#61350010 · 19 Jun 2024, 23:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
°iki°
QUOTE | პ.ს. რონალდოს ფუნქცია ვერ გავიგე რა უნდოდა გუშინ მოედანზე o_O |
რონალდუმ უკვე შექმნა ეპოქა ფეხბურთში და პენსიაზე გადის, იპოვე განსხვავება აი, ლეაუმ კი ვერაფერი გააკეთა თავისი რეიტინგის შესაბამისი. * * * ultramarineQUOTE | კვარას ფუნქციას რაღა მიხვედრა უნდა ხალხო რას ვერ მიხვდით? |
ჩემი შეხედულებით, ხვიჩა ნელნელა სწორხაზოვან მოთამაშედ ყალიბდება. მის თამაშს აღარ აქვს შარმი, დრაივი და შედეგი. იტალიაში მისი გაჩერება კიდევ უფრო დააზარალებს, იქ ყველაფერი სქემატურად არის გაწერილი, კვარა კი ბუნებით შემოქმედია. ამიტომ იგი უნდა მოხვდეს ისეთ გუნდში, სადაც ინდივიდუალიზმი ფასდება და შედეგსაც დებს. ეს შეიძლება იყოს ესპანეთი, საფრანგეთი ან ინგლისი. ბოლო თამაშს რაც შეეხება, როდესაც ათასობით გულშემატკივარი, უცხო მხარეში შენს სახელს სკანდირებს, უბრალოდ ვალდებული ხარ ტყავიდან ამოძვრე და შედეგი დადო, თუნდაც ეს მწვრთნელის გეგმას ეწინააღმდეგებოდეს.
სპალეტის ედოს მისი ცოდვა! )))))
This post has been edited by 3Dmaster on 19 Jun 2024, 23:56
--------------------
ალმასი მიწაში უბრალო ქვა არის, სკივრში - გადახდის ერთერთი საშუალება, .....ბრწყინავს, როდესაც სხვადასხვა კუთხიდან შეხედავ.
|