#61244452 · 11 May 2024, 06:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Kakha.G
QUOTE | ანატოლიელები არიან G2a2b აფ.ადიღეური ბრანჩის ხალხი, ზოგადად ევროპულ ანატოლიური ნეოლითი. ქართველები მათ აღმოსავლეთით, ვანის ტბის ჩრდილოეთით ცხოვრობდენ. კლიმატის ცვლილების წყალობით ორივემ ერთდროულად ამოიწია კავკასიაში. |
უბრალოდ ვარაუდს ეყრდნობა. ესპანეთი ან ლიბანი რომ დაგეწერა იგივე წონის იქნებოდა.
გენეტიკურად ქართველობა არის ადგილობრივი. გადახედე რეგიონებს და ისტორიას. ქართველების გენეტიკური პროფილიც არის ისეთი როგორიც აქვთ დასავლეთ ქართველებს- უფრო მეგრელებს, სვანებს
სხვა რომელიმეს ვინმესთან სიახლოვე თუ აქვს ეს არის შერევის შედეგი. სომხების შედეგებში მტელი ჩრდილო და დასავლეთ სემიტების სამყაროს შემდეგ , კვიპროსელები ქურთები თურქები არიან და მერე შორეულად საქართველოს 2-3 რეგიონიც მარა არა სხვები. ეს რეგიონები სომხური და ურარტული მიქსტურის გამოა წინააზიელებთან ახლოს.
საწურბლიელის გენეტიკური პროფილი კი ყველაზე ახლოს მეგრელთან და სვანთანაა. კოტიელიც კი 85%ით იყო საწურბლიელი(კავკასიელი მონადირე შემგროვებელი) 3-4000 წლის წინ დარწმუნებული ვარ დასავლეთ საქართველოში 70% მაინც იქნებოდა CHGწილი ადგილობრივებში.
ეგრისის დიდი ომის დროს რომ გაეწყვიტათ ეგრისელები(როგორც მისიმიანები) და გადაესახლებინათ ნაწილი. აღმოსავლეთი მერე შაჰ აბასს გაესახლებინა, მერე ქართველების პროფილზე ვიმსჯელებდით გადარჩენილი თუშ-ფშავ-ხევსურებით. ქართველური ენები რაღაცის ნაწილია მარა რისი და ვისი ვერავინ მიაგნო. ვერც გადარჩენილი ფერეიდნელებიდან დადებდა ვინმე რამე დასკვნას.
სვანებში G2a1 მასიურობა რომ არა არავინ იფიქრებდა მის ქართველურ სამყაროსთან კავშირზე. ფაქტია სვანები მთაში იზოლირებული ჯგუფია, ძალიან ძველი ქართველური ენით და ძველი შენარჩუნებული გენეტიკით და ჰოი საოცრებავ აბსოლიტურ უმრავლესობას G2a1 აქვს. ლოგიკურად უფრო ძველი შტოები დანარჩენ ქართველებში უნდა იყოს , მაგრამ არაა. რაცაა პარარელურებია.დიდი რაოდენობით პარალელური შტოებია ასევე ყარაჩაი ბალყარელებში და ოსებში. ოსები და ყარაჩაიბალყარელები მაგ ენაზე გვიან გადავიდნენ. აშკარაა მამის ხაზებით ეგ მოსახლეობა დასავლეთ საქართვდლოს მთაში ავიდა და ჩრდილოეთშიც გადავიდა.ან პირიქით.
უფრო რეალურია ბოლო კვლევა რაც იყო რომ CHG ენაა ქართველური. G2a1 მოვიდა, გაქართველურდა და უბრალოდ დამფუძნებლის ეფექტია.
This post has been edited by ბასიანი89 on 11 May 2024, 06:54
|