექმორი
იან გილანი
როჯერ გლოვერი
ჯონ ლორდი
იან პეისი
3. 1973-1975
რიჩი ბლექმორი
დევიდ კოვერდეილი
გლენ ჰიუზი
ჯონ ლორდი
იან პეისი
4. 1975-1976
ტომი ბოლინი
დევიდ კოვერდეილი
გლენ ჰიუზი
ჯონ ლორდი
იან პეისი
1975 - 1984
დაშლილი იყო
5. 1984-1989
რიჩი ბლექმორი
იან გილანი
როჯერ გლოვერი
ჯონ ლორდი
იან პეისი
6. 1990-1992
რიჩი ბლექმორი
როჯერ გლოვერი
ჯონ ლორდი
იან პეისი
ჯო ლინ ტერნერი
7. 1992-1993
რიჩი ბლექმორი
იან გილანი
როჯერ გლოვერი
ჯონ ლორდი
იან პეისი
8. 1993-1994
იან გილანი
როჯერ გლოვერი
ჯონ ლორდი
იან პეისი
ჯო სატრიანი
9. 1994-2002
იან გილანი
როჯერ გლოვერი
ჯონ ლორდი
იან პეისი
სტივ მორსი
10. 2002-დღემდე
იან გილანი
როჯერ გლოვერი
დონ ეირი
იან პეისი
სტივ მორსი
<> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <>
დღეს-დღეისობით საბოლოო შემადგენლობა
იან გილანიიან პეისიროჯერ გლოვერისტივ მორსიდონ ეირი***********************************************************************************************
დისკოგრაფიადიფ ფარფლი იუთუბზე***********************************************************************************************
დიფ ფარფლის ოფიციალური ვებ-გვერდი -
http://deeppurple.com/დიფ ფარფლის ფანებისგან შექმნილი ვებ-გვერდი -
http://www.thehighwaystar.com/დიფ ფარფლის ოფიციალური ბიზნეს ვებ-გვერდი -
http://www.deep-purple.comდიფ ფარფლი (1968-1976) ფეისბუქზედიფ ფარფლი ფეისბუქზედიფ ფარფლი ტვიტერზეიან გილანის ოფიციალური ვებ-გვერდი -
http://www.gillan.comროჯერ გლოვერის ოფიციალური ვებ-გვერდი -
http://www.roger-glover.co.ukსტივ მორსის ოფიციალური ვებ-გვერდი -
http://www.stevemorse.comდონ ეირის ოფიციალური ვებ-გვერდი -
http://www.don-airey.comჯონ ლორდის ოფიციალური ვებ-გვერდი -
http://jonlord.org/იან გილანი ფეისბუქზესტივ მორსი ფეისბუქზეიან პეისი ფეისბუქზეროჯერ გლოვერი ფეისბუქზედონ ეირი ფეისბუქზეჯონ ლორდი ფეისბუქზერიჩი ბლექმორი ფეისბუქზე***********************************************************************************************
დიფ ფარფლის განშტოებებიBlackmore's NightWhitesnakeRainbowGillan***********************************************************************************************
ეს კი ფარფლების ახალი კლიპი
დიფ ფარფლი საქართველოში
***********************************************************************************************
წინა თემის ლინკებიDEEP PURPLE --DEEP PURPLE-- (ნაწილი II, mkII)--->> DEEP PURPLE <<---DEEP PURPLE***********************************************************************************************
This post has been edited by ozzyozzy on 12 Jun 2013, 00:35