#61210656 · 30 Apr 2024, 15:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გუშინდელი ფარსი იყო იქ შეკრებილი ხალხის გაფარჩაკება. 60% იყო ისეთI ადამიანი, რომლებსაც ძალიან ცუდი ეკონომიკური ვითარება აქვთ ოჯახებში, არიან უსამსახუროდ, ან სხვის კმაყოფაზე. დანარჩენი 30% იყო საჯარო სამსახურებიდან, იძულებით წამოყვანილი საზოგადოება. ის 10% ყველა აქციაზე დგას.
ჰოდა, აბა ამდენი ვართო, ვიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსო (თუ რუსები არა, ვინ გვართმევს ისედაც?!), ვიცავთ ოჯახის სიწმინდესო (ან ეს რას ნიშნავს, რას გულისხმობენ?!, ყველას წმინდა ოჯახი ჰყავს), გამოდით დღეს, გვანახეთ თუ ხართ მართლა უმეტესობა, თუ ხართ დაუშინებლები, გმაოდით და ახლა გვაჩვენეთ საქმე, გუშინდელი მასკარადის მერე ყველაფერი ნათელია, დრო გადის და ადამიანებიც იცვლებიან, იგივე ფანდი შეიძლება 2010ში, 13ში, 14ში გვეჭამა... მაგრამ ახლა 2024 წელია, ბევრი ცუდი დათესეთ.. ისეთს მოიმკით, რომ მკათათვეს თუ მოესწარით და არ გაასწარით, ეგეც საკითხავია!.
ოცნების პოლიტიკოსები რომ ოპოზიციაში 1 დღესაც ვერ გაქაჩავენ ეს ხომ ცხადია, ამათ არაფრის უნარი აქვთ, გარდა იმათი 9წელის ძახილისა და ბიუჯეტის გამოხვრისა...
გამოდით, გელით, დღესაც გვანახეთ რა შეგიძლიათ. უბრალო ხალხმა განახეთ წინა დღეებში- ფულზე გაყიდული, მორალის ჩრდილით შეშინებული ქოცებისგან განსხვავებით, რომ ერთი ინტერესი და მიზანი გვაერთიანებს, რაც ქვეყნისთვის სასარგებლოა. თქვენ კი საბჭოური ლოდის კენჭები ხართ!
--------------------
ვინც თვლის, რომ საკმარისი არის საკმარისი, მას ყოველთვის აქვს საკმარისი. :)
|