ჩვენ მივიყვანეთ მია ორშაბათიდან, დადის დღის პირველ ნახევარში, დაძინებამდე.
არცერთი წუთი არ უტირია. ბავშვებთანაც თამაშობს, საჭმელიც მიირთვა ასე თუ ისე.
თუმცა ეს ჯერ არნიშნავს, რომ შეეგუა. შეიძლება კვირის ბოლოს იტიროს, ან მომავალ კვირაშიო, გაგვაფრთხილეს. შეიძლება არც. ძიძა მოსწონს აშკარად და მიეკედლა.
ნუცუბიძის პლატოზეა კერძო ბაღი "მიუ მიუ". ნორმალური აღმზრდელები ჰყავთ, თბილები, მოსიყვარულეები. ეზოც კარგია. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება
სანფლაუერი არ მოგეწონა საბოლოოდ? სიმართლე რომ გითხრა, იდეალური და გასაგიჟებელი ბაღი ვერც ვნახე, მაგრამ პრიორიტეტი მივანიჭე ნაკლებ პეროს და მატრაკვეცობას. მომავალი წლიდან ალბათ მაინც რომელიმე სკოლის ბაღში მივიყვანთ, ლოგოსში ან მწვანეში.
აქვე გახსნეს ახალი ბაღი "ლარდი", მაგრამ ფასს რომ თავი დავანებოთ, სწორედ ფასიდან გამომდინარე მგონია იქნება ზედმეტად სნობური ან გადატყლარჭული და არ მინდა რა.
ესკი არა, იმ ჭკუაზე ვარ, ლამის სოფელში გადავსახლდე და იქ გავზარდოთ ეს ბავშვი. რომ ვუყურებ, ბევრად ჯანსაღად იზრდებიან იქაური ბავშვები. თბილისი უსაშინლესი ქალაქი გახდა საცხოვრებლად, ყველა გაგებით.
მოკლედ, სრულიად არეული კიარადა შეცვლილი მაქვს ცხოვრებისეული პრიორიტეტები ამ ბოლო დროს
ბიძინა ასეთი უბრალო ხალხიდან არის გამოსული, ამიტომ მას უფრო კარგად ესმის მათი (C) miss-marple
დიახ, ათასობით ნაბიჯს დასავლეთისკენ ვერაფერი გადაწონის (C) შავლეგა