დიზაინი დიახ, დიზაინი რადიკალურად შეიცვალა! სმარტფონის წინა პანელზე ამჯერად 18:9 ფორმატის მქონე ეკრანია განთავსებული, კუთხეები დამრგვალდა, Sony-ს ლოგომ ქვემოდ ჩაწია და სტერეო დინამიკების დიზაინი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. უკანა პანელზე შუა ნაწილში განთავსდა კამერა, კამერისთვის განკუთვნილი სენსორები და ნათება, თითის ანაბეჭდის ბიმეტრიული სკანერი და NFC, რომლის ლოგოც საკმაოდ უცნაურად გამოიყურება. სმარტფონის უკანა პანელის დიზაინი რკალისებურია, რაც ნიშნავს იმას, რომ შუა ნაწილში მისი სისქე საკმაოდ დიდი იქნება, თუმცა ამას ვერ ვიგრძნობთ, რადგან კორპუსის კიდეები საკმაოდ თხელი იქნება. სმარტფონის დიზაინის საერთო შემადგენელი ნაწილები შუშა და მეტალი გახლავთ Xperia XZ2-ის შემთხვევაში, ხოლო XZ2 Compact-ს უკანა პანელი პოლიკარბონატის მატერიით არის შესრულებული, რომელიც დაცულია ნაკაწრებისგან
ამოღებულია აუდიო ჯეკი, მეხსიერების ბარათის სლოტი კვლავ შენარჩუნებულია, IP68 სერთიფიკატი წყალ და მტვერ გამძლეობისთვის იმეორეს ტრადიციებს, ხოლოდ სმარტფონების კორპუსის უკანა და წინა პანელი დაცულია Gorilla Glass 5-ით.
პერფომანსიორივე სმარტფონის შემადგენლობაში გვხდება 10 ნანომეტიანი სუპერ მძლავრი ჩიფსეტი Snapdragon 845, 4 გიგაბაიტიანი LPDDR4X ოპერატიული მეხსიერება, 64 გიგაბაიტიანი UFS2.1 შესანახი მეხსიერება, მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია 400 გიგაბაიტიანი UFS2.1 ტექნოლოგიის ბარათით, სუპერ სწრაფი თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი, Android 8.0 ოპერაციული სისტემა(რომელიც მრავალი წელი მიიღებს სისტემურ და უსაფრთხოების განახლებებს) და მთავარი სიახლე S-Force მძლავრი Hi-Res აუდიო სისტემა ახალი DVS ტექნოლოგიით.
Xperia XZ2-ის შემთხვევაში გვხდება “QiWireless” უკაბელო დამუხტვის ტექნოლოგია და 3180 მილიამპერიანი ბატარეა, ხოლო XZ2-ის შემთხვევაში 2870 მილიამპერიანი ბატარეა და უკაბელო დამუხტვის ტექნოლოგიას ვერ შეხვდებით, თუმცა ორივე სმარტფონის შემთხვევაში სტანდარტულ “დამმუხტველად” წარმოდგენილია Qualcomm-ის უახლესი ტექნოლოგია Quick Charge 4.0, რომელიც სწრაფად დამუხტავს აღნიშნულ სმარტფონებს.
ორივე სმარტფონის შემთხვევაში გვხდება 5.7 და 5.0 დიუმიანი 18:9 ფორმატიანი ეკრანები(აღნიშნული ფორმატის დამსახურებით სმარტფონებს აქვთ ვიწრო ჩარჩოები და კომპაქტური დიზაინი) IPS LCD HDR ტიპის FHD+ რეზოლუციის ეკრანები “TRILUMINOS” ტექნოლოგიით დამუშავებული. მიუხედავად იმისა, რომ XZ2-ს აქვს 5.7 დიუმიანი ეკრანი, ზომებით იდენტურია მისი წინა თაობის XZ1-ის, რომელსაც 5.2 დიუმიანი ეკრანი აქვს, ხოლო XZ2 Compact-ის შემთხვევაშიც იგივე ვარიანტი გვხდება, მიუხედავად იმისა, რომ 5 დიუმიანი ეკრანია აქვს, ზომებით მსგავსია 4.6 დიუმიანი ეკრანის მქონე XZ1 Compact-ის.
კამერაორივე სმარტფონის კამერად წარმოდგენილია 19 მეგაპიქსელიანი 1/2.3 დიუმის ზომის სენსორი IMX400(რომელიც ყველაზე დიდი სენსორია ბაზარზე არსებულ ფლაგმანურ სმარტფონებს შორის), მის შემადგენლობაში გვხდება F2.0 დიაფრაგმიანი ლინზები, 5 AXIS(ღერძიანი) ელექტრონული სტაბილიზაცია), 4K HDR ვიდეოს გადაღება(პირველი და ერთადერთი სმარტფონი გახლავთ აღნიშნული სიახლით), “სუპერ შენელებული” ვიდეოს გადაღება FHD და HD რეზოლუციით 960 კადრით წამში, ასევე შესაძლებელია სტანდარტული შენელებული ვიდეოს გადაღება 120 კადრით წამში. წინა კამერად წარმოდგენილია 5 მეგაპიქსელიანი სენსორი FHD რეზოლუციის ვიდეო გადაღების შესაძლებლობით. 3D Creator აპლიკაცია უკვე წინა კამერაზეც მუშაობს.
წამიშალა გიორგიმ რაც დავუწერე პასუხები, თემა დახურა, ახალი თემა გავხსენი,წაშალა და ბანი დამადო.ასე რომ მოვრჩი, ნახვამდის, ყველაფერი ნათქვამია :) არ მოეწონა პასუხები ბიჭს :)