არ ვიცი ვის რამდენად აინტერესებს ეს სფერო და ვაჭრობს თუ არა ჩვენთან ფასიანი ქაღალდებით ვინმე, მაგრამ ვფიქრობ რომ საინტერესო თემაა და ამ ფორუმზე უნდა იდოს.
მაშ ასე;
საქართველოში დაახლოვებით 15 საბროკერო კომპანიაა.
საქართველოს საფონდო ბირჟა კი კვირაში 3 დღე: ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 13:00 დან 14:15 სთ -დე მუშაობს. გამოშვებულია 243 ფასიანი ქაღალდი, აქედან ყველაზე წარმატებული GEB - ინდექსი " საქართველოს ბანკი" (მახსოვს ყიდვას რომ ვაპირებდი 4.5 ლარი ღირდა ეხლა კი 57.00 ლარი ღირს)
WINE - თელიანი ველი 0.30 დან 1.00 ლარამდე გაიზარდა, KAZB - "ყაზბეგი" რაც მახსოვს 2-3 ლარი ღირდა ეხლა კი 11.50 გამხდარა. ვფიქრობ გაიზრდება UTC - "გაერთიანებული ტელეკომის" ფასიც თუ რა თქმა უნდა მათ დასახული მიზნები შეასრულეს(მხედველობაში მაქვს: ახალი მობილური ოპერატორის და საკაბელო ტელევიზიის გაკეთება შეძლეს. ახლახან გაუშვეს ინტერნეტ პროვაიდერიც, რამაც ცნობილი მიზეზების გამო უარყოფითი გავლენა იქონია მათ იმიჯზე და შესაბამისად მათ აქციებზე.ვფიქრობ რომ გამოსწორებადია). GTC -Galt & Taggart Capital 0.10 დან 1.80 მდე (ჩემი აზრით ხელოვნურია) და ა.შ
მოკლედ პოტენციალი არსებობს, მაგრამ....
ჩვენი საბროკეროების შემხედვარე საფონდო ბირჟისკენ გახედვა აღარ მოგინდება.
ეს არის საბროკერო კომპანია TDAMERITRADE -ის (USA) სამართავი პანელი სადაც ძალიან მარტივად და იაფი მომსახურებით შეგიძლია შეიძინო შენთვის სასურველი აქციები, ნიუსებზე და სხვა სამართავ პანელებზე რომ არაფერი ვთქვათ(მოდის პირდაპირი ინფორმაცია ბაზრიდან)
ჩვენთან კი რაღაც დავალების ბილეთი უნდა შეავსო, მიიტანო საბროკეროში და ალბათ ოდესმე რაღაცას ეღირსები... მესმის რომ ცოტათი ეს ჩვენი კანონების ბრალიც არის, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა იზრუნოს ამ საქმეზე.
ან შენ რას სთავაზობ საკუთარ კლიენტს , ამას შენს მაგივრად იზავს ვინმე?
ქვემოთ დავდებ ჩვენი საბროკეროების ლინკებს, თვითონ შეადარეთ ვინ რას გვთავაზობს. თუ რა თქმა უნდა მათი საიტი გამართულად მუშაობს
1. www.tbilintercapital.com
2. www.tbcbroker.ge - TBC ბანკის
3. www.galtandtaggart.ge - საქართველოს ბანკის
4. www.investgroup.ge
5. www.caucasusfinancial.com
6. www.capital.ge
დასაწყისში ვთქვი რომ 15 საბროკერო კომპანიაა მეთქი, მაგრამ დანარჩენებს საიტი არ გააჩნიათ, ან ამათ თუ ნახავთ ხომ...
ზოგი 3-4 წელია დამზადების სტადიაში, ზოგი კი საერთოდ დაკარგულია ი-ნეთში, ზოგს კი გადაუწყვეტია საკუთარი ბანკის ნაცვლად სკანდინავიური ბანკის რეკლამა გამოკიდოს თავის საიტზე.
როდემდე გვინდა "ლისი" საბურავებით ზამთარში სიარული : )
და ბოლოს ჩვენი საფონდო ბირჟის საიტი www.gse.ge სრულ ინფორმაციას აქ გაეცნობით
მგონი მოვრჩი : )
This post has been edited by zaziki on 22 Sep 2007, 00:20