ავტობანის მშენებლობა 2006 წლის 15 მარტს დაიწყო.
პირობითად ავტობანი დაყოფილია რამდენიმე მონაკვეთად, რომელთა ნაწილი დასრულებულია, ნაწილი მშენებლობის პროცესშია, ნაწილი დაპროექტების და ნაწილი მხოლოდ პერსპექტივაშია.
- რუსთავი - წითელი ხიდი (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 35 კმ. სტატუსი უცნობია):
- ნატახტარი - თბილისის შემოვლითი გზა (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 55 კმ. სტატუსი უცნობია):
-ნატახტარი - სურამი (დასრულებულია):
- სურამი - ჩუმათელეთი (რიკოთის გვირაბი) F0 ლოტი (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 6,9 კმ.):
სამუშაოებს ასრულებს ჩინური კომპანია"სინოჰიდრო". გამოწვევებია და როდის დასრულდება, უცნობია.
- ჩუმათელეთი - არგვეთა (იგივე რიკოთის უღელტეხილი).
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 მონაკვეთად არის დაყოფილი:
- ჩუმათელეთი - ხევის მონაკვეთი (F1 ლოტი) - 11.7 კმ. მშენებლობას ახორციელებს - “China State Construction Engineering Corporation Limited”
გამოწვევებია და სავარაუდოდ 2025-ში დასრულდება.
- ხევი-უბისას მონაკვეთი (F2 ლოტი) - 12,2 კმ. დასრულებულია.
- უბისა-შორაპანის მონაკვეთი (F3 ლოტი) - 13 კმ. დასრულებულია.
ჯამში ამ ორ მონაკვეთზე და F1-ის მცირე მონაკვეთზე გახსნილია 27 კმ-მდე.
- შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (F4 ლოტი) - 14,7 კმ. გამარჯვებული კომპანია - “Guizhou Highway Engineering Group” და “China National Technical Import and Export Corporation“.
სავარაუდოდ 2024-ში დასრულდება.
-არგვეთა - სამტრედია (დასრულებულია).
- სამტრედია - გრიგოლეთი (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 52 კმ).
დაყოფილია 4 ლოტად:
I ლოტი - სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 11.5 კმ.
დასრულებულ გზაზე გახსნამდე ხიდი ჩაგვენგრა და როდის დასრულდება, უცნობია.
II ლოტი - 18.5 კმ. დასრულებულია. მოძრაობა გახსნილია 13 კმ.ზე (ჯაპანა-ლანჩხუთი).
III ლოტი - სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 12 კმ. მშენებლობას ახორციელებს - „China Road and Bridge Corporation“.
როდის დასრულდება, უცნობია.
IV ლოტი - დასრულებულია
-
- გრიგოლეთი - ფოთი (სტატუსი უცნობია). -
გრიგოლეთი - ქობულეთის შემოვლითი E70 (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 14 კმ) სამშენებლო სამუშაოებს თურქული სამშენებლო კომპანია (ერთობლივი საწარმო) „POLAT YOL & MAPA“ ასრულებს.
გახსნილია 11 კმ.
-
ქობულეთის შემოვლითი გზა E70 (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 33,6 კმ. დასრულებულია).
-
ბათუმის შემოვლითი გზა E70 (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 14 კმ.
სამშენებლო სამუშაოებს თურქული სამშენებლო კომპანია (ერთობლივი საწარმო) „POLAT YOL & MAPA“ ასრულებს.
კიდევ ერთი ჩავარდნილი პროექტი. როდის დასრულდება, უცნობია.
- E70 ჭოროხი(ბათუმის შემოვლითი) - სარფი. სტატუსი უცნობია.
მთლიანი რუკა:
მეტი ინფორმაცია:
http://georoad.ge/ წინა თემების ბმულები:
ავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძეავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - IIავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - IIIავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - IVავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - Vავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - VIავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - VIIავტობანი - ნაწილი 8ავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძეავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - Xავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - XIავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - XIIავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - XIIIავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე (V14)ავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე (V15)ავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე (V16)ავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე (V17) This post has been edited by ZEUS on 6 Feb 2024, 22:07