ეს თემა მოიცავს შრიფტებთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას და მათი გადაჭრის მეთოდებს, ბმულებს ფონტების რესურსებზე, სტატიებზე და ა.შ.
მე ვეცდები რომ აქ იყოს კონცენტრაცია მხოლოდ ინფორმაციაზე რათა ყველა აქ შემოსულმა ადვილად იპოვნოს მისთვის საჭირო საკითხზე პასუხები.
ყველა პოსტი გამარჯობა-გაგიმარჯოს ტიპისა წაშლილი იქნება, ასევე წაიშლება კამათი და დიალოგები, მათთვის შეგილიზათ გახნსათ ცალკე თემა ამავე განყოფილებაში.
ეს შედის თავად მომხმარებლების ინტერესებში, მე თავად ბევრჯერ საათობით მიძებნია საჭირო საკითხი მთელ ფორუმზე უშედეგოდ.ეხლა ორიოდე სიტყვა თავად თემაზე
რა არის შრიფტი?
მარტივი ენით შრიფტი (ფონტი) არის ასოების და სიმბოლოების გამოსახულებების ნაკრები. ფონტი შეიცავს ინფორმაციას ყოველი ასონიშნის კოდის შესახებ.რომ გავიგოთ შრიფტის დანიშნულება უფრო ზუსტად, უნდა ვიცოდეთ ტექსტის აკრეფის მექნიზმი.
სქემაზე არის გამარტივებული მოდელი (ახსნა არის გამარტივებული ენით ასე რომ პროფებო ნუ დაიწყებთ "ბლატავს"
).
თავდაპირველად თქვენ აჭერთ რაიმე კლავიშს, სიგნალი იგზავნება კომპიუტერში და დასამუშავებლად გადაეცემა კლავიატურის დრაივერს, რომელიც ფაქტიურად წარმოადგენს პროგრამას.
კლავიატურის დრაივერი კლავიშის კოდს გარდაქმნის სიმბოლოს კოდად. სიბოლოს კოდი გადაეცემა გრაფიკულ დრაივერს რომელიც ფოტნის გამოყენებით მას გარდაქმნის სიბოლოს გამოსახულებად.
ესე იგი კლავიატურის დრაივერი შეიცავს ცხრილს რომელიც განსაზღვრავს თუ რომელ კლავიშზე რა სიმბოლოა განლაგებული ხოლო შრიფტი შეიცავს ცხრილს რომელიც განსაზღვრავს სიმბოლოს შესაბამის გამოსახულებას.ზოგადად შრიფტი შეიძლება იყოს 8 ბიტიანი ან 16 ბიტიანი (უნიკოდი), 8 ბიტიანი ფონტი შეიცავს 255 სიმბოლოს, იგი შეიძლება შეიცავდეს 1 ან 2 ენის სიმბოლოებს.
16 ბიტიანი ანუ უნიკოდ შრიფტი იყენებს უნიკოდ კოდირებას და იგი ფაქტირუად შეიძლება შეიცავდეს ყველა დამწერლობის შესაბამის სიმბოლებს.
ცხადია უნიკოდ ტექნოლოგია წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა დღესაც გვხვდება სიტუაცია როდესაც უნიკოდ ტექნოლოგიის გამოყენების შეუძლებლობის გამო იძულებული ვართ გამოვიყენოთ 8 ბიტიანი კოდირება, თუმცა ასეთი შემტხვევები სულ უფრო და უფრო მცირდება და საბოლოოდ ალბათ უნიკოდი მთლიანად დამკვიდრდება ყველა სფეროში.
დღეისათვის ქართული შრიფტები შეგვიძლია პირობითად დავყოთ 3 ძირითად ტიპად -
1) არაალტერნატიული შრიფტები, 2) ალტერნატიული 8 ბიტიანი შრიფტები, 3) უნიკოდ შრიფტები;1) და 2) ტიპის შრიფტები არის 8 ბიტიანი კოდირების.
არაალტერნატიული შრიფტში ქართული ასოები არის ინგლისური ასების მაგივრად და შესაბამისად ეს შრიფტი შეიცავს მხოლოდ ერთი ენის - ქართულის შესაბამის ასოებს და სიმბოლოებს. ამ შრიფტის დადებითი მხარე არის ის რომ მის გამოყენებას არ ჭირდება არანაერი ენობრივი მხარდაჭერა, იქ სადაც მუშაობს ინგლისური შრიფტი, იმუშავებს არაალტერნატიულიც, ამას გარდა მისი აკრეფა შესაძლოა სტანდარტული ინგისური კლავიატურის დრაივერით, ამ დროს ქართული ასოები ძირითადად ემთხვევა შესაბამის ინგლისურ ასოებს. მაგრამ ამ ფონტს გააჩნია რამდენიმე საკმაოდ დიდი ნაკლი,
ა) შეუძლებელია ამ შრიფტით ერთდორულად ლათინური და ქართული სიმბოლოების გამოყენება, მაგალითად შეუძლებელია ასეთი ტექსტი აკრეფა - "კომპიუტერი Pentium III" (აიკრიფება "კომპიუტერი Pენტიუმ III");
ბ) შეუძლებელია ასეთ ტექსტში სრულყოფილი ძებნის და სორტირების გამოყენება, იმის გამო რომ ინგლისური დიდი და პატარა ასოები ძებნისას განიხილება როგორც იდენტური;
არალტერნატიული შრიფტების მაგალითებია აკადნუსხური, ლიტნუსხური და ა.შ.
ალტერნატიულ შრიფტებში გამოსწორებულია პრობლემა ა) მაგრამ არაა გამოსწორებული პრობლემა ბ) სრულყოფილად. ალტერნატიული ფონტების უმეტესობა იყენებს კოდირებას GESCII რომელიც დამტკიცებულია სტანდარტიზაციის დეპარტამენტთან არსებული სტანდარტიზაციის კომიტეტში და ამ სტანდარტმა ტავის დროზე დადებითი როლი ითამაშა არაალტერნატიული შრიფტების ჩანაცვლებაში. ასეთი შრიფტების მაგალითებია geo_arial, geo_times და ა.შ.
უნიკოდ შრიფტებში ყველა ზემოთხსენებული პრობლემა არის აღმოფხვრილი, იგი რეკომენდირებულია ყველა იმ შემთხვევაში როდესაც ეს ტექნიკურად შესაძლებელია, დღეისათვის მაიკროსოფტის მიერ წარმოებული ყველა მასიური პროდუქტი უზრუნველყოფს უნიკოდ კოდირებით მუშაობას და უნიკოდ ფონტების გამოყენებას. უნიკოდის დღევანდელი ვერსია შეიცავს ქართულ ანბანს და ამიტომ ქართუილთან პრობლემები არ იქნება უნიკოდის გამოყენებისას. უნიკოდ შრიფტის მაგალითია Sylfaen
This post has been edited by Kakha on 28 Dec 2004, 01:33
მიმაგრებული სურათი