მე მგონი, ადრეც დავწერე - აანონსებდნენ ახალი სერიები გადავიღეთო, მაგრამ ამ ორის მეტი არ უჩვენებიათ. ან იმედის დარბევის დროს განადგურდა, ან სხვები დასრულებული არ იყო. ეს ორი სერია ალბათ 2008 -ში დაასრულეს - მონტაჟი, პოსტპროდაქშენი და გაუშვეს. სხვები კი აღარ გააგრძელეს, ან, თუ არსებობდა, განადგურდა.
„ყავა, ლუდი და ახალი წლის პირველი დილა" საახალწლო ფილმის სახით გვიჩვენეს, როგორც „მთვარიანი ველის სერენადა" - ამასაც არ აწერია სეზონი, თუმცა სილკნეტმა "მეფეები და კომბოსტო" -ს ტიტრები მიაბა
https://www.youtube.com/watch?v=kHWUbW1MBA8 - მსახიობების ჩამონათვალზე ჩანს

რა თქმა უნდა, სილკნეტის მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის - პრაქტიკულად მთელი სერიალი გვიჩვენა, მათ შორის ისეთი ფილმებიც, არსად რომ არ იდო.
ერთ ფილმს კი ახალი სეზონს ხომ ვერ დააწერდნენ და „ჩამავალი მზის ბულვარი“ -ც დამოუკიდებელ ფილმად გაუშვეს. ძალიან საწყენია რომ ვეღარ გაგრძელდა, მივიღებდით ახალ სეზონს ახალი მარიკა ჟღენტით.
CL55AMG -გან განსხვავებით მე ეს მსახიობი ძალიან მომწონს და სიამოვნებით ვნახავდი ახალ სერიებში.
This post has been edited by Kristinaaa on 3 Mar 2020, 10:50