Keti-Ketდიდი მადლობა გამოხმაურებისთვის
სამწუხაროდ არ ვიცოდი ინგრედიენტების რაოდენობები,მაგრამ შევეცადე თვითონ გავრკვეულვიყავი.
მთლიანად მივენდე შენს(თქვენს) რეცეპტს და შევეცადე ნეტში სხვა რეცეპტებისთვის არ გადამეხედა ტვინი რომ არ ამრეოდა
ზუსტად არ ვიცოდი ეს გრანოლა რა იყო,დავგუგლე და თითქმის იგივე ყოფილა რაც მუესლი.გრანოლა მეტად კალორიული და შაქრიანი ყოფილა,მუესლი ნაკლებ კალორიული და ძირითადად უშაქრო...ვარჩიე მეორე.
მოკლედ მუისლი ვიყიდე კარფურის.
მაწონმა ცოტა დამაბნია,მეთქი ის მასა თხელი არ გამომივიდეს თქო და ავიღე არაჟანი,პრეზიდენტის,15%-იანი.15იანი იმიტომ,რომ მინდოდა ცოტა "მსუბუქი' ყოფილიყო.
მაწონი რომ მეყიდა ალბათ გაწურული?თუ ჩვეულებრივიც წავა?
ხაჭო რძის ლაბორატორიის 3,6%იანი.
ავიღე თანაბარი რაოდენობის ხაჭო და არაჟანი,ჩემს შემთხვევაში 150-150 გრ.თაფლი შევურიე საერთო მასის მეოთხედი,ანუ 75გრამი.
არ ვიცოდი ბლენდერში ამეთქვითა თუ მიქსერში

ჩემი მამაკაცური ინტუიციით ვარჩიე მიქსერი.
ავთქვიფე.თაფლი მქონდა მუქი ფერის.არ მოუხდა. გაითვალისწინეთ!
არ მოუხდა იმიტომ,რომ მასა გამოვიდა ცოტა მუქი ფერის.მოკლედ,ღია ფერის თაფლი უნდა.
ხილიდან გამოვიყენე ბანანი,მარწყვი,გარგარი,ბალი...გარგარზე შევცდი,რადგან არ იყო ტკბილი,ცოტა წაიმჟავებდა.ახალი შემოსულია დაა...მომდევნო თვეების გარგარი ალბათ ძალიან მოუხდება.
ბალი ძალიან გემრიელი მქონდა,მაგრამ აქაც როგორც თავიდან მეგონა ისე ორიგინალურად არ გამოვიდა.რომ დავფიქრდი კურკიანს ხომ ვერ ჩავდებდი? მომიწია შუაზე გაჭრამ,ცოტა ფორმა და სილამაზე დაკარგა შედეგად.ალბათ კურკის გამოსაცლელი რაღაც პატარა მოწყობილობა რომ არის იმით კაი შედეგი დაიდება.
დანარჩენი გავაკეთე როგორც რეცეპტში იყო,ფენა ფენა.
გამომივიდა ერთი საშუალო ჭიქა,ერთი დიდი და ერთიც ძალიან დიდი.
ჩავდე მაცივარში,გაცივდეს...ამიტომაც გემო ჯერ არ ვიცი,ხვალ გავსინჯავ
ვიზუალურად მგონი კარგად გამოიყურება,მით უფრო რომ ცხოვრებაში პირველად გავაკეთე მსგავსი რამ
კიდევ ველი სხვა,საინტერესო რეცეპტებს
მადლობა!
This post has been edited by The_Man on 5 Jun 2021, 22:11