#61310505 · 3 Jun 2024, 22:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კონკრეტული ინდივიდების დასანქცირების შესახებ განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ, თუმცა კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ გადაწყვეტილება ძალაში რჩება:
"ჩვენ გამოვაცხადეთ სანქციების ახალი პოლიტიკის შესახებ, მაგრამ ამ დრომდე არ გაგვიკეთებია განცხადება კონკრეტული ინდივიდების შესახებ. ამ თემაზე, აქ შევჩერდები, თუმცა ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ უყოყმანოდ დავაწესებდით ამ სანქციებს." აღნიშნა სახდეპის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა. 24 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ აშშ რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებსა და მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს. გვარები ამ დრომდე არ დასახელებულა, თუმცა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ოცნების" წარმომადგენლებს, მათ შორის, აღმასრულებელი ხელისუფლების პირებსა და მათი ოჯახის წევრებს აშშ-ის ვიზების გაუქმების შეტყობინებები მეილებზე უკვე მიუვიდათ.
--------------------
მიწისქვეშეთში მძინარე მეფეთა ასულები მომიტაცებია. ტრებონის კარიბჭეები გადამიწვავს. ფელურიანთან ღამე გამიტარებია, თუმცა არც სიცოცხლე დამიკარგავს და არც ჭკუიდან შევშლილვარ. . მისაუბრია ღმერთებთან, მყვარებია ქალები და ისეთი სიმღერები შემითხზავს, მენესტრელებსაც უღვრიათ ცრემლი
|